workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსას ახალი სპონსორი ჰყავს – რა გვინდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში?

ბარსას ახალი სპონსორი ჰყავს – რა გვინდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში?

   „ბარსელონამ“ ხელშეკრულება გააფორმა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სპორტის სამინისტროსთან.  მაისურზე ახალი სპონსორის ლოგო იქნება დატანილი. თანამშრომლობის ფარგლებში სავარჯიშო ფორმების უკანა ნაწილზე ცენტრალური აფრიკის ქვეყნის სლოგანი — „DRC, coeur de l’Afrique“ („კონგო — აფრიკის გული“) გამოჩნდება, როგორც მთავარის გუნდის, ისე აკადემიის ფორმების მაისურებზე. 

კლუბის წარმომადგენლების თქმით ოთხწლიანი ხელშეკრულების საერთო ღირებულება 44 მილიონ ევროს (დაახლოებით 50.5 მილიონ დოლარს) შეადგენს. ამ თანხიდან უკვე გადახდილია პირველი წლიური შენატანი, რომელიც 10 მილიონ ევროს აჭარბებს.

შეთანხმების მიხედვით განახლებული „კამპ ნოუ“ „კონგოს სახლს“  უმასპინძლებს, გამოფენა მნახველებს გააცნობს კონგოს კულტურული და სპორტული მემკვიდრეობის სიმდიდრესა და მრავალფეროვნებას. შეთანხმების ფარგლებში რეგიონში გაიხსნება სპორტული ბანაკები და კლინიკები ბავშვებისთვის, რომელიც მოიცავს ფეხბურთს, კალათბურთს, ხელბურთს, ფუტსალსა და ბალახის ჰოკეის მოედნებს. 

ამ ხელშეკრულებამ თავისი როლი უნდა ითამაშოს ფეხბურთელების რეგისტრაციის საქმეში. როგორც ჩანს, ლაპორტამ გამოსავალი მაინც იპოვა. “ბარსას” სამი ახალწვეული ჰყავს, პრიორიტეტების მიხედვით მათი რეგისტრაცია ასე მოხდება – ჟოან გარსია, (შტეგენის ტრავმის მერე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მისი რეგისტრირება) მარკუს რაშფორდი და რუნი. 

კონგოს სპორტის სამინისტრომ მსგავსი ხელშეკრულებები გააფორმა “მონაკოსა” და “მილანთან”— ორივე კონტრაქტი ივნისში გაფორმდა. “მონაკოსთან” გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით „DRC, coeur de l’Afrique“ დაიბეჭდება კლუბის მთავარი გუნდის მაისურის სახელოზე, რომლითაც ჩემპიონთა ლიგის 2025-26 წლების სეზონში იასპარეზებს. ხოლო, აკადემიის გუნდების მაისურებზე წინა მხარეს იქნება დატანილი. 

რა ხდება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში? 

წლის დასაწყისში, ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch – მა გამოაქვეყნდა განცხადება,  სადაც აღნიშნულია, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაუარესებულია ჰუმანიტარული მდგომარეობა.  HRW-ის მონაცემებით, პრეზიდენტ ფელიქს ჩისეკედის ხელმძღვანელობით ქვეყნის მმართველებმა დაიწყეს ოპოზიციისა და ჟურნალისტების დევნა, ასევე სამოქალაქო აქტივისტების დაკავება. (ამით ჩვენ ვერ გაგვაკვირვებენ) 

MONUSCO — გაეროს სამშვიდობო მისია კონგოში — გმობს გაერთიანებული დემოკრატიული ძალების (ADF) თავდასხმებს, რომელსაც იგი „ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ შეიარაღებულ ჯგუფად“ მოიხსენიებს. მონუსკოს მონაცემებით 27 ივლისის ღამეს, იტურის პროვინციაში მომხდარი ერთ-ერთი თავდასხმის შედეგად დაიღუპა მინიმუმ 49 მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა ნაწილი ღამის ლოცვაზე იმყოფებოდა. ამავე თვეში, იტურისა და ჩრდილოეთ კივუს პროვინციებში განხორციელებულ თავდასხმებს კიდევ 82 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

2024 წლის ივნისში კონგოსა და რუანდას შორის სამშვიდობა შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც ხელი ვაშინგტონში მოაწერეს, ამ შეთანხმებას უნდა შეეწყვიტა კონფლიქტი, რომელიც ათწლეულობის განმავლობაში გრძელდებოდა. უნდა შეწყვეტილიყო სამხედრო დაპირისპირება და დაწყებულიყო მოლაპარაკებები რიგ საკითხებზე. მაგრამ კონგოს ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოზეფ კაბილამ განაცხადა, რომ ეს მხოლოდ სავაჭრო შეთანხმება იყო, სხვა არაფერი. 

მინერალებით მდიდარ რეგიონში კონფლიქტი წელს კიდევ უფრო გამწვავდა, 30 წელზე მეტია ამ ტერიტორიაზე გადაადგილება საშიშია, განსაკუთრებით, 1994 წლის რუანდის გენოციდის შემდეგ. (სხვათა შორის, გაეროს დიდი ხნით ადრე აცნობეს მოსალოდნელი გენოციდის შესახებ, მაგრამ მათ რეაგირება არ ჰქონიათ. ასი დღის განმავლობაში 800’000 დან მილიონამდე ადამიანი მოკლეს) 

ომი ძირითადად მიმდინარეობს რუანდის მიერ მხარდაჭერილ პარამილიტარულ ჯგუფსა (23 მარტის მოძრაობა (M23) და კონგოს შეიარაღებულ ძალებს შორის. გაეროს თქმით რუანდამ (კონგოზე გაცილებით პატარა ქვეყანამ) ეს ჯგუფი გაწვრთნა, იარაღით აღჭურვა და მათი ნაწილები ბრძოლებში ჩართო. რუანდამ აღიარა, რომ მისი ჯარები კონგოს ტერიტორიაზე იმყოფებიან, თუმცა უარყო M23-ის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა. (საინტერესოა რუანდა ვინ აღჭურვა იარაღით, ისინი ხომ იარაღს არ აწარმოებენ) 

2024 წელს გაეროს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით დაახლოებით 4,000 რუანდელი სამხედრო იბრძვის მეამბოხეებთან ერთად და რუანდის არმია ფაქტობრივად აკონტროლებს M23-ის ოპერაციებს. იგივე დასკვნას აკეთებს კონგო, აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე ბრიტანეთმა შეაჩერა რუანდის დახმარება სხვადასხვა სახით. 

კონგოს აღმოსავლეთ ნაწილში ომმა უკვე ათასობით ადამიანი დააზარალა, არის დიდი მსხვერპლი და იზრდება მოშიმშილე ბავშვების რაოდენობაც.  Amnesty International-მა თებერვალში წერილით მიმართა ევროკავშირს, სადაც აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ კონგოში მიმდინარე „ადამიანის უფლებების დაცვის გაუარესებული  მაჩვენებლებისა და კრიზისის ფონზე საჭიროა გადაუდებელი რეაგირება.

რუანდა ფეხბურთში

რუანდის ტურიზმის სააგენტოც ჩართულია ევროპულ ფეხბურთში,  Visit Rwanda ლონდონის “არსენალთან” თანამშრომლობს, როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა გუნდებთან. “არსენალის” ფინანსური ანგარიშის მიხედვით Visit Rwanda-სთან კონტრაქტმა კლუბს 10 მილიონი ევროს მოგება მოუტანა. კონტრაქტი აქვთ „ბაიერნთანაც“ — 2024 წლის აპრილში რუანდის პრეზიდენტი პოლ კაგამე დაესწრო ჩემპიონთა ლიგის მატჩს „არსენალსა“ და „ბაიერნს“ შორის „ემირეითსზე“, ასევე აქვთ კონტრაქტი პსჟ-თანაც. 

დიდად მოსაწონი ვერ არის როცა იმ ქვეყანასთან ირჩევ პარტნიორობას, რომელიც ომშია ჩაბმული და ამ მრავალწლიანი კონფლიქტისა ბევრი არაფერი გაგეგება. ერთი მხრივ, იმიჯის ამბავია, ამ ბიზნესში კი იმიჯი ბევრს ნიშნავს, მეორე მხრივ, ეს კონფლიქტი შუაზე ჰყოფს დაპირისპირებულ მხარეებს და ასე უნებურად “ბარსა” ქომაგებსაც დაკარგავს, თუმცა, ახლა ამაზე ფიქრისათვის არავის სცხელა, ახლა ფულია შემოსატანი, რათა ფეხბურთელები დაარეგისტრირონ. ეს არის და ეს. 

პ.ს – თუ ჯერ არ გინახავთ, გირჩევთ უყუროთ “სასტუმრო რუანდას” (2004)

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • Jotia23
    schedule 06 აგვ 2025, 00:55
    #13

    მეგობარი მყავს კონგოდან და პსჟ შეიძულა, რადგან რუანდას სიმბოლიკა გამოისახეს მაისურზეო, საფრანგეთში ძალიან ბევრი კონგოელი ცხოვრობს და საკმაოდ ბევრისგან მსმენია უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ ამ
    ფაქტისადმი

  • Visca barca
    schedule 04 აგვ 2025, 10:29
    #12

    ციტატა: Damien12
    კასადოს გაყიდვა მოგვიწევს დიდი ალბათობით იმისთვის, რომ რაშფორდი და გარსია დავარეგისტრიროთ.

    შტეგენი ნამდვილი კაპიტანი smile

    კიდე რომ ამ ხელმძღვანელობას აქებს ზოგიერთი :დ
    კასადო ბიჭო რაშფორდს უნდა შევწიროთ smiley smiley

    იდიოტიზმი აღარა უკვე


    მაგას ჯობდა სულ არავინ ეყიდათ

  • Damien12
    schedule 04 აგვ 2025, 08:50
    #11

    კასადოს გაყიდვა მოგვიწევს დიდი ალბათობით იმისთვის, რომ რაშფორდი და გარსია დავარეგისტრიროთ.

    შტეგენი ნამდვილი კაპიტანი smile

    კიდე რომ ამ ხელმძღვანელობას აქებს ზოგიერთი :დ
    კასადო ბიჭო რაშფორდს უნდა შევწიროთ smiley smiley

    იდიოტიზმი აღარა უკვე

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 04 აგვ 2025, 01:01
    #10

    ვნახოთ რა გამოვა აქედან

  • Damien12
    schedule 03 აგვ 2025, 22:48
    #9

    ციტატა: nika 54
    ეჰ რას იზავ, ფულს სუნი არ უდისო, აბა რა ვქნათ? ტებასი სანამ არ მოკვდება ამ დღეში ვიქნებით ეტყობა.

    როდესაც ასეთ რამეს წერთ გადაამოწმეთ მაინც რაღაცები :დ
    ლევანდოვსკი იყიდა კლუბმა 34 წლის ასაკში 45 მილიონად :დ სულ რომ მესი და რონალდო იყოს ფინანსურ კრიზისში მყოფი გუნდი არ უნდა ყიდულობდეს 34 წლის ფორვარდს 45 მილიონად, მაგრამ მაგას თავი გავანებოთ, ამ ლევანდვოსკის აქვს ხელფასი 33 მილიონი, რითაც ის მბაპეზე უფრო მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, ანუ 37 წლის კაცს ვუხდით 33 მილიონს და გვყავს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი კლუბში laughing

    34 წლის კაცი ვიყიდეთ, მაშინ როდესაც 34წლის ასაკში მესი დავკარგეთ, ხოლო რეალმა 33წლის რონალდო გაყიდა სარფიანად, ჩვენ კიდე ვიყიდეთ 34 წლის კაცი და ეს კაცი როდესაც კარიერას დაამთავრებს კლუბს დაუჯდება ხელფასიანა ტრანსფერიანა 177მილიონი laughing

    ბართლომეუს არ უქნია მსგავსი რამ
    )))

    სწორედ ლევანდოვსკის დიდი დამსახურებაა, რომ ფეხბურთელების რეგისტრაციას ვერ ვახდენთ.

    ანუ, თქვენი არგუმენტები მარტივად ბათილდება მხოლოდ ლევანდოვსკის სახით.
    ეგეთი იდიოტიზმი არ უქნია არცერთ ხელმძღვანელობას.
    ფინანსურ კრიზისში მყოფ გუნდს უჯდება 177მილიონი 40 წელს მიკაკუნებული კაცის შენახვა.

    რაც შეეხება სტადიონს- არანაირი საჭიროება ახალი სტადიონის აშენების ამ ეტაპზე არ იყო და არც მაგის საშუალება ქონდა გუნდს, მაგრამ რადგან რეალმა ააშენა პოპულისტმა ლაპორტამ წაბაძა, რაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აგდებს გუნდს. ამას დამატებული ვიქტორ როკეს მოყვანა, რომელშიც ფული გადაყარა გუნდმა და მილიონები იზარალა ხოლო იმიტომ იყიდეს, რომ რეალმა ედრიკე შეიძინა და მაგის პასუხად როკე მოათრია ლაპორტამ.

    სხვა ცოდვებზე აღარ დავწერ.

    აქვე დავამატებ- ფლიკი არავის მოყავდა გუნდში, უბრალოდ ჩავიმ ზედმეტი ილაპარაკა და მაგიტომ გაუშვეს და რომ არა ეგ ფაქტი და ფლიკის მოსვლა და ლა მანისა ახლა მილანზე საშინელ მდგომარეობაში ვიქნებოდით.

  • Levani
    schedule 03 აგვ 2025, 15:30
    #8

    ციტატა: LaPulga
    იდეალურისგან ნამდვილად შორსაა დღევანდელი ბარსელონას ხელმძღვანელობა, მაგრამ ბევრს წარმოდგენაც კი არ აქვს, როგორი პირობების ფონზე მოახერხა ამ გუნდმა სტაბილურობის შენარჩუნება და განვითარებისკენ ნაბიჯების გადადგმა.

    1. ახალ სტადიონს აშენებს უმძიმესი ფინანსური კრიზისის პირობებში.
    მიუხედავად არაერთგზის გადადებული ვადებისა — რაც ესპანეთის მსგავს ბიუროკრატიულ სისტემაში გასაკვირი ნამდვილად არ არის — პროექტი არ გაჩერებულა და ბარსას ახალი სახლის აშენება პრაქტიკულად დასრულების ფაზაშია. ეს ყველაფერი კი იმ დროს, როცა კლუბი ღრმა ფინანსურ კრიზისშია.

    2. ტრანსფერების პოლიტიკა და ხელფასების კონტროლი რადიკალურად შეიცვალა.
    წინა ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს მხოლოდ ფულით იზიდავდა. სპორტული ხედვა, გუნდური ქიმია და ბარსას იდენტობა საერთოდ დავიწყებული იყო. კოუტინიო, გრიზმანი, დემბელე, ლენგლე, უმტიტი, დე იონგი — ყველა იღებდა ასტრონომიულ ხელფასს სწორედ ამიტომ იყო მათი გაშვება რთული.
    ლაპორტას გუნდმა კი დაბალბიუჯეტიან მაგრამ იდეალურ ტრანსფერებზე გააკეთა აქცენტი: კუნდე, რაფინია, დანი ოლმო, კრისტენსენი — თითქმის ყველამ ნაკლებ ხელფასზე თანხმობა განაცხადა სხვა შეთავაზებებთან შედარებით. რატომ? იმიტომ რომ ისევ გაჩნდა განცდა, რომ ბარსელონა რაღაც განსაკუთრებულია.

    3. გუნდის ბალანსი და მწვრთნელების სელექცია აშკარად გაუმჯობესდა.
    ლუის ენრიკეს შემდეგ 6 წელი ნორმალური მწვრთნელი არ გვყავდა. თავდასხმის ხაზს ჭარბად ავსებდნენ, მაშინ როცა დაცვა და ნახევარდაცვა უყურადღებოდ რჩებოდა.
    ლაპორტას პერიოდში გუნდი ნაბიჯ-ნაბიჯ დაბალანსდა. დღეს, თითქმის ყველა პოზიციაზე მინიმუმ ორი კონკურენტუნარიანი ფეხბურთელი გვყავს. ხავი იდეალური არ ყოფილა, მაგრამ ლუის ენრიკეს შემდეგ ყველაზე კომპეტენტური იყო. მან გუნდს იდენტობა დაუბრუნა — და ნუ დაგვავიწყდება, რომ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი შემადგენლობა ჩააბარეს. ჰანსი ფლიკზე კი საუბარიც ზედმეტია — ის უკვე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სპეციალისტია ბარსელონას ისტორიაში და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.

    4. ერთადერთი, რასაც ამ ხელმძღვანელობას ვერ ვპატიობ, არის მატეუ ალემანის დაკარგვა.
    ის იყო ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალი და სტრატეგიული ფიგურა კლუბის სტრუქტურაში. მის ნაცვლად დეკოს მოყვანა — რბილად რომ ვთქვათ, სადავო გადაწყვეტილება იყო. თუმცა მაინც დამამშვიდებელია, რომ დეკო ბოლომდე თვითნებურად ვერ მოქმედებს და გუნდში ჰანსი ფლიკსაც აქვს დიდი გავლენა.

    5. ამ ყველაფერს თან ახლავს სისტემური ომი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისგან. მთელი სისტემა — პრეზიდენტით დაწყებული მსაჯებით დამთავრებული — ისე ღიად ებრძვის ბარსელონას, როგორც არასდროს. ამის ფონზე ნებისმიერი წარმატება ორმაგად ფასობს.

    6. ბევრს დავიწყებული აქვს ბართლომეუს კატასტროფული მმართველობა და ამიტომაც ადვილად ლანძღავენ ამჟამინდელ ხელმძღვანელობას.
    არავის უკვირს, როცა ვიგებთ რომ სულ რამდენიმე თვის წინ გადავუხადეთ ბოლო ხელფასი მესის — ფეხბურთელს, რომელიც უკვე ოთხი წელია გუნდში არ თამაშობს. მსგავსი სიგიჟეები იმდენი დაგვიტოვა წინა ხელმძღვანელობამ, რომ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
    თუ გვინდა რეალურად შევაფასოთ ლაპორტას სამუშაო, უნდა მივცეთ მას დრო. კიდევ 6 წლით — და დამიჯერეთ, ვიხილავთ კლუბის ახალ ოქროს ხანას.


    Მაგას არ აკვირდებიან და ბევრი ვერც იაზრებს რამდენად რთული სიტუაციაა გუნდში ტოპ ტრანსფერები უნდათ და უნდათ რო გასაყიდი ფეხბურთელები დიდ ფასებში გაიყიდნონ მაგრამ ეგ რო წარმოუდგენელია იმის ფონზე რო ფეხბურთელებს ვერ ვარეგისტრირებთ მაგას ვერ ხდვებიან ლაპორტას ადანაშაულებენ მაგრამ ვინც გინდა იყოს სათავეში მაინც უკეთეს შედეგს ვერ მივიღებდით ყველა გუნდმა იცის რო ფეხბურთელების გაყიდვა აუცილებლად გვჭირდება და მაგით სარგებლობენ და ჩვენი ფეხბურთელები დაბალ ფასებში მიჰყავთ მაგრამ ეს არის დროებითი ჩადგება გუნდი კალაპოტში და ფეხბურთელების ყიდვაც და გაყიდვაც გამოსწორდება

  • nika 54
    schedule 03 აგვ 2025, 10:32
    #7

    ეჰ რას იზავ, ფულს სუნი არ უდისო, აბა რა ვქნათ? ტებასი სანამ არ მოკვდება ამ დღეში ვიქნებით ეტყობა.

  • ფეოლა
    schedule 03 აგვ 2025, 01:17
    #6

    LaPulga, მხეცია ლაპორტა, მკვდარი გუნდი ჩაიბარა

  • LaPulga
    schedule 03 აგვ 2025, 00:12
    #5

    იდეალურისგან ნამდვილად შორსაა დღევანდელი ბარსელონას ხელმძღვანელობა, მაგრამ ბევრს წარმოდგენაც კი არ აქვს, როგორი პირობების ფონზე მოახერხა ამ გუნდმა სტაბილურობის შენარჩუნება და განვითარებისკენ ნაბიჯების გადადგმა.

    1. ახალ სტადიონს აშენებს უმძიმესი ფინანსური კრიზისის პირობებში.
    მიუხედავად არაერთგზის გადადებული ვადებისა — რაც ესპანეთის მსგავს ბიუროკრატიულ სისტემაში გასაკვირი ნამდვილად არ არის — პროექტი არ გაჩერებულა და ბარსას ახალი სახლის აშენება პრაქტიკულად დასრულების ფაზაშია. ეს ყველაფერი კი იმ დროს, როცა კლუბი ღრმა ფინანსურ კრიზისშია.

    2. ტრანსფერების პოლიტიკა და ხელფასების კონტროლი რადიკალურად შეიცვალა.
    წინა ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს მხოლოდ ფულით იზიდავდა. სპორტული ხედვა, გუნდური ქიმია და ბარსას იდენტობა საერთოდ დავიწყებული იყო. კოუტინიო, გრიზმანი, დემბელე, ლენგლე, უმტიტი, დე იონგი — ყველა იღებდა ასტრონომიულ ხელფასს სწორედ ამიტომ იყო მათი გაშვება რთული.
    ლაპორტას გუნდმა კი დაბალბიუჯეტიან მაგრამ იდეალურ ტრანსფერებზე გააკეთა აქცენტი: კუნდე, რაფინია, დანი ოლმო, კრისტენსენი — თითქმის ყველამ ნაკლებ ხელფასზე თანხმობა განაცხადა სხვა შეთავაზებებთან შედარებით. რატომ? იმიტომ რომ ისევ გაჩნდა განცდა, რომ ბარსელონა რაღაც განსაკუთრებულია.

    3. გუნდის ბალანსი და მწვრთნელების სელექცია აშკარად გაუმჯობესდა.
    ლუის ენრიკეს შემდეგ 6 წელი ნორმალური მწვრთნელი არ გვყავდა. თავდასხმის ხაზს ჭარბად ავსებდნენ, მაშინ როცა დაცვა და ნახევარდაცვა უყურადღებოდ რჩებოდა.
    ლაპორტას პერიოდში გუნდი ნაბიჯ-ნაბიჯ დაბალანსდა. დღეს, თითქმის ყველა პოზიციაზე მინიმუმ ორი კონკურენტუნარიანი ფეხბურთელი გვყავს. ხავი იდეალური არ ყოფილა, მაგრამ ლუის ენრიკეს შემდეგ ყველაზე კომპეტენტური იყო. მან გუნდს იდენტობა დაუბრუნა — და ნუ დაგვავიწყდება, რომ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი შემადგენლობა ჩააბარეს. ჰანსი ფლიკზე კი საუბარიც ზედმეტია — ის უკვე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სპეციალისტია ბარსელონას ისტორიაში და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.

    4. ერთადერთი, რასაც ამ ხელმძღვანელობას ვერ ვპატიობ, არის მატეუ ალემანის დაკარგვა.
    ის იყო ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალი და სტრატეგიული ფიგურა კლუბის სტრუქტურაში. მის ნაცვლად დეკოს მოყვანა — რბილად რომ ვთქვათ, სადავო გადაწყვეტილება იყო. თუმცა მაინც დამამშვიდებელია, რომ დეკო ბოლომდე თვითნებურად ვერ მოქმედებს და გუნდში ჰანსი ფლიკსაც აქვს დიდი გავლენა.

    5. ამ ყველაფერს თან ახლავს სისტემური ომი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისგან. მთელი სისტემა — პრეზიდენტით დაწყებული მსაჯებით დამთავრებული — ისე ღიად ებრძვის ბარსელონას, როგორც არასდროს. ამის ფონზე ნებისმიერი წარმატება ორმაგად ფასობს.

    6. ბევრს დავიწყებული აქვს ბართლომეუს კატასტროფული მმართველობა და ამიტომაც ადვილად ლანძღავენ ამჟამინდელ ხელმძღვანელობას.
    არავის უკვირს, როცა ვიგებთ რომ სულ რამდენიმე თვის წინ გადავუხადეთ ბოლო ხელფასი მესის — ფეხბურთელს, რომელიც უკვე ოთხი წელია გუნდში არ თამაშობს. მსგავსი სიგიჟეები იმდენი დაგვიტოვა წინა ხელმძღვანელობამ, რომ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
    თუ გვინდა რეალურად შევაფასოთ ლაპორტას სამუშაო, უნდა მივცეთ მას დრო. კიდევ 6 წლით — და დამიჯერეთ, ვიხილავთ კლუბის ახალ ოქროს ხანას.

  • MESSI 2017
    schedule 02 აგვ 2025, 22:03
    #4

    ესეიგი კიდევ ერთი სპონსორის კონტრაქტი რომელსაც სანამ კამპნოუ არ გაიხსნება არ მიიღებენ❤️ მაგარია კამნოუს კიდე დიდი ხანი დააგვიანდება 😀 რა ჭაობდიან ამოგვიყვანა ლპაორტამ არაა?? ფეხბყრთელებს ვერ ვარეჰისტრირედბით ადრე ახლა კიდე სანამ ფეხბურთელებ არ გავყდით ვერ დავარეგისტრიბეთ თუმცა ლაპორტა როგორ გაყიდის არაუხოს მარტინს და პენიას😀 თავ აუწევლად მუშაობენ ალბათ ხელმძღვანელობის ოფისში და ხლ კიდევ ერთხელ ლაპორტას ქაქის სროლა კლუბის მთავარი ლოზინგის მიმართ "მეტი ვიდრე კლუბი" ლაპორტა ის კაცი არაა კლუბის ყველაზე ემტად რომ ესმსი და იცის რა არის ბარსელონა?😂

  • ფეოლა
    schedule 02 აგვ 2025, 18:45
    #3

    jack slater, ეს მაინც სავარჯიშო ფორმებს ემატება, ეგ არაფერი : )

  • jack slater
    schedule 02 აგვ 2025, 17:31
    #2

    არადა 20 წლის წინ "ვბლატაობდი" სხვა კამანდების ბალელშიკებთან 106 წელია "სუფთა" ფუტბოლკებით თამაშობენ თქო…😭

  • Albicelecte
    schedule 02 აგვ 2025, 15:44
    #1

    ის ქვეყანა სადაც სახელწოდებაში "სახალხო-დემოკრატიული" ურევია, არის საბჭოური სტილის რეჟიმი და ცეცხლთან თამაშია, რეპუტაციის ამბავში