“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ლა ლიგის მე-3 ტურის მატჩში “რაიო ვალიეკანოსთან” სტუმრად დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
ლა ლიგის 6 ქულით დაწყება მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ახლა უკვე მესამე თამაშის მოგებაზე ვართ ფოკუსირებულები. “რაიო” შესანიშნავი გუნდია. რთული მატჩი იქნება.
ვეცდებით, კარგი, ძალიან შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ. ყველა თამაში განსხვავებულია და დაძაბულობა ყოველთვის ძალიან მაღალია. თავდაჯერებულად უნდა ვითამაშოთ. გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც სხვაობის შექმნა შეუძლიათ.
ბურთის ფლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე სივრცეები მაქსიმალურად უნდა მოვიყენოთ.
ფერმინი აქაა. მას ვესაუბრე და დარწმუნებული ვარ, დარჩება.
ზოგჯერ ფეხბურთელები განსხვავებულად ფიქრობენ ან მათზე გარემო მოქმედებს. ბედნიერი ვარ, რომ ფერმინი “ბარსაში” თამაშობს. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა.
გავი? გეგმა იმაში მდგომარეობს, რომ ის “ვალენსიასთან” მატჩისთვის მზად იყოს. დადებითად ვართ განწყობილნი.
გუნდზე ვარ კონცენტრირებული. ფინანსური მდგომარეობა არ მაინტერესებს. ფანტასტიკური გუნდი გვყავს და ყველამ იცის, რომ ახლანდელი ფეხბურთელების შენარჩუნებას ვისურვებდი.
ფერმინმა იცის, რომ მთელ გუნდს მისი დარჩენა უნდა. კვირის დასაწყისში ის სხვანაირად გამოიყურებოდა. ახლა ფერმინი უფრო მეტად ფეხბურთზეა ფოკუსირებული და ნორმალურადაა. ეს ჩვენთვის კარგია.
იქნება თუ არა შენაძენი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში? სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს. სატრანსფერო ბაზარი გიჟურია.
“რაიოს” სტადიონის მდგომარეობა? ამას ვერ შევცვლით, ვერაფერს ვიზამთ. ორივე ერთსა და იმავე მოედანზე ვითამაშებთ.
ჩემპიონთა ლიგის წილისყრა? ისეთი გუნდისთვის, როგორიც “ბარსელონაა”, მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. წინ შესანიშნავი და განსხვავებული თამაშებია. გასულ წელს ფანტასტიკური ნახევარფინალი ჩავატარეთ, მაგრამ ამ სეზონში ისევ ყველაფერს გავაკეთებთ.
ლაპორტას ცოლშვილი მოვტკან მე და ყველა იმ კატალონიელი კულესი დავაყოლე ვინც ჯერ იმას უყურებდა ყვერების ფხანით როგორ ანგრევდა ბართლომეო კლუბს მერე ისევ მშვიდათ უყურებდა როგორ აგდებდა ლაპორტა მესის, ყიდიდა გუნდის აქტივებს ასი წლით წინ და ახლც უყურებს როგორ ვერ არეგისტრირებს გუნდი 2.5 მილიონად ნაყიდ ფეხბურთელს🤮🤮🤮🤬🤬🤬
ძნელი იქნება, რაიოსთან ბოლო 4 თამაშიდან სტუმრად მხოლოდ ერთი მოგება გვაქვს.
ღმერთმა ქნას, მაგრამ ძაან გაჭირდება ობიექტურად რომ ვთქვათ.
ლაპორტას მაინც აქებენ გავგიჟდები ახლა🤦🏻♂️🤦🏻♂️🤦🏻♂️ მართლა მეტირ აღა უნდა ქნას ეგეც აპა ბართომეუ გიდნა დაბრუნდეთოს ხო არ იძახის ნეტა ძან გავს რაღაც სიტუაციები ერთმანეთს
ამინ! ღმერთმა გისმინოთ!!!
იმინა ოქრო კაცი ხარ ჰერ ფლიკ🥰😍😘❤️
ჰანს შენი იმედი გვააქ ყველას ამ ხელმძღვანელობის პირობებში რაც წინა წელს ჩაიდინე მინიმუმ იგივე და მაქსიმუმ ყველაფერზე უნდა ვიბრძოლოთ, შენ დაგვიბრუნე რწმენა და ეგრე უნდა გაარგძელოო… წელს ჩვენი წელია ბიჭებოოოო პესეჟეთი დავიწყებთ და ლიგის ფინალის მოგებით დავასრულებთ <3 ვისკა ბარსააა ვისკა კატალუნიააააააააააა
ჰანს დაცვის ცენტრში მოიფიქრე რამე და იდეალური გუნდი გვყვავს