ცოტა ხნის წინ დასრულდა ერთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩები და, შედეგად, ნახევარფინალისტები გაირკვა.
ესპანეთი 3-3 ნიდერლანდები (5-5) | პენ.: 5-4
ყველაზე დრამატული ბრძოლა მესტალიაზე ვიხილეთ: როტერდამში დაფიქსირებული 2-2-ის შემდეგ, ესპანეთი და ნიდერლანდები ერთმანეთს ვალენსიაში დაუპირისპირდნენ. დღევანდელი შეხვედრის ძირითადი დროც 2-2 დასრულდა, დამატებით ტაიმებში კი გუნდებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს და 120 წუთის შემდეგ 3-3 დაფიქსირდა, ხოლო ორი მატჩის ჯამში – 5-5. შესაბამისად, პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც ასევე ძალიან დრამატული გამოდგა – “ფურია როხამ” რონალდ კუმანის შეგირდები 5-4 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ დამატებით დროში, 103-ე წუთზე ლამინ იამალმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა. პენალტების სერიაში 17 წლის ფეხბურთელმა ვერ შეაგდო, სამაგიეროდ, ფერან ტორესმა თავისი დარტყმა გამოიყენა, გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი კი პედრი გონსალესმა შეასრულა და ლუის დე ლა ფუენტეს გუნდს მოაგებინა. დღევანდელ მატჩში ითამაშა დანი ოლმომაც, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო. ამასთან, ნიდერლანდელთა რიგებში მოედანზე 105 წუთი გაატარა ფრენკი დე იონგმა.
გოლები ⤵️
⚽ 1-0 | ოიარსაბალი (8′) (პენალტი)
⚽ 1-1 | დეპაი (54′) (პენალტი)
⚽ 2-1 | ოიარსაბალი (67′)
⚽ 2-2 | მაატსენი (79′)
⚽ 3-2 | იამალი (103′)
⚽ 3-3 | სიმონსი (109′)
პენალტების სერია ⤵️
⚽ 0-1 | ვან დაიკი
⚽ 1-1 | მერინო
⚽ 1-2 | კოოპმაინერსი
⚽ 2-2 | ტორესი
⚽ 2-3 | სიმონსი
⚽ 3-3 | ალეიშ გარსია
❌ ლანგი
❌ იამალი
⚽ 3-4 | ტეილორი
⚽ 4-3 | ბაენა
❌ მალენი
⚽ 5-4 | პედრი
ამით ისიც ცნობილი გახდა, რომ ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბულგარეთთან და თურქეთთან ერთად, საქართველოს ერთ-ერთი მეტოქე იქნება.
საფრანგეთი 2-0 ხორვატია | 2-2 (პენ.: 5-4)
ნახევარფინალში გავიდა ჟიულ კუნდეს საფრანგეთიც. ხორვატიაში 2-ბურთიანი სხვაობით წაგების მიუხედავად, “მამლებმა” პარიზში დააქამბექეს. დიდიე დეშამის შეგირდებმა ზლატკო დალიჩის გუნდი ზუსტად იდენტური ანგარიშით, 2-0 დაამარცხეს. დამატებით ტაიმებში გოლი არ გასულა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელშიც ფრანგები ხორვატებზე ძლიერები აღმოჩნდნენ.
გოლები ⤵️
⚽ 1-0 | ოლისე (52′)
⚽ 2-0 | დემბელე (80′)
პენალტების სერია ⤵️
❌ ბატურინა
⚽ 1-0 | მბაპე
⚽ 1-1 | მორო
⚽2-1 | ჩუამენი
❌ ივანოვიჩი
❌ კუნდე
⚽ 2-2 | პაშალიჩი
⚽ 3-2 | კოლო მუანი
⚽ 3-3 | იაკიჩი
❌ ტ. ერნანდესი
⚽ 3-4 | ჩალეტა-ცარი
⚽ 4-4 | დუე
❌ სტანიშიჩი
⚽ 5-4 | უპამეკანო
სხვა მატჩები
დრამატიზმი არ აკლდა გერმანიისა და იტალიის დაპირისპირებასაც. 3 დღის წინ, მილანში გამართული მატჩი იულიან ნაგელსმანის გუნდმა 2-1 მოიგო, დღევანდელი ჯახი კი 3-3 დასრულდა. იოზუა კიმიხის, ჯამალ მუსიალასა და ტიმ კლაინდინსტის გოლებით გერმანია პირველივე ტაიმში 3-0-ს იგებდა, მეორე ნახევარში კი მოიზე კინმა მეტოქეს 2 გოლი გაუტანა, მაგრამ იტალიას მისი დუბლი არ ეყო და გავარდა.
საფრანგეთის მსგავსად, დააქამბექა პორტუგალიამაც. რობერტო მარტინესის გუნდმა კოპენჰაგენში 0-1 წააგო, ლისაბონში კი მეტოქე 5-2 დაამარცხა. ჟოზე ალვალადეზე გამართული მატჩის ძირითადი დრო 3-2 დასრულდა, დამატებით ტაიმებში კი პორტუგალიამ კიდევ 2 გოლი გაიტანა.
1/2-ფინალები
1/2-ფინალში ესპანეთი საფრანგეთს დაუპირისპირდება, გერმანია კი – პორტუგალიას. ეს მატჩები მაისში გაიმართება.
გოლი მართლა კარგი გამოვიდა, მაგრამ ვაღიაროთ რომ არც პირველ თამაშში და არც განმეორებითში იამალს თავისი შესაძლებლობის ნახევარიც კი არ უჩვენებია. რის გამო იყო ეს ყველაფერი ჩვენზე კარგად ფლიკმა იცის და მიხედავს კიდეც დრო თუ ექნება ოსასუნასთან თამაშამდე. აი ნიკოს კი ორივე თამაში კარგად გამოუვიდა და ეს რო მოვიყვანოთ მშვენიერი თავდასხმა გვეყოლება ცენტრალური თავდამხხმელიც რო დაგვამატებინა, ლევანდოვსკის ჩასანაცვლებლად თუნდაც ნელ-ნელა სეზონის განმავლობაში.
მერე ფიზმომზადების მწვრთნელებს ძინავთ თუ 24 საათი ფაფას ჭამენ???
იამალი პენალტებზე არ ვარჯიშობს რა საზიზღარი დარტყმა იყო უვარჯიშებლობა ეტყობოდა და არა იმ მომენტში ვერ გამოყენება
მადლობა ✊
აუ რამდენი იწვალა ავტორმა, გაიხარე ძმაო.
ფერან ტორესი კი იტანს ხოლმე გოლებს და ერთი შეხედვით კარგად შემოდის ხოლმე ცვლილებებზე, მაგრამ მაინც ლევანდოვსკია ჩემ თვალში 🙂 რა პასი არ მიცა იამალს ტიპმა, უშველებელი სივრცე ქონდა ირგვლივ ბავშვს და იდეალურ სიტუაციაში იჩითებოდა…