“ბარსელონამ” 2025/26 წლების სეზონისთვის მზადება დღეს დაიწყო. დღეს ჟოან გამპერის სახელობის საწვრთნელ ბაზაზე პირველი გუნდის ფეხბურთელები და “ბარსა ატლეტიკის” რამდენიმე მოთამაშე გამოცხადდა. მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს.
შემოწმება პირველი გუნდის ყველა ფეხბურთელმა გაიარა პაბლო ტორეს გარდა. ახალგაზრდა ესპანელი ნახევარმცველი საკუთარი მომავლის გადაწყვეტას ელის. ახალ თანაგუნდელებთან ერთად საწვრთნელ ბაზაზე გამოცხადდა ჯერჯერობით ერთადერთი შენაძენი – ჟოან გარსია.
“ბარსა ატლეტიკიდან” სამედიცინო შემოწმება პირველ გუნდთან ერთად გაიარეს შემდეგმა ფეხბურთელებმა: ლანდრი ფარე, ტონი ფერნანდესი, გილე ფერნანდესი, იან ვირხილი, ხუან ერნანდესი, იბრაჰიმ დიარა, ჟოფრე ტორენტსი, პედრო ფერნანდესი, დანი როდრიგესი და ახალწვეული როონი ბარდჯი.
გუნდი ვარჯიშს ხვალ დაიწყებს, 24 ივლისს კი აზიურ ტურნეზე გაემგზავრება.
ლუკმანზე იწერება ბევრი
ფლიკმა დაცვას მიხედოს წელს და ტიტულებიც მოვა.
ახლა არ გვაკლია გამოცდილება მეტ-ნაკლებად და პრაგმატულად თამაში თუ ვერ ვისწავლეთ ვერ მოვიგებთ ვერაფერს,ფლიკი ამას გაითვალისწინებს წესით.
ვიღაცა გაჭაღარავებულა, ვიღაცას კულულები მოუშვია
აი მთავარია ფლიკმა ძალები წელს პრაგმატულად გადაანაწილოს და ისე არ ამოწვას ფეხბურთელები როგორც წინა სეზონზე დაგვემართა რაა… მამენტ გერმანული დისციპლინა და სხვა ყველაფერი მათთვის უცხო ხილიც იყო მაგანც იმოქმედა მარა მაინც, როცა შესაძლებელი იქნება საკვანძო ფეხბურთელები მაქსიმალურად უნდა დაასვენოს
მაგარი დაგეშილია მეტოქის კარზე, ყველა პოზიციიდან ურტყავს.
ლუკმანს ვიფორმებთ მგონი დაწერეთ რამე.. მე რაშფორდსაც და დიასსაც მირჩევნია ეგ ბიჭი
წელს ფერანი თუ ძაან არ მოიხოდოს რაფინიასი არიყოს აგერ ნახავთ ძაან მჯერა მაგ ბიჭის დახვეწა უნდა და არავიზე ნაკლები არაა ( ჩემი აზრია )