workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
2 - 0
ბილბაო ლოგო

ბილბაო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 37'sports_soccer ფერმინი 82'sports_soccer
კრისტენსენის მომავალი უილიამსის ტრანსფერისთვის შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს

კრისტენსენის მომავალი უილიამსის ტრანსფერისთვის შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს

“ბარსელონას” ამ ზაფხულს აქტიური მოქმედება სჭირდება სატრანსფერო ბაზარზე, რათა სექტემბრამდე სასურველი შენაძენების გაფორმება მოასწროს. ჟოან გარსია უკვე შეუერთდა გუნდს, ხოლო იმედი არსებობს, რომ მას ნიკო უილიამსიც მოჰყვება. თუმცა, უკანასკნელ დღეებში მომხდარმა ცვლილებებმა ტრანსფერის პერსპექტივა გაართულა – გაურკვეველია, შეძლებს თუ არა “ბარსელონა” ფეხბურთელის ლა ლიგაში რეგისტრაციას ზაფხულის დასრულებამდე.

“ბარსელონამ” უნდა გაყიდოს მოთამაშეები ხელფასების სივრცის გასათავისუფლებლად

უილიამსი და მისი აგენტი მოითხოვენ გარანტიას, რომ ის რეგისტრირებული იქნება 2025/26 წლების სეზონის დაწყებამდე. ამისათვის კი “ბარსელონამ” ხელფასის ბიუჯეტში ადგილი უნდა გაათავისუფლოს. კლუბში რამდენიმე მოთამაშეა, რომელთა შესაძლო წასვლაც განიხილება – მათ შორის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ანდრეას კრისტენსენი.

გამოცემა Sport-ის ცნობით, სწორედ კრისტენსენი შეიძლება გახდეს ის გადამწყვეტი ფიგურა, რომელიც ნიკო უილიამსის რეგისტრაციის ბედი გადაწყვეტს.

“ბარსელონა” კრისტენსენის გაყიდვას ამჯობინებს

ამჟამად “ბარსელონას” ცენტრალური მცველის პოზიციაზე რამდენიმე ალტერნატივა ჰყავს: პაუ კუბარსი, ინიგო მარტინესი, რონალდ არაუხო, ანდრეას კრისტენსენი და ერიკ გარსია. სპორტულმა დირექტორმა დეკუმ არაერთხელ მიანიშნა, რომ, მათ შორის, ერთ-ერთი გაიყიდება და კრისტენსენი კლუბის მთავარი კანდიდატია –  განსაკუთრებით კონტრაქტისა და მაღალი ანაზღაურების გამო.

დანიელმა მცველმა “ბარსელონაში” თავისუფალი აგენტის სტატუსით 2022 წელს გადმოსვლით საკმაოდ მაღალი ხელფასი მიიღო და რადგან მას კონტრაქტის გახანგრძლივებას არ სთავაზობენ, კლუბს სურს მისი გაშვება ამ ზაფხულს, თუმცა კრისტენსენმა უკვე უარი თქვა წასვლაზე, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნის დეკუს სატრანსფერო გეგმებს.

თუ კრისტენსენი გადაწყვეტს კლუბის დატოვებას, “ბარსელონას” ექნება საკმარისი ხელფასის სივრცე, რომ დარეგისტრიროს როგორც უილიამსი, ასევე გარსია. მიუხედავად ინტერესისა სხვადასხვა კლუბების მხრიდან, თუ ფეხბურთელი პოზიციას არ შეიცვლის, რთულია, მისი წასვლა რეალობად იქცეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 05 ივლ 2025, 13:41
    #6

    ციტატა: Rick Sanchez
    უილიამსი არ მოდის და კრისტენსენის გაყიდვა უაზრობა მგონია. არაუხოს რატომ ენდობიან და ამას არა, არ მესმის.


    ორივე გაყიდონ, ყველაზე კარგი ვარიანტია. და მიაყოლონ შტეგენიც სხვანაირად ვერასდროს ვეღარ დავუბრუნდებით იმ ძველ ეკონომიურ მდგომარეობას, როცა ვინც გვინდოდა იმას ვყიდულობდით. მეორე საკითხია რამდენად ჭკუით ირჩევდნენ მომავალ კანდიდატებს.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 04 ივლ 2025, 18:35
    #5

    ახლა მაინც დატოვონ

  • Fc Barca Batumi
    schedule 04 ივლ 2025, 13:57
    #4

    რა ვერ გადაწყვიტეთ!!!! ააგეთ კლუბი რომელიც ისახელებს და ნახევარფაბრიკატები კონ ა აბაზად გაუშვით რეგვენებოოოო… და 8 ლიმონი ვერ ნახეს? რაღაცა ძაღლის თავია დამარხული.
    ლაპო შენი იმედი გვაქვს გაანძრიე ტვინი

  • Rick Sanchez
    schedule 04 ივლ 2025, 13:57
    #3

    უილიამსი არ მოდის და კრისტენსენის გაყიდვა უაზრობა მგონია. არაუხოს რატომ ენდობიან და ამას არა, არ მესმის.

  • Flying Dutchman
    schedule 04 ივლ 2025, 13:04
    #2

    29 წლისაა თან უკვე

  • Barca
    schedule 04 ივლ 2025, 12:02
    #1

    მიუხედევად დიდი პატოვისცემისა უნდა გაიყიდოს…