workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:55

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
3 - 0
ასტონ ვილა ლოგო

ასტონ ვილა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
იამალი 7'sports_soccer რაფინია 52'sports_soccer რაფინია 64'sports_soccer
“ბაიერნს ბარსელონა ვამჯობინე” | ნეიმარი გვარდიოლასთან გასაუბრებას იხსენებს

“ბაიერნს ბარსელონა ვამჯობინე” | ნეიმარი გვარდიოლასთან გასაუბრებას იხსენებს

სანტოსის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ნეიმარმა გაიხსენა პერიოდი, როცა კინაღამ ბაიერნში აღმოჩნდა.

“პეპ გვარდიოლას გამო ბაიერნში გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი. პუშკაშის ჯილდოს მოგების შემდეგ, მამაჩემმა ღამის 2 საათზე დამირეკა. ვუპასუხე და მითხრა, რომ კარი გამეღო. მხოლოდ შორტები მეცვა, წინ კი მამაჩემი, პეპ გვარდიოლა და თარჯიმანი დამხვდნენ.

გვარდიოლამ მითხრა: “მსურს, იმ კლუბში გადმოხვიდე, რომელშიც მე წავალ. მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად გაქცევ.” ფურცელი მაჩვენა, ლეპტოპი გახსნა და მაჩვენებდა, სად ვითამაშებდი… პეპმა ასევე მითხრა: “თუ სეზონში 60 გოლს ვერ გაიტან, სახელს შევიცვლი.”

ვამბობდი: “კარგი, მაგრამ რომელ გუნდში?” პეპი კი მპასუხობდა: “ჯერ ვერ გეტყვი, რადგან ამის შესახებ ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.” საბოლოოდ, ის დავარწმუნე და მითხრა, რომ ბაიერნს ჩაიბარებდა – ასევე, დასძინა: “ვიცი, რომ მიუნხენი ცივი ქალაქია, მაგრამ შენზე ვიზრუნებ.”

საბოლოოდ, ბარსელონა ავირჩიე,” — ნეიმარი.

ნეიმარი ბარსელონაში 2013 წელს გადავიდა და 2017 წლამდე დარჩა. ბოლო დღეებში ჟუნიორის კატალონიურ გრანდში დაბრუნებაზე საუბრები კვლავ გააქტიურდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 02 მარ 2025, 16:07

    აირჩიე თორე თავი დადე რა ბარსასთვის ბოლომდე. ორი კაპიკის გულისთვის გაიქეცი აწყობილი გუნდიდან, იმიტომ რო მესის ჩრდილში დარჩი თურმე.

  • Messiah
    schedule 01 მარ 2025, 19:36

    დებილია ეს . და მერე პსჟში გადავიდა. მაგას ბაიერნში გადასულიყავი ჯობდა

  • me da barca
    schedule 01 მარ 2025, 00:27

    და ბოლოს ორივეს უუუდიდესი ტრადიციების მქონე პსჟ ამჯობინე.
    ისე ეს თუ სიმართალეა, არც პეპის საქციელია მისაღები, მაშინ როცა ყოველ ჯერზე ამბობ, რომ ბარსა შენი სახლია. აცარიელებ გუნდს სადაც აიდგი ფეხი, რომელმაც ყველაფერი მოგცა და მიგყავს დროებით გუნდში, იმიტომ რომ შენ სახელის მოხვეჭაში დაგეხმაროს.

  • kuko
    schedule 01 მარ 2025, 00:19

    აუ ამის კონფლიქტები მწვრთნელთან უკვე წარმოვიდგინე ეს აწი ფორმას ვეღარ აღიდგენს რაც დრო გავა უფრო განელდება და გაზულუქდება ახალგაზრდა პერსპექტიული გვინდა ვინმე რო რაც შეიძლება მალე შეეწყოს გუნდს

  • ggiiorgi
    schedule 28 თებ 2025, 19:32

    მარკეტინგის კუთხით ცუდი არ იქნება ამის დაბრუნება, თან რაც არ უნდა იყოს კლასი და გამოცდილება დიდი აქვს, ხელფასს ბევრს არ მოითხოვს, ასევე სასტარტოსაც ვერ ან არ მოითხოვს და იყოს და გაუზიაროს გამოცდილება ახალგაზრდებს. ფატის აღარ ჯობია?

  • alwaysculerr
    schedule 28 თებ 2025, 19:28

    ციტატა: Lasha Mamuladze
    აუუ იმედია ამ ფარჩაკს არ მოიყვანენ…რა დროს ეს არი ფულის მონაა და მესის ჩრდილი იყო და დარჩა წარსულს მორჩააა….იმედია არ დააბრუნებენ მაგრად გამიტყდებაა, ეს იგივე იქნება კაცმა თავისი გადაფურთხებული რომ ალოკოს..გაააააააჯჯჯვას რაა….


    რეალმა რაც ჩაყლაპა მბაპეზე ეს მაგასთან შედარებით არაფერია, ჩვენ რეკორდული თანხა მაინც მივიღეთ ამის ტრანსფერში. ( ნუ როგორ გამოვიყენეთ ეგ უკვე სხვა თემაა)

  • Lasha Mamuladze
    schedule 28 თებ 2025, 18:38

    აუუ იმედია ამ ფარჩაკს არ მოიყვანენ…რა დროს ეს არი ფულის მონაა და მესის ჩრდილი იყო და დარჩა წარსულს მორჩააა….იმედია არ დააბრუნებენ მაგრად გამიტყდებაა, ეს იგივე იქნება კაცმა თავისი გადაფურთხებული რომ ალოკოს..გაააააააჯჯჯვას რაა….

  • Rick Sanchez
    schedule 28 თებ 2025, 18:16

    ნეიმარი გუარდიოლას მწვრთნელობის ქვეშ მართლა მოიგებდა ოქროს ბურთს.