workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა 3-2 რეალ მადრიდი | ჰანსი ფლიკის გუნდი კოპა დელ რეის ჩემპიონია!

ბარსელონა 3-2 რეალ მადრიდი | ჰანსი ფლიკის გუნდი კოპა დელ რეის ჩემპიონია!

ბარსელონამ კოპა დელ რეის ფინალში რეალ მადრიდი 3-2 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში მეორე ტიტული მოიგო.

ბარსა პედრის შესანიშნავი გასროლით დაწინაურდა. ამის შემდეგ, კილიან მბაპეს საჯარიმო დარტყმითა და ორელიენ ჩუამენის თავურით, რეალ მადრიდი წინ გავიდა, მაგრამ ფერან ტორესმა ანგარიში გაათანაბრა. საქმე დამატებით დრომდე მივიდა, თუმცა არა პენალტების სერიამდე – დაპირისპირების მიწურულს, 116-ე წუთზე ჟიულ კუნდემ გაისროლა და ბარსელონას მოაგებინა!

ბარსელონა 3-2 რეალ მადრიდი

⚽️ 1-0 | პედრი 28’ (ბარსელონა)

⚽️ 1-1 | მბაპე 70′ (რეალ მადრიდი)

⚽️ 1-2 | ჩუამენი 77’ (რეალ მადრიდი)

⚽️ 2-2 | ტორესი 84’ (ბარსელონა)

⚽️ 3-2 | კუნდე 116′ (ბარსელონა)

შედეგად, ესპანეთის სუპერ თასის ფინალის შემდეგ, რომელშიც “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” 5-2 იმარჯვეს, ბარსელონამ რეალ მადრიდი კოპა დელ რეის ფინალშიც დაამარცხა და, ზოგადად, მადრიდელებს ამ სეზონში მესამედ მოუგო: 4-0, 5-2, 3-2.

ბარსელონა კოპა დელ რეის ისტორიაში 32-ედ დაეუფლა, რაც აბსოლუტური რეკორდია. ამ მხრივ, მეორე ადგილს ბილბაო (24) იკავებს, რეალ მადრიდი კი მესამეზეა (20).

“ბლაუგრანას” მომდევნო მატჩი 30 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ინტერის წინააღმდეგ ელის. მონჟუიკზე გასამართი შეხვედრა სტარტს 23:00 საათზე აიღებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (22)

  • nika 54
    schedule 27 აპრ 2025, 17:38
    #22

    ციტატა: La Pulga10
    ჯუდ ბელინგემი გვირაბში:

    “ყველაფერი მათ სასარგებლოდ არის. ყველა მომენტი, რომელიც 50-50-ზე იყო მათ სასარგებლოდ გადაწყდა!“

    სირცხვილი. წაგების მიღებაც არ შეუძლიათ. 2 აშკარა პენალტი არ დაგვიდეს და რეებს იძახიან. ეს არის ჩაჯმული,ფარჩაკია და წაგებულო კაცის მენტალობა. არ შეფერის "სამეფო" კლუბს ესეთი რაღაცეები.


    რაის სამეფო კლუბი მაგისთანა რეალები 30-ზე მეტია ესპანეთში. ვისაც არ დაეზარა და განცხადება შეიტანა ფედერაციაში სამეფო კლუბზე ყველას მიუწერეს სამეფო. მარტო კატალონიაში და ბასკეთში არ იკადრეს გუნდებმა ამის გაკეთება.

  • no name
    schedule 27 აპრ 2025, 12:57
    #21

    გილოცავთ ყველას, მაგარი თამაში იყო. მიუხედავად 3 არ დადებული პენალტის, უხეშობის და არ გამართლებისა, მაინც მოვუგეთ ხასიათის და კლასის ხარჯზე.