“ფენერბაჰჩესა” და ხორვატიის ნაკრების 31 წლის მეკარე, დომინიკ ლივაკოვიჩი დღეს საღამოს ბარსელონაში ჩავა, რათა “ბარსელონაში” თავისი ტრანსფერი ოფიციალურად დაასრულოს. Cadena Ser-ის ინფორმაციით, ხორვატი ფეხბურთელი ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და მომდევნო 4 სეზონზე გათვლილ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.
ფინანსური დეტალები და როლი გუნდში
“ბარსელონა” თურქულ კლუბს მეკარის სანაცვლოდ (რომელსაც კონტრაქტის ამოწურვამდე მხოლოდ ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი) 4 მილიონ ევროს გადაუხდის: 2 მილიონს ფიქსირებული თანხის სახით, ხოლო დარჩენილ 2 მილიონს – ბონუსების სახით.
მიუხედავად ტრანსფერისა, მიმდინარე სეზონში მისი როლი ჯერ კიდევ გაურკვეველია. თავდაპირველად კატალონიელები ლივაკოვიჩის “დინამო ზაგრებში” იჯარით გაშვებასა და მომდევნო სეზონში, ვოიცეხ შჩესნის კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ მის გუნდში დაბრუნებას გეგმავდნენ. თუმცა, ახლა გამორიცხული არც ისაა, რომ იგი მიმდინარე სეზონშივე დარჩეს ჟოან გარსიას სარეზერვო ვარიანტად.
ფინანსური ფეარ-პლეის ფაქტორი
ფეხბურთელის გუნდში მეორე მეკარედ დარჩენის საკითხი პირდაპირ კავშირშია ფინანსურ ფეარ-პლეისთან. თუ “ბარსელონას” საკმარისი სახელფასო სივრცე ექნება, ლივაკოვიჩი ბლაუგრანას განაცხადში ახლავე მოხვდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კლუბი მას იჯარით გაუშვებს. მისი სავარაუდო დანიშნულების ადგილი “დინამო ზაგრები” იქნება, სადაც ის იანვრიდან იჯარით თამაშობდა (“ჟირონას” რიგების დატოვების შემდეგ). ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში, მეკარე გუნდს 2027 წლის ზაფხულში დაუბრუნდება.
იჯარით რატო უშვებენ? შესნის როგორ ანდობენ მეორე მეკარეობას
Am sezonshive daitovon