workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მალიორკა ბარსელონას 22 წლის ტალანტის ტრანსფერზე მუშაობს

მალიორკა ბარსელონას 22 წლის ტალანტის ტრანსფერზე მუშაობს

“ბარსელონა” აქტიურად მუშაობს რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებაზე, რათა ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოს და უკვე იდენტიფიცირებულია რამდენიმე კანდიდატი. ერთ-ერთი მათგანი არის პაბლო ტორე – ფეხბურთელი, რომელიც, როგორც ჩანს, ზაფხულში აუცილებლად დატოვებს კლუბს.

22 წლის ტორემ გასულ სეზონში პრაქტიკულად ვერ მიიღო სათამაშო დრო და ნიკო უილიამსის მოსვლის შემდეგ მისი შანსები კიდევ უფრო შემცირდება. ამის გამო, ყველა მხარე შეთანხმებულია იმაზე, რომ ტორემ კლუბი უნდა დატოვოს და მიუხედავად “ბარსელონას” სურვილისა, იჯარის ნაცვლად სრული ტრანსფერი უფრო სავარაუდოა.

“მალიორკა” აქტიურად ცდილობს ტორეს გაფორმებას

ამ კვირის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაბლო ტორეთი “ბენფიკაც” ინტერესდება, თუმცა ლა ლიგის რამდენიმე კლუბმაც უკვე გამოხატა ინტერესი და ერთ-ერთი მათგანი “მალიორკაა”, რომელიც ტორეს ტრანსფერზე სერიოზულად მუშაობს.

Marca-ს ცნობით, “ბარსელონა” და “მალიორკა” უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ამ ეტაპზე განხილვაშია იჯარა, თუმცა ასევე არ არის გამორიცხული, რომ მხარეები სრულფასოვან გაყიდვაზე შეთანხმდებიან.

“მალიორკას” შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ახალი მოთამაშის მოყვანა სურს – განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რობერტ ნავარომ გუნდი დატოვა და ბილბაოს “ატლეტიკში” გადავიდა. კლუბში თვლიან, რომ პაბლო ტორე იდეალური შემცვლელი იქნება მთავარი მწვრთნელის, ხაგობა არასატესთვის.

“ბარსელონასთვის” ხელსაყრელია, რომ ტორე ლა ლიგაში დარჩეს, რაც აღნიშნულ ტრანსფერს კატალონიური კლუბისთვის მიმზიდველს ხდის. თანაც მას შემდეგ, რაც ესპანეთის 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან გავარდა, ტორე თავისუფალია და მოლაპარაკებების დაჩქარება მოსალოდნელია, მით უფრო, რომ “ბარსელონა” ცდილობს ხელფასების შემცირებას და გუნდის წევრების შემცირებას.

ამ ეტაპზე ტორეს მომავალი ღია რჩება და მოლაპარაკებები გრძელდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • me da barca
    schedule 29 ივნ 2025, 01:42
    #12

    ჰო მარა ტილს რომ ატყავებს ისეთი მალიორკა რისი გადამხდელია.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 27 ივნ 2025, 07:55
    #11

    არაა სამწუხაროდ ამის ადგილი გუნდში

  • nika 54
    schedule 26 ივნ 2025, 17:50
    #10

    გაყიდონ დროზე, სანამ ტებასმა მართლა არ ჩაგვიგდო უილიამსის ყიდვის შანსები.

  • Iniesta_8
    schedule 26 ივნ 2025, 15:49
    #9

    22 წლის ეგეთი ახალგაზრდაც აღარაა უკვე სერიოზული ძალა უნდა იყოს გუნდისთვის.

  • ვისკა ბარსა
    schedule 26 ივნ 2025, 14:11
    #8

    ბენფიკა მოუხდებოდა ამას მითუმეტეს ბენფიკას ნახევარმცველი სჭირდება და ეს იდეალური ვარიანტია,20-25 მილიონად შეიძლება ამის გაყიდვა

  • Albicelecte
    schedule 26 ივნ 2025, 12:44
    #7

    მე ბენფიკას მივყიდდი ისე, როგორც ფეხბურთელის განვითარებისთვის აჯობებდა;
    გამოსყიდვის უფლების უპირატესობა მგონია სწორი, ვიდრე ასე უფლება უბრალოდ;
    დავუშვათ, ჩავწერეთ 35 მილიონი; თუ სხვა ყიდულობს, ბარსას ექნება იმავე ფასად უპირატესობა;
    თუ მეტს ვინმე გადაიხდის, მაშინ სხვა თემაა;
    არ უნდა ქნა ბოროტება უნდა გაშვა ნიჭიერი ფეხბუღტელი, თუ განვითარების შანსი აქვს და გზა დაულოცო

  • Mascerano
    schedule 26 ივნ 2025, 12:24
    #6

    რა მალიორკა და რა იჯარა, მიყიდონ ბენფიკას გამოსყიდვის უფლებით

  • Barca
    schedule 26 ივნ 2025, 11:26
    #5

    ატლეტიკ ბილბაოს“ პრეზიდენტი ამჟამად მადრიდში იმყოფება და გეგმავს ოფიციალურად მიმართოს ლა ლიგას და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას (RFEF), რათა მონიტორინგი დაწესდეს „ბარსელონას“ ზაფხულის ტრანსფერებზე.

    ბასკური კლუბი მოითხოვს ნიკო უილიამსის შესაძლო ტრანსფერის დაბლოკვას, რადგან მათი აზრით, კატალონიური გრანდი 1:1 ფინანსურ წესს არ ასრულებს.

    ბილბაო მზადაა ბოლომდე იბრძოლოს ნიკოს შესანარჩუნებლად და აცხადებს, რომ არ დაანებებს, ბარსელონამ დაარღვიოს რეგულაციები. კლუბი ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებს, რათა ხელი შეუშალოს გარიგებას, რომელიც ბარსელონას ფინანსური შეზღუდვების ფონზე საეჭვოდ ეჩვენებათ.

  • jacky iakovenko
    schedule 26 ივნ 2025, 00:25
    #4

    არიქა გამოდეთ ლაპორტას სიტყვა ანსაბლეადან

  • Visca barca
    schedule 25 ივნ 2025, 23:26
    #3

    გიულერი იამალს კიარა ტორეს უნდა შეადარონ. არაფრით ნაკლები არაა ტორე გიულერზე

  • Rick Sanchez
    schedule 25 ივნ 2025, 22:41
    #2

    ბენფიკაში წავიდეს ჯობია, განვითარდება და მომავალში მაგარი ფეხბურთელიც შეიძლება დადგეს, იმედია უფლებების პროცენტებს შეინარჩუნებს ბარსა, როგორც ეს ტოდიბოს და სხვა ფეხბურთელების შემთხვევაში მოხდა, მე მჯერა ტორე მაგარი ნახევარმცველი შეიძლება დადგეს. ოღონდ ბარსაში არ არის მაგის დრო და ადგილი.

  • araujo4
    schedule 25 ივნ 2025, 22:33
    #1

    მოგვიგდებენ გროშებს და წაიყვანენ. მალიორკას სად აქვს აბა რამის ტრაკი?