workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ბარსა წინ გაიჭრა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ბარსა წინ გაიჭრა

  ესეც გამოტოვებული მატჩი “ოსასუნასთან”. “ბარსამ” მოიგო და ლა ლიგაში წინ გაიჭრა. მატჩამდე იყო მსჯელობა გაეპროტესტებინათ თუ არა ასე სწრაფად ჩანიშნული შეხვედრა, სანაკრებო პაუზებზე ისედაც იზრდება ტრავმების მაჩვენებელი, მერე კიდევ იქიდან დაბრუნებული რომ ორ დღეში კლუბში ითამაშებ ვერ არის დალაგებული ამბავი, მაგრამ “ბარსამ” მაინც ახლა გადაწყვიტა ამ შეხვედრის ჩატარება და ბევრი წუწუნიც არ ყოფილა. მატჩის წინ ფლიკს ჟურნალისტებმა კითხეს, “რეალი” ამდენს წუწუნებს კალენდარზე და თქვენ რას იტყვითო? ამან კიდევ ამაყად უთხრა, “ჩვენ ბარსელონა ვართო”, და დასვა წერტილი. 

გადაურჩა “ბარსა” ასეთ გრაფიკს? ვერა. დანი ოლმო ემსხვერპლა გადატვირთვას. როგორც ამბობენ 1-2 კვირას გამოტოვებს. დანამდვილებით უკვე მომდევნო დღეს გახდება ცნობილი. ძლივს ფორმა აკრიფა და ისევ უქმობა მოუწევს. ვერ აქვს მაინცდამაინც გამორჩეული სეზონი, არადა, დასაწყისი მართლაც მაგარი ჰქონდა. კაცი იფიქრებდა რომ ძირითადში თამაში გარანტირებული ექნებოდა, ახლა კიდევ სულ სხვა სურათი გვაქვს. 

მარტივად, ლამაზად 

რაფინიამ, არაუხომ და ლევანდოვსკიმ დაისვენეს. ბრაზილიელი საერთოდ არ ყოფილა, არაუხო განაცხადში შეიყვანეს, ლევანდოვსკი მეორე ტაიმში გამოვიდა და თავისი საქმე მშვენივრად გააკეთა. რაფინიასაც მოუთხოვია განაცხადში შეყვანა, მაგრამ ფიზიკურთან ერთად ძლიერი ემოციური სტრესი მიიღო, მთელ არგენტინას დაემუქრა, ჩამოვალთ და ბურთს გადაგახევთ თავზეო, ჩავიდა და იქით გადაახიეს. მთელმა არგენტინამ დასცინა და ისე გაუშვეს სახლში. 

ვერ არის ასეთი ამბის მონელება მარტივი. რა რჯიდა, რა ვიცი.. 

რაფინიასა და ლევანდოვსკის ნაცვლად ფერან ტორესი და დანი ოლმო ვიხილეთ ძირითადში. გავიც მოედანზე იყო და კარგი მატჩი ჰქონდა, საერთოდ, ნახავერდაცვის ცენტრში ყველამ ძალიან კარგად ითამაშა, ფრენკი დე იონგიდან დაწყებული, შეცვლაზე შემოსული ფერმინ ლოპესით დამთავრებული, მაგრამ მთავარი კაცი მაინც პედრი იყო, რომელიც გახდა კიდეც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. პედრი საუკეთესო სეზონს ატარებს “ბარსელონაში” და მისგან კიდევ და კიდევ უფრო მეტს უნდა ველოდოთ. 

განაცხადში იყო, მაგრამ დრო არ მისცეს ანსუ ფატის, ფლიკი დიდხანს ცდილობდა მის მოტივირებას, როგორც იწერებოდა განსაკუთრებული მეთოდოლიგიაც კი შეიმუშავა მისთვის, მაგრამ როგორც ჩანს არაფერი გამოუვიდა. ეს ბიჭი მგონი საბოლოოდ გატყდა. იმაზე მეტად, ვიდრე ბოიან კრკიჩი. ჩაიქნია ხელი და ამოქნევას აღარ აპირებს. 

ლამინე იამალი კი ისევ დაფრინავს! 

ტორესმა გაიხარა

პირველი გოლი ფერან ტორესმა შეაგდო, კომბინაციის სულის ჩამდგმელი ფრენკი დე იონგი იყო, რომელმაც ნახევარდაცვის ზონა სწორი და ამავე დროს ლამაზი მოქმედებით გაჭრა, შეტევა სწორად წარმართა და ფერან ტორესის გოლიც ვიხილეთ. დასწრებაზე კარგად ითამაშა. მასზეც შეიძლება ითქვას რომ კარგი სეზონი აქვს, როგორც სათადარიგო ფეხბურთელს. ლარსონამდე ბევრი უკლია, მაგრამ როცა თამაშობს, რაღაც გამოსდის კიდეც.. ხანდახან. 

მეორე გოლი მალევე გავიდა, “ოსასუნას” კარში პენალტი დაინიშნა, დანი ოლმომ ვერ გამოიყენა, თითქოს კარგად დაარტყა, მაგრამ მეკარემ აჯობა, მსაჯმა კი გაამეორებინა, არა მეკარის ხაზის, არამედ მცველის სულსწრაფობის გამო, ნაადრევად შეიჭრა საჯარიმოში. ისევ ოლმო მივიდა, ამჯერად შეაგდო, იგივე კუთხეში დაარტყა, გაიტანა, ტრავმა მიიღო და გავიდა. კარგია რომ გატანა მაინც მოასწრო. სტატისტიკაში ჩაეწერება. ვინ იცის, იქნებ სეზონის ბოლოს ბონუსებსაც გამოკრას ხელი. 

“ბარსა” მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა, ლამინე და პედრი შოუს ელემენტებსაც გვთავაზობდნენ. ისიც გასახარი ამბავია, რომ აშკარად ეტყობოდათ, ძალების დაზოგვით თამაშობდნენ. ასე კიდევ დიდი გუნდები იგებენ თამაშებს. წერტილი რობერტ ლევანდოვსკი დასვა, შეცვლაზე შემოსვლიდან მალევე შეაგდო თავისი გოლი, ლამაზი გოლი, გადასარევი კონტრშეტევის შედეგად, სულ რაღაც სამსვლიანი კომბინაცია გამოდგა საკმარისი – გავი, ფერმინი, ლევანდოვსკი – 3:0. 

წინ ნახევარფინალია

“ბარსა” “რეალს” სამი ქულით უსწრებს, “ატლეტიკო” კი გვარიანად ჩამორჩა, მათთან სხვაობა უკვე შვიდი ქულაა. ბევრი არც არაფერია დარჩენილი. როგორც ჩანს, “ბარსა” – “რეალს” შორის უნდა გაირკვეს ჩემპიონის ბედი. 

2025 წელს “ბარსა” ჯერ არ დამარცხებულა. გუნდს ბრწყინვალე სერია აქვს. მომდევნო მატჩი “ჟირონასთან” ჩაინიშნა, აი, მერე კიდევ დიდი მატჩის ჯერია, ისევ “ატლეტიკო”, ისევ მადრიდში, ამჯერად კოპას ნახევარფინალში. მაგარი მატჩი გველის. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • MESSI 2017
    schedule 28 მარ 2025, 17:19
    #12

    ციტატა: lesane C

    ციტატა: MESSI 2017

    ციტატა: lesane C

    ციტატა: MESSI 2017
    მე იმას ვერ ვხდები პაუ ვიწტორი როგორ იღებს ფატიზე მეტ დროს რაც მაგ <<ცენზურის დარღვევა>> გუშინ მომენტები აფუჭა მაგათგან ფატი 1ს მაინც გაიტანდა


    ფატის შეიძლება არც შექმნოდა ეგ მომენტები, ფაქტია რო ან არ ვარჯიშობს ფატი საკმარისად ან რაღაცას არასწორად აკეთებს და იმიტო არ ეძლევა დრო, პაუ ვიქტორი კიდე არაა ცუდი ბიჭი ჩემი აზრით, მომენტებს არანაკლებს აფუჭებენ ლევანაც და სხვებიც


    ვარჯიშიატ ვარჯიშობს თვითონ ფლიკი აქებდა ცოტა ხნისწინ ვარჯშის მერეც რჩებოდა და ლევანდოვსკთან ერთად ვარჯიოსბდა ან რა არ შეექმნებოდა კაი რა საზიზღარია პაუ ვიქტროი ამდნეი ხანი გავიდა და ელემენტარული კარის დარტყმა არ იცის ეგეთ ფეხბურთელებს დრო ა რუნდა მიეცეთ თუ ფატი დროს ვერ მიიღებს რა აზრი აქ როცა ფეხბყრთელი ვარჯიოსბს და ინდომება უნდა ათამაშო მთელი თებერვალი და მარტი აქო კაცი და მერე 1 შანსი არ მიცე არ ვიცი რა სხვა რამეშია საქმე შეიძლება იმ ნაბიჭვარს აქ ნათქვამი რო არ ათამაშოს


    რავი მე ეგეთი სულელი არ მგონია ფლიკი რო კაცი ფორმაში იყოს და არ ათამაშოს, რაში უნდა აწყობდეს ფლიკს?


    ფორმაში არ არის მარა ფაქტი ისაა რო ხელმძღვანელობას გაშვება უნდა რომც ათამაშდეს მაშინაც ფლიკს არასდროს არავინ აჯთვალწუნებია შანსს რომ იმსახურებს ფაქტია კლუბის 10 ნომერია ბოლობოლო ელემენტარული ბოლო შანსს იმსახურებს შეიძლება მალე კიცეს შანსი შემდეგ თამაშში განაცხადში თუ და რუნდება წესით მალე იქნება ეგ

  • lesane C
    schedule 28 მარ 2025, 16:27
    #11

    ციტატა: MESSI 2017

    ციტატა: lesane C

    ციტატა: MESSI 2017
    მე იმას ვერ ვხდები პაუ ვიწტორი როგორ იღებს ფატიზე მეტ დროს რაც მაგ <<ცენზურის დარღვევა>> გუშინ მომენტები აფუჭა მაგათგან ფატი 1ს მაინც გაიტანდა


    ფატის შეიძლება არც შექმნოდა ეგ მომენტები, ფაქტია რო ან არ ვარჯიშობს ფატი საკმარისად ან რაღაცას არასწორად აკეთებს და იმიტო არ ეძლევა დრო, პაუ ვიქტორი კიდე არაა ცუდი ბიჭი ჩემი აზრით, მომენტებს არანაკლებს აფუჭებენ ლევანაც და სხვებიც


    ვარჯიშიატ ვარჯიშობს თვითონ ფლიკი აქებდა ცოტა ხნისწინ ვარჯშის მერეც რჩებოდა და ლევანდოვსკთან ერთად ვარჯიოსბდა ან რა არ შეექმნებოდა კაი რა საზიზღარია პაუ ვიქტროი ამდნეი ხანი გავიდა და ელემენტარული კარის დარტყმა არ იცის ეგეთ ფეხბურთელებს დრო ა რუნდა მიეცეთ თუ ფატი დროს ვერ მიიღებს რა აზრი აქ როცა ფეხბყრთელი ვარჯიოსბს და ინდომება უნდა ათამაშო მთელი თებერვალი და მარტი აქო კაცი და მერე 1 შანსი არ მიცე არ ვიცი რა სხვა რამეშია საქმე შეიძლება იმ ნაბიჭვარს აქ ნათქვამი რო არ ათამაშოს


    რავი მე ეგეთი სულელი არ მგონია ფლიკი რო კაცი ფორმაში იყოს და არ ათამაშოს, რაში უნდა აწყობდეს ფლიკს?

  • MESSI 2017
    schedule 28 მარ 2025, 14:30
    #10

    ციტატა: lesane C

    ციტატა: MESSI 2017
    მე იმას ვერ ვხდები პაუ ვიწტორი როგორ იღებს ფატიზე მეტ დროს რაც მაგ <<ცენზურის დარღვევა>> გუშინ მომენტები აფუჭა მაგათგან ფატი 1ს მაინც გაიტანდა


    ფატის შეიძლება არც შექმნოდა ეგ მომენტები, ფაქტია რო ან არ ვარჯიშობს ფატი საკმარისად ან რაღაცას არასწორად აკეთებს და იმიტო არ ეძლევა დრო, პაუ ვიქტორი კიდე არაა ცუდი ბიჭი ჩემი აზრით, მომენტებს არანაკლებს აფუჭებენ ლევანაც და სხვებიც


    ვარჯიშიატ ვარჯიშობს თვითონ ფლიკი აქებდა ცოტა ხნისწინ ვარჯშის მერეც რჩებოდა და ლევანდოვსკთან ერთად ვარჯიოსბდა ან რა არ შეექმნებოდა კაი რა საზიზღარია პაუ ვიქტროი ამდნეი ხანი გავიდა და ელემენტარული კარის დარტყმა არ იცის ეგეთ ფეხბურთელებს დრო ა რუნდა მიეცეთ თუ ფატი დროს ვერ მიიღებს რა აზრი აქ როცა ფეხბყრთელი ვარჯიოსბს და ინდომება უნდა ათამაშო მთელი თებერვალი და მარტი აქო კაცი და მერე 1 შანსი არ მიცე არ ვიცი რა სხვა რამეშია საქმე შეიძლება იმ ნაბიჭვარს აქ ნათქვამი რო არ ათამაშოს

  • nika 54
    schedule 28 მარ 2025, 13:55
    #9

    რაც მთავარია მეორე ტაიმში მოწინააღმდეგე ცოტა რო გამოცოცხლდა და ის 72-28 ფლობა 6%-ით დაგვიწიეს ცოტა შემეშინდა კიდევ არ გავიმეოროთ თქო ის ძველი შეცდომები, მაგრამ მერე ისეთი პრესინგი დასცხეს ვერ გავიგე საიდან მოვიდა ამდენი ენერგია, და შედეგიც დაჯდა. ეგ კი არა ბოლო წუთზე კიდევ წინ ჩალიჩობდნენ თითქოს 3-0 არ იყო საკმარისი. და ძალიან კარგიც, საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო ნათქვამია.

  • MaestroXavi
    schedule 28 მარ 2025, 11:53
    #8

    ციტატა: CHEPE

    ციტატა: MaestroXavi
    ახლა შემხვდა ნეიმარის ვიდეო რივერის 5 მოთამაშეს რომ გაცდა… სად მიდიოდა რაა ეგ შობელძაღლი რა მაგარი იყო
    მესის მერე ღვთისგან ეგრე დაჯილდოებული ფეხბურთელი არ მინახავს, სამწუხაროა..


    იამალია ეგეთი და იმედია არაუფრიტინდება თავში და თავის კვალს დატოვებს არც არავინ ყავს რომ ჩრდილში მოეგცეს ვინმესთან


    ვნახოთ, დიდი იმედი მაქვს მეც

  • CHEPE
    schedule 28 მარ 2025, 11:33
    #7

    ციტატა: MaestroXavi
    ახლა შემხვდა ნეიმარის ვიდეო რივერის 5 მოთამაშეს რომ გაცდა… სად მიდიოდა რაა ეგ შობელძაღლი რა მაგარი იყო
    მესის მერე ღვთისგან ეგრე დაჯილდოებული ფეხბურთელი არ მინახავს, სამწუხაროა..


    იამალია ეგეთი და იმედია არაუფრიტინდება თავში და თავის კვალს დატოვებს არც არავინ ყავს რომ ჩრდილში მოეგცეს ვინმესთან

  • MaestroXavi
    schedule 28 მარ 2025, 10:40
    #6

    ახლა შემხვდა ნეიმარის ვიდეო რივერის 5 მოთამაშეს რომ გაცდა… სად მიდიოდა რაა ეგ შობელძაღლი რა მაგარი იყო
    მესის მერე ღვთისგან ეგრე დაჯილდოებული ფეხბურთელი არ მინახავს, სამწუხაროა..

  • Flying Dutchman
    schedule 28 მარ 2025, 10:07
    #5

    ყველაფერი კარგი, მაგრამ ოლმოს ტრავმიანობა ხაზგასასმელია, ფრენკის მომატებული აქვს

  • lesane C
    schedule 28 მარ 2025, 09:50
    #4

    ციტატა: MESSI 2017
    მე იმას ვერ ვხდები პაუ ვიწტორი როგორ იღებს ფატიზე მეტ დროს რაც მაგ <<ცენზურის დარღვევა>> გუშინ მომენტები აფუჭა მაგათგან ფატი 1ს მაინც გაიტანდა


    ფატის შეიძლება არც შექმნოდა ეგ მომენტები, ფაქტია რო ან არ ვარჯიშობს ფატი საკმარისად ან რაღაცას არასწორად აკეთებს და იმიტო არ ეძლევა დრო, პაუ ვიქტორი კიდე არაა ცუდი ბიჭი ჩემი აზრით, მომენტებს არანაკლებს აფუჭებენ ლევანაც და სხვებიც

  • MESSI 2017
    schedule 28 მარ 2025, 08:55
    #3

    მე იმას ვერ ვხდები პაუ ვიწტორი როგორ იღებს ფატიზე მეტ დროს რაც მაგ <<ცენზურის დარღვევა>> გუშინ მომენტები აფუჭა მაგათგან ფატი 1ს მაინც გაიტანდა

  • ChuxrELia
    schedule 28 მარ 2025, 08:45
    #2

    აპრილი უნდა გავწუროთ და ტრიპლეტი ჩვენია 😎

  • Rick Sanchez
    schedule 28 მარ 2025, 08:43
    #1

    ჟირონა შარშანდელის ნახევარიც არაა, მოსაჭიმია კაი ანგარიშით, მერე ატლეტიკოს უნდა მიხედონ.