ხვალ “ბარსელონა” სტუმრად “მალიორკას” წინააღმდეგ ლა ლიგის 2025/26 წლების სეზონის პირველ შეხვედრას გამართავს.
ჰანსი ფლიკმა აღნიშნული მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
ბედნიერი ვარ იმით, რაც დღევანდელ ვარჯიშზე ვნახე. თამაშისთვის მზად ვართ.
დარწმუნებული ვარ, რომ კლუბი ყველა ფეხბურთელს დაარეგისტრირებს.
ჟოან გარსია შესანიშნავი მეკარეა. მისი დამატება საერთო გადაწყვეტილება იყო.
იამალით ძალიან ბედნიერი ვარ. არამხოლოდ ბურთით თამაშის, არამედ პრესინგის გამოც, რაც მან “კომოს” წინააღმდეგ გვაჩვენა. ლამინი სწორ გზაზე დგას. მას მომატება კიდევ შეუძლია. დარწმუნებული ვარ, იამალს კარგი სეზონი ექნება.
ინიგოს წასვლა ჩემთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ მისი სრულად მესმის. მარტინესის წასვლა არ მესიამოვნა, რადგან ის საოცარი ფეხბურთელია. ინიგო გასახდელში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, ის კარგი ფეხბურთელი და კარგი პიროვნებაა.
შეგვიძლია, წინა სეზონთან შედარებით უკეთესები ვიყოთ, მაგრამ ყველაფერს შედეგები გვეტყვის. ყველაფერს სეზონის ბოლოს გავარკვევთ.
არ ვფიქრობ, რომ გაძლიერება გვჭირდება. ჩვენ ვნახეთ ჟერარ მარტინი დაცვის ცენტრში, მას მომატებული აქვს. მრავალმხრივი ფეხბურთელები ძალიან მომწონს.
არაუხოს ყურება მოგვიწევს ამ სეზონში
მოკლედ დანა ზურგშიო რო იტყვიან ისე მოგვივიდა ინიგოს ამბავში. ვინ უნდა ითავოს დაცვის ლიდერობა აზრზე არა ვარ, არაუხო რო მაგონდება ცუდად ვხდები. რა მოგველის ღმერთმაც კი არ იცის.
Flying Dutchman,
ცუდად არ გამიგო მეგობარო და დიდი უნამუსობა იქნება ამის დადანაშაულება რამეში, კი ვხედავთ როგორც ექცევიან ბარსელონას და მაინც როგორ მედგრად არიან, ეს ფლიკის დამსახურებააა ძალიან გაძლიერდნენ მენტალურად, რაც მეტწილად დღევანდელი ფეხბურთის წარმატების მთავარი გასაღებია…
ეს სეზონი როგორც არ უნდა წავიდეს ამ კაცის საწინააღმდეგოდ ხმის ამომღები მე არ ვარ