workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სიმონე ინძაგი: ბარსელონას ვიცნობთ

სიმონე ინძაგი: ბარსელონას ვიცნობთ

“ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველ მატჩში “ბარსელონასთან” სტუმრად დაპირისპირების წინ კომენტარი გააკეთა.

“ბარსელონას” ვიცნობთ. ჰანსი ფლიკი შესანიშნავი მწვრთნელია, რომელსაც ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავს შეტევაში, ნახევარდაცვაში, ახალგაზრდა ფეხბურთელები… ისინი უფრო და უფრო მეტი ტიტულისთვის იბრძვიან. მათ დიდ პატივს ვცემ. “ბარსა” დიდებული მეტოქეა.

მატჩისთვის საკმაოდ კარგად ვემზადებით. მოწინააღმდეგე გავაანალიზეთ. ვიცით, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს დავუპირისპირდებით.

ბურთის ფლობას რაც შეიძლება დიდხანს ვეცდებით. ვიცით, რომ მთელი თამაშის განმავლობაში ძალიან კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ.

ლამინ იამალი? მინდა, “ბარსელონას” აკადემია შევაქო. იამალს უნიკალური ნიჭი აქვს.

“ბარსას” ბურთის ფლობის ოსტატები ჰყავს… პედრი, დე იონგი, ფერმინი, ოლმო, გავი. მათ შეტევაში რამდენიმე ვარიანტი აქვთ. ლევანდოვსკი არ იქნება? ტორესი ითამაშებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 03 მაი 2025, 16:50
    #9

    ციტატა: Andrinhooo
    რევანშების წელი გვაქ და თქვენთანაც დაგვიგროვდა ეს დუელი ჩვენი უნდა იყოს


    5 მოგება გვაქვს ბარსელონაში და ერთი ფრე.

  • me da barca
    schedule 30 აპრ 2025, 18:51
    #8

    რა დონის თარსი გუნდია. 2010 ში ვულკანის ამოფრქვევა მოხდა და ავტობუსით წავიდნენ. ახლა ელექტროენერგიი პრობლემაა ესპანეთში.

  • ვისკა ბარსა
    schedule 30 აპრ 2025, 17:19
    #7

    ჩაწვება მთლიანი გუნდი და დაელოდებიან კონტრშეტევას არ იქნებიან თამაშგარეში და გავა გოლი,ეგეთი ტაქტიკით ითამაშებენ ბალდე თუ მზად არაა მარტინეზი ფლანგზე,ცენტრში კუბარსი და არაუხო,მარჯვნივ კუნდე.ჩალხანოგლუს არ უნდა დაარტყმევინინ შორიდან (მასე გაუტენეს 2022ში) ძაან სახიფათოა შორიდან და ჩაწოდებები უყვართ თუ პოზიციური შეტევა უნდათ ისე კონტრშეტევაზე ითამაშებენ და ჩაწოდებებზე მანდ არაუხო კარგი იქნება

  • alwaysculerr
    schedule 30 აპრ 2025, 14:19
    #6

    ციტატა: ეთო
    რუდუგერს 6 თამაშიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, ლა ლიგაზე და თასზე ვრცელდება, ლა ლიგის 5 თამაშს ამ სეზონში გამოტვებს და 1 მომავალში,
    ვასკესს 2 თამაშიანი,
    ბელინგემის წითელი გააუქმესო biggrin.gif


    ოპერაცია გაიკეთა რუდიგერმა მაგ ნაბო*არმა და ისედაც გამოტოვებს.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 30 აპრ 2025, 14:16
    #5

    წყნარად უნდა წააგოთ, ნუ გაგვანერვიულებთ :დდ

  • Andrinhooo
    schedule 30 აპრ 2025, 12:35
    #4

    რევანშების წელი გვაქ და თქვენთანაც დაგვიგროვდა ეს დუელი ჩვენი უნდა იყოს

  • La Pulga10
    schedule 30 აპრ 2025, 12:02
    #3

    მცველის უკან გადაკიდებენ ბურთს და ეგაა. ლაუტარო ჩამოვა ქვემოთ ჩამოიყოლებს მცველებს, ერთი გადაკიდება გაიქცევა და ოფსაიდიც ად იქნება. ძაან საშიშები არიან,მარა მგონია გავღუნავთ მაინც. 2 ბურთიანი უპირატესობა მშვენიერი იქნებოდა.

  • Flying Dutchman
    schedule 30 აპრ 2025, 11:42
    #2

    ორჯერ ჯგუფში ჩაგტოვეთ, ერთხელ თქვენც გვიპასუხეთ, 2010-ც გვახსოვს, ანგარიშის გასწორების დროა)

  • C.PC5
    schedule 30 აპრ 2025, 10:44
    #1

    ნუ ბარსას ვინც შეხვდა ყველამ იცოდა რო რაღაც უნდა მოეფიქრებინათ პრესინგის დასაძლევად და მერე ოფსაიდის მახის ჩასაშლელად, ინტერს მემგონი ამისთვის რამე განსაკუთრებულის მოფიქრება არც ჭირდება, ისედაც კონტერებზეა აწყობილი ეგ გუნდი, პრესინგის დაძლევაც იციან და სწრაფად ამოსვლაც, აი ოფსაიდს რანაირად გათიშავენ საინტერესოა მარა მანდაც რახან ძირითადად ფლანგებია მაგათი ძალა არამგონია დიდი გათვლები დაჭირდეთ, გეგმა ექნებათ ფლანგიდან ჩარბენა და მერე ჩაწოდება საჯარიმოს მისედგომებთან, მანდ თამაშგარეში აღარავინ იქნება და დამრტყმელებიც ბლომად ყავთ, მითუმეტეს რო შეტევებში სულ ერთვებიან ჩვენი განაპირა მცველები, კუნდე კიდე ახერხებს დაცვაში გადმოწყობას სწრაფად მარა მარტინი… ისევ მაგისგან წამოვა მთავარი საფრთხე თუ დააყენა დღეს ფლიკმა. მემგონია რო ინიგოს გადაწევა უკეთესია, კი არაუხოც სანდო არაა მარა სამი მცველით მაინც უფრო დაზღვეული ვიქნებით იმათ კონტრებზე.