ბარსელონამ პრესეზონის მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და სენტ ენდრიუსზე ადგილობრივ ბირმინგემ სიტის დაუპირისპირდა. 90 წუთი ფრედ, 2-2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ბარსამ 2-3 წააგო.
ბარსადან გოლები ორივე გოლი დებიუტანტმა ჰამზა აბდელკარიმმა გაიტანა, მასპინძელთა მხრიდან კი – ავგუსტ პრისკემ და ჯონ სოლისმა. პენალტების სერიაში კატალონიელთა რიგებიდან ალვარო კორტესმა და გილიერმო ფერნანდესმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ არონ იააკობიშვილმა, რომელსაც პირველ გუნდში ასევე დებიუტი ჰქონდა, 2 თერთმეტმეტრიანი მოიგერია.
ბარსელონას სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: შჩესნი; ესპარი, კრისტენსენი, ჟ. მარტინი, ტორენტსი; ტუნკარა, ბერნალი, კასადო; ადეიემი, აბდელკარიმი, კლუივერტი.
მეორე ტაიმში კი ჰანსი ფლიკმა შემდეგი ფეხბურთელები გამოიყვანა: ბარდჯი, ალექს გონსალესი, იბრაჰიმ დიარა, კორტესი, ფორტი, გილე ფერნანდესი, პესკერი, იააკობიშვილი, ფარინიასი და გისტაუ.
დღეს ქარიმ ადეიემის, ჰამზა აბდელკარიმს, ებრიმა ტუნკარას, შეინ კლუივერტს, არონ იააკობიშვილს, ალექს გონსალესს, იბრაჰიმ დიარას, ბრაიან ფარინიასს, ჟორდი პესკერს, ორიან გორენსა და ოსკარ გისტაუს დებიუტი ჰქონდათ.
ბარსელონას კიდევ სამი ამხანაგური მატჩი აქვს ჩანიშნული – ნოტინგემ ფორესტის, უდინეზესა და ალ აჰლის (ჟოან გამპერის თასზე) წინააღმდეგ.
ამხანაგურია და გვკიდია მარა…რაის მცველი არ გვჭირდება და საკმარისი ფეხბურთელები გვყავს დაცვაში. ძია ჰანსი ძალიანაც ნუ გაჯიუტდები.
და შენ გჯერა, რომ ჰანსი იძახის მცველი არ მჭირდებაო?😁 ბასტონის სტილი არ მომწონს მარტინი ჯობია და მისი ზამენა აგერ მყავს გარსიაო?☹️ კარგი თუ ძმა ხარ, ეგ თუ გჯერა მაშინ ჩათვაკე ფლიკს როგორც აბსოლუტურ კლეს ისე უყურებ. არადა არ არის ეს კაცი კლე, მის ზემოთ სპორტული დირრქტორი და პრეზიდენტი კი გვყავს, დიდი ძარღვიანი ფალოსები🤮