workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გლები “ბარსას” ვარჯიშებს 12 ივლისიდან შეუერთდება

გლები “ბარსას” ვარჯიშებს 12 ივლისიდან შეუერთდება

 

ბელორუსი ნახევარმცველი ალექსანდრ გლები “ბარსელონას” ვარჯიშებს შეუერთდება, განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა ნიკოლაი შპილევსკიმ.

“ალექსანდრე მზად არის კლუბის ძირითად შემადგენლობაში დასამკვიდრებლად იბრძოლოს და “ბლაუგრანას” ვარჯიშებს 12 ივლისიდან შეუერთდება. ვერაფერს გეტყვით, რა მოხდება ივლისიდან აგვისტომდე პერიოდში. ცხადია ვისაუბრებთ პეპ გვარდიოლასთან. ამის შემდეგ გამოჩნდება, თუ რამდენადაა დაინტერესებული “ბარსელონა” გლებით,” – შპილევსკის სიტყვებს აქვეყნებს რადიო ERB.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი ფეხბურთელმა იჯარის წესით “შტუტგარტში” გაატარა.

წყარო: Barca.ru

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward