ჟოაუ კანსელუს საქმე წინ მიიწევს

ჟოაუ კანსელუს საქმე წინ მიიწევს

bolt მოკლედ
ჟოაუ კანსელუს ირგვლივ არსებული გაურკვევლობა სრულდება. "ალ-ჰილალმა" პორტუგალიელ მცველთან კონფლიქტი მოაგვარა და ახლა "ბარსელონასთან" ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 10 მილიონ ევროს შეადგენს.

ჟოაუ კანსელუს საქმე ნელ-ნელა გვარდება მას შემდეგ. Mundo Deportivo-ს ცნობით “ალ-ჰილალმა” მის წასვლას მწვანე შუქი აუნთო და ახლა მხოლოდ “ბარსელონასთან” მოლაპარაკებების დასრულებას ელოდება. ამავდროულად, ფეხბურთელი პორტუგალიაში ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

კონფლიქტი თუ შეთანხმება?

29 ივლისს, ავსტრიაში არაბული გუნდის წინასასეზონო შეკრებაზე მისი გამოუცხადებლობა, ზოგიერთი ადგილობრივი მედიის ცნობით, კლუბში დაძაბულობისა და ნერვიულობის მიზეზი გახდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ სადისციპლინო საქმის აღძვრასა და დაჯარიმებას განიხილავდნენ. ახლა კი ამბობენ, რომ საუდის არაბეთის კლუბმა პორტუგალიელ მცველთან შეთანხმებას მიაღწია, რათა ის ყოველგვარი ვალდებულებისგან გაეთავისუფლებინა და მისი წასვლის ფინალური ეტაპის მოლაპარაკებებს დათანხმებოდა.

თუმცა, ადგილობრივი პრესის მეორე ნაწილის ვერსიით, ყველაფერი შეთანხმებული იყო. მას შეკრებაზე არწასვლის ნებართვა ჰქონდა და გაფრთხილების გარეშე მისი არყოფნის შესახებ გავრცელებული ჭორები სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ფეხბურთელმაც სოციალურ ქსელებში მიანიშნა, რომ ყველაფერი მოგვარებული იყო.

ფოკუსი “ბარსელონაზე”

ასეა თუ ისე, ახლა მთავარი ყურადღება მის “ბარსელონაში” ტრანსფერზეა გამახვილებული. “ალ-ჰილალი” უკვე მუშაობს პორტუგალიელის გაშვებაზე. “ბარსელონასთან” და მის აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან საუბრები მიმდინარეობს, რათა ტრანსფერი რაც შეიძლება მალე დაიხუროს. ჰანსი ფლიკი მას თავისი პროექტისთვის არსებით ფიგურად მიიჩნევს.

კანსელუს “ალ-ჰილალთან” კონტრაქტი კიდევ ერთი წლით, 2027 წლამდე აკავშირებს და 365Scores-ის ცნობით, მისი ამჟამინდელი კლუბი ტრანსფერის სანაცვლოდ დაახლოებით 10 მილიონ ევროს ითხოვს. იგივე წყაროებზე დაყრდნობით, კლუბის წარმომადგენლები ტრანსფერის დასასრულებლად “ბარსელონას” გადაწყვეტილებას ელიან.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 02 აგვ 2026, 10:32

    ბედი არ გვაქვს ტრანსფერებში, ან ტრაკი.

  • PUIOL5
    PUIOL5 გულშემატკივარი
    schedule 02 აგვ 2026, 10:28

    ეს ჩვენი რომ იყოს უფასოდ გაუშვებდა ღლეპორტა