“ბარსელონამ” ლა ლიგაში კიდევ ერთი ფეხბურთელი დაარეგისტრირა. საუბარია უნივერსალ მცველ ჟერარ მარტინზე.
გასულ სეზონში მარტინი “ბლაუგრანას” პირველი გუნდის ფეხბურთელი არ იყო, რის გამოც კლუბს წელს მისი ლა ლიგაში თავიდან დარეგისტრირება მოუხდა. ფინანსურ ფეარ ფლეისთან დაკავშირებული პრობლემების გამო “ბარსა” 23 წლის ესპანელის დარეგისტრირებას ვერ ახერხებდა, თუმცა დღეს ეს პრობლემა მოგვარდა და ჟერარის გვარი ლა ლიგის ოფიციალურ საიტზე 18 ნომრით გამოჩნდა.
ჟერარ მარტინი მარცხენა მცველია, მაგრამ წინასასეზონო მზადების დროს ჰანსი ფლიკმა ის დაცვის ცენტრშიც გამოცადა. ინიგო მარტინესის გუნდიდან წასვლის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, მარტინს დაცვის ცენტრალურ ზონაშიც ვიხილავთ ხოლმე.
ჟერარ მარტინი მესამე ფეხბურთელია ჟოან გარსიასა და მარკუს რაშფორდის შემდეგ, რომელიც “ბარსელონამ” ლა ლიგაში დაარეგისტრირა. ახლა დარჩენილია მხოლოდ ვოიცეხ შჩესნი.
იწერებოდა კუბარსს უნდა შეუწყვილოსო ფლიკმა, იმედია არაუხოს აჯობებს.
ეს ბიჭი წესით უნდა გაეშვათ ამ სატრანსფერო ფანჯარაზე და ეყიდათ ვინმე ნორმალური, მაგრამ ხელმძღვანელობამ ეს დატოვა და ინიგოს წასვლის უფლება მისცა.
ეს მაინც დააყენოს არაუხოს ნაცვლად
პრობლემა არაა.მაგასაც მალე დარეგისტრირებს
ეს ყურყ…ლეე ნახე რა
ოპა GOAT ი დარეგისტრირებულია