workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
ბარსელონას აკადემიის ძალა – რატომ იყო ლა მასია წლების განმავლობაში იგნორირებული

ბარსელონას აკადემიის ძალა – რატომ იყო ლა მასია წლების განმავლობაში იგნორირებული

კატალონიური სიტყვა “მასია” ქართულად ითარგმნება, როგორც სახლი ფერმაში (ინგლისურად farmhouse), რაც “ლა მასიას” საკმაოდ ზუსტი განსაზღვრებაა.

უფრო ზუსტი, ყოვლისმომცველი განმარტება იქნება სოფლის სახლი, რომელიც სახასიათოა აღმოსავლეთ ესპანეთისთვის, მათ შორის კატალონიისთვის. გვიან 1950-იანებში, როდესაც “კამპ ნოუ” შენდებოდა, არქიტექტორებმა ახლომდებარე ტრადიციული, ძველი ქოხი მოსახერხებელ სამუშაო სირვცედ გადააქციეს.

ეს კოტეჯი 1702 წელს აშენდა. როდესაც სტადიონის მშენებლობა დასრულდა, “ბარსელონამ” თავისი ოფისი აქ გადაიტანა. 1979 წელს კი “ბარსას” ახალგაზრდული აკადემიის, “ლა მასიას” სახლად აქცია.

ახალგაზრდები, რომლებიც აკადემიაში შორიდან დადიოდნენ და ოჯახი ახლოს არ ჰყავდათ, აქ რჩებოდნენ. სწორედ აქ ცხოვრობდნენ პეპ გვარდიოლა, კარლეს პუიოლი, ანდრეს ინიესტა, ვიქტორ ვალდესი. ლა მასიას აღზრდილი სხვა ლეგენდები, მაგალითად ლეო მესი და ჩავი ერნანდესი ღამეს აქ არ ათევდნენ (ყოველდღე სკოლის შემდეგ აკადემიაში სადილისთვის მიდიოდნენ, შემდეგ კი სახლში ბრუნდებოდნენ).

2011 წელს “ბარსელონამ” აკადემია ქალაქის განაპირა მხარეს ახალ შენობაში გადაიტანა. ახლა ის ჟოან გამპერის სახელობის სპორტული კომპლექსის, “სიუტატ ესპორტივას” ნაწილია, მაგრამ მას ყველა ისევ “ლა მასიას” ეძახის. 

ლამინ იამალი და პაუ კუბარსი სწორედ აქ ცხოვრობენ და მათი ოთახები სავარჯიშო სივრციდან სულ რაღაც 10 წუთის სავალზეა. პაუ და ლამინი ბოლო წლებში “ლა მასიას” მთავარი პროდუქტები არიან.

კუბარსის დებიუტი ლა ლიგაში იანვარში შედგა, რამდენიმე დღით ადრე, სანამ 17 წლის გახდებოდა. იამალმა კი პირველი თამაში საერთოდ 15 წლის ასაკში ჩაატარა. გასული სეზონიდან მოყოლებული კი ძირითადი შემადგენლობის წევრია. მას შემდეგ ლამინი Adidas-ის ერთ-ერთი სახეც გახდა. ბევრი მას მესის შემდეგ ყველაზე ნიჭიერ “ლა მასიელად” მიიჩნევს.

CIES Football Observatory-ის ბოლო მოხსენების მიხედვით, “ბარსელონა” ყველაზე მეტ 20-წლამდელ ფეხბურთელს იყენებს (პირველი გუნდის შემადგენლობის 15%).

იამალი და კუბარსი მთავარი ვარსკვლავები არიან, თუმცა სხვებიც არ უნდა დავივიწყოთ, როგორებიცაა ექტორ ფორტი, მარკ ბერნალი, მარკ გიუ. მომდევნო სეზონებში კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდის დაწინაურებას უნდა ველოდოთ.

“ლა მასიას” ტალანტების გამოჩენაში დიდი წვლილი ჩავი ერნანდესს მიუძღვის, რომელმაც ფინანსური კრიზისის პირობებში ფსონი ახალგაზრდებზე დადო და 2021 წლის შემდეგ შანსი 16 “ლა მასიელს” მისცა. ჩავი მათ უშიშრებად ახასიათებდა და ამბობდა, რომ მისი თაობისგან სწორედ ეს გამოარჩევდათ.

ისტორიული დღე – 2012 წლის 25 ნოემბერს “ლევანტესთან” მატჩში ტიტო ვილანოვას გუნდიდან მოედანზე 11-ვე მოთამაშე ლა მასიას აღზრდილი იყო

ახლო წარსულში არსებული არასწორი მენეჯმენტის, კორუფციული სკანდალებისა და ფინანსური გასაჭირის პირობებში კლუბის მთავარი ქონება “ლა მასია” იყო, რასაც მაშინ ყველა ვერ აანალიზებდა. ამას ახლა უფრო ამჩნევენ. “ბარსას” აკადემიის ყოფილი დირექტორი, აურელი ალტიმირა ამას ფინანსებს უკავშირებს:

მთავარი მიზეზი, რის გამოც “ლა მასიამ” ბოლო წლებში ისევ გაიბრწყინა, კლუბის ფინანსური მდგომარეობაა.

“ბარსას” უმაღლესი წყაროები, რომლებიც The Athletic-თან ანონიმურად საუბარს არჩევენ, გუნდის ძველი წარმატების დაბრუნების გასაღებს სწორედ აკადემიაში ხედავენ, ამასთან ისინიც აღიარებენ, რომ ფინანსური კრიზისი ერთ-ერთი ფაქტორია, რატომაც “ლა მასიას” ყურადღება ისევ მიექცა.

“ბარსელონას” ისტორიამ ბევრჯერ გამოაჩინა, რომ “ლა მასია” გუნდისთვის შესაფერისი ფეხბურთელების შექმნის ყველაზე სწრაფი და უსაფრთხო გზაა, და ეს ზოგჯერ ავიწყდებათ.

 ჩვენი ფინანსური მდგომარეობისა და იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად კარგია ეს თაობა, მათ მაქსიმალურად უნდა გავურთხილდეთ.

 – უყვებიან ისინი The Athletic-ს.

ყველაფერი შერჩევით იწყება

ალტიმირა, რომელიც “ლა მასიას” 2014-21 წლებში ჟორდი როურასთან ერთად ხელმძღვანელობდა, ყვება, რომ ახალგაზრდა ტალანტის შერჩევა და რაც შეიძლება მალე აკადემიაში მოყვანა, უმთავრესი საკითხია, რათა მასთან “ბარსას” მეთოდოლოგიით მუშაობა დაიწყოს.

“ბარსელონას” აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე მისი სკაუტებია. ისინი ტრადიციულად კატალონიის რეგიონიდან ძალიან ბევრ მოთამაშეს იმატებენ, თუმცა ცხადია კატალონიით არ შემოიფარგლებიან. მაგალითად, გავი და ფერმინ ლოპესი “ლა მასიას” “რეალ ბეტისიდან” შეუერთდნენ.

ალტიმირას თქმით, ახლა თითქმის ყველა ტრანსფერი აგენტის მეშვეობით ხორციელდება. “ბარსა” უკავშირდება ფეხბურთელის წარმომადგენლებს და ოჯახის წევრებს, რათა მისი გარემოცვა გაიცნოს.

“ლა მასიას” წყაროების თქმით, “ბარსელონა” ახალგაზრდებისთვის ფულს არასდროს იშურებს. ისინი მოლაპარაკებებისას ხაზს უსვამენ კლუბის საგანმანათლებლო მხარეს და ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოს. 

აქ ახალგაზრდები უამრავი კატალონიელი ბავშვის ოცნებით ცხოვრობენ. ისინი რჩეულები არიან. როდესაც “ბარსას” რომელიმე ადგილობრივ გუნდს სტუმრობს, ქალაქში ამის გამოტოვება არავის სურს.  

ახალგაზრდებს “ლა მასიას” წლებში დიდი ზეწოლის გადატანა უწევთ. აკადემიას თავისი ფსიქოლოგები ჰყავს, რომლებიც ბავშვებს რთული სიტუაციების დაძლევაში ეხმარებიან, როგორებიცაა ახალ გუნდში გადასვლა, ცუდ და კარგ ეპიზოდებში მოქცევა.

ისინი, ვინც დიდხანს რჩებიან და რამდენიმე ასაკობრივ ჯგუფს გადიან, მენტალურად ძლიერები არიან. მათ იციან, რა რთულია ეს და ესმით გუნდის იდეა.

 – ამბობს ალტიმირა.

“ბარსელონას” “ესპანიოლთან” ახალგაზრდულ დონეზეც დაძაბული მეტოქეობა აქვს. ხშირად ტიტულების მფლობელი სწორედ ამ ორ გუნდს შორის დაპირისპირებაში ირკვევა. 

ახალგაზრდულ დონეზე კონკურენტუნარიანობა “ლა მასიას” ფეხბურთელების მენტალიტეტს აყალიბებს. როგორც ალტიმირა ამბობს, მიდგომა ზუსტად ისეთია, როგორიც პირველი გუნდის მოთამაშეებთან. 

განსხვავებულს მეთოდს იყენებს “რეალ მადრიდის” აკადემია. “ლა ფაბრიკას” აქცენტს ახალგაზრდების მრავალმხრივობაზე, ამტანობასა და ტაქტიკურ განსწავლულობაზე აკეთებს. მათი მიზანი ბავშვების პროფესიონალ ფეხბურთელებად ჩამოყალიბებაა, თუმცა ხშირად ისინი ამ დონეს “ბლანკოსის” მიღმა აღწევენ.

2023 წლის ნოემბერში სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრის, CIES-ის, მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, “რეალ მადრიდს” ევროპის ტოპ 5 ლიგაში ყველაზე მეტი, 44, აქტიური ფეხბურთელი ჰყავს აღზრდილი. აკადემიის სახელი La Fabrica მის ეფექტიანობას ზუსტად გამოხატავს.

1980-იან წლებში “რეალ მადრიდის” პირველ გუნდში ბევრი აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი გამოჩნდა, თუმცა ეს წარსულში დარჩა. ახალ ძირითადი მეთოდი “ლა ფაბრიკას” მოთამაშეების გაშვება და მომავალში მათი დაბრუნებაა, როგორიცაა მაგალითად დანი კარვახალის შემთხვევა.

“ბარსელონაში” პირიქითაა, ფანებს სურთ, “ლა მასიელები” პირველ გუნდში დაწინაურებულები იხილონ და ხელმძღვანელების მიმართ მუდმივი მოლოდინია, რომ ახალგაზრდებს შანსი მიეცემათ.

2012 წლის 25 ნოემბერი “ბარსელონასა” და აკადემას შორის ამ კავშირის პიკს წარმოადგენდა, როცა მოედანზე ერთდროულად “ლა მასიას” აღზრდილი 11 მოთამაშე იმყოფებოდა: ვიქტორ ვალდესი, მარტინ მონტოია (მე-15 წუთზე შეცვალა დანი ალვესი), კარლეს პუიოლი, ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა, სერხიო ბუსკეტსი, ლეო მესი, პედრო და სესკ ფაბრეგასი. 

ამ შემადგენლობიდან ერთი სახელი “ლა მასიას” ისტორიის განსხვავებულ მხარეს დაგვანახებს. ბოლო წლებში აკადემიიდან პირველ გუნდში მოხვედრა ასე მარტივი არ ყოფილა.

ფაბრეგასის გზა

სესკ ფაბრეგასმა 2003 წელს 16 წლის ასაკში “ბარსელონა” დატოვა და “არსენალში” გადავიდა. როგორც შემდეგში იხსენებდა, მან იგრძნო, რომ უპირატესობას სხვა ფეხბურთელებს მიანიჭებდნენ და პირვე გუნდში მოხვედრა გაუჭირდებოდა.

2010-იანებში, როდესაც “ბარსელონას” მსოფლიოს საუკეთესო შემადგენლობა ჰყავდა, პირველ გუნდში დაწინაურება აკადემიის ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელებსაც უჭირდათ. 2010-2019 წლებში სერჟი რობერტო ერთადერთი “ლა მასიელი” იყო, რომელმაც პირველ გუნდში დაიმკვიდრა თავი. 

ალტიმირას აზრით, ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის გზის დაბლოკვის მიზეზი მხოლოდ ხარისხის კლება არ ყოფილა. მაშინ პარადოქსულ შემთხვევასთან გვქონდა საქმე – როცა პირველი გუნდის ბირთვს “ლა მასიელები” წარმოადგენდნენ, კლუბმა აკადემიის მიმართ მიდგომა შეცვალა, მიუხედავად იმისა, რომ ტალანტები კვლავ მოდიოდნენ.

ჩვენი საქმე იმის უზრუნველყოფა იყო, რომ 19-წლამდელთა გუნდში შესაბამისი ფეხბურთელები მომხვდარიყვნენ. ამის ზემოთაა “ბარსელონა ბ” (ახლანდელი “ბარსელონა ატლეტიკი”). უცნაურობა პირველად სწორედ აქ შევამჩნიეთ.

“ბარსამ”  სარეზერვო გუნდის შევსება სხვა კლუბებიდან მოყვანილი ფეხბურთელებით დაიწყო, რომლებიც პირველ გუნდში ვერასდროს ხვდებოდნენ.

“ლა მასიელები” ხედავდნენ, რომ პირველ გუნდში მოსახვედრად დიდი ბარიერი ხვდებოდათ და სარეზერვო გუნდში რჩებოდნენ გაურკვეველი დროით. მათი გაღიზიანება სრულიად მესმოდა.

 – იხსენებს ალტიმირა.

ამ ცვლილების ყველაზე ნათელი დადასტურება რამდენიმე ბრაზილიელი ფეხბურთელის დამატება იყო, რომელთაც “ბარსასთვის” კარგი არაფერი მოუტანია.

2013 წელს “ბარსელონამ” “სანტოსის” რამდენიმე ფეხბურთელში ჯამში €30.8 მილიონი გადაიხადა. რობერტო გონსალვესი, მარლონ სანტოსი, ვიტიონიო, გაბრიელ ნოვაესი, გუსტავო მაია, მატუეს ფერნანდესი და მატეუს პერეირა “ბარსას” 2015-20 წლებში შეუერთდნენ, თუმცა პირველ გუნდში არცერთს არ უთამაშია. ამ პერიოდში “ლა მასია” ერიკ გარსიამ, ჩავი სიმონსმა, სერხიო გომესმა, ადრიან ბერნაბენ და რობერტ ნავარომ დატოვეს. 

მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონას” ბრენდის გაყიდვას ვცდილობდით, იყვნენ ფეხბურთელები და ოჯახები, რომლებსაც სხვა კლუბების შემოთავაზებები უფრო ხიბლავდათ. ბევრი მათგანის გადაწყვეტილება ფულით იყო განპირობებული, ზოგიერთი კი სპორტული მიზეზით. ჩვენი საქმე იყო, მათთვის “ბარსა” სხვა თვალით დაგვენახებინა და კლუბთან კავშირის გრძნობა გაგვემყარებინა.

 – ამბობს ალტიმირა.

ამ წლებში “ბარსამ” ახალგაზრდულ დონეზე ბევრი სხვა საეჭვო სატრანსფერო გადაწყვეტილებაც მიიღო.

2016 წელს “ბარსელონამ” ჟორდი ალბას რეზერვად “პარი სენ-ჟერმენიდან” €16.5 მილიონად ლუკა დინი დაიმატა, რომელიც 23 წლის ხდებოდა. არადა ამ დროს “ბარსა ბ”-ში ალექს გრიმალდო ბრწყინავდა, რომელიც ახლა ლევერკუზენის “ბაიერნში” და ესპანეთის ნაკრებში წარმატებით ასპარეზობს. დინის ტრანსფერმა არ გაამართლა და ორი წლის შემდეგ “ბარსამ” ის “ევერტონში” გაყიდა. მოგვიანებით კი მარცხენა მცველად “რეალ ბეტისიდან” €20 მილიონად ხუნიორ ფირპო დაიმატა, როცა შეეძლო შანსი მარკ კუკურელიასა და ხუან მირანდასთვის მიეცა.

გასულ თვეში The Athletic-თან ინტერვიუში ერიკ გარსიამ 2017 წელს “მანჩესტერ სიტიში” გადასვლის გადაწყვეტილება ახსნა:

16 წლის ვიყავი და “ბარსასთან” კონტრაქტი მეწურებოდა, პირველ გუნდში დაწინაურების პირობას კი ვერ ვიღები. ამ დროს “სიტი” დამიკავშირდა და სპორტული პროექტი შემომთავაზა, რომელიც პირველ გუნდში გარანტირებულ ადგილს ვერ მპირდებოდა, თუმცა განვითარების პერსპექტივას მთავაზობდა, რასაც “ლა მასიაში” ვერ ვხედავდი.

კიდევ ერთი მაგალითი ალექს კოლიადოა. 2018 წელს, როცა “ბარსელონას” ერნესტო ვალვერდე წვრთნიდა, კოლიადო პირველ გუნდში დაწინაურებასთან ახლოს იყო. ვალვერდეს სჯეროდა, რომ ესპანელს შეეძლო პირველ გუნდში მნიშვნელოვანი როლი ჰქონოდა, თუმცა საბოლოოდ იმ ზაფხუს “ბარსამ” მალკომი დაიმატა და კოლიადოს შანსი აღარ მიეცა. €41 მილიონად მოყვანილმა მალკომმა არ გაამართლა. კოლიადო გასულ სეზონში “რეალ ბეტისში” გადავიდა, ამ უკანასკნელმა კი ფინანსური პრობლემების გამო ის საუდის არაბეთში გაასხვისა.

ლა მასია, 2011 წელი ლა მასია, 2011 წელი

პეპ გვარდიოლას წასვლის შემდეგ “ბარსელონამ” 11 სპორტული დირექტორი გამოიცვალა, თუმცა “ლა მასიას” ვითარება დიდად ვერც ამან შეცვალა.

“ლა მასიას” ზოგიერთ თანამშრომელს სჯერა, რომ ამ პერიოდში სავარჯიშო მეთოდები და სათამაშო ფილოსოფიაც შეიცვალა. მათი აზრით, საკვანძო პეპ სეგურას (კლუბის გენერალური მენეჯერი 2017-19 წლებში) გავლენა იყო, რომელიც ტექნიკურ უნარებს ნაკლებ ყურადღებას აქცევდა და აქცენსტ ფიზიკურ სიძლიერეზე აკეთებდა.

“ბარსელონას” აკადემიაში უამრავი ტალანტია და თუ მათ ნიჭს ფიზიკურ ასპექტსაც დავუმატებდით, “ლა მასიას” უკეთესს გავხდიდით. სწორედ ამიტომ ჩემი მიდგომა აკადემიის ფეხბურთელების მიმართ მათზე მორგებული ინდივიდუალური პროგრამებით ფიზიკურ განვითარებაზე მუშაობა იყო.

– ამბობდა სეგურა.

2021 წლის დეკემბერში მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ჩავი გაკვირვებას ვერ მალავდა იმ ცვლილებებით, რაც გუნდიდან წასვლის (2015 წელი) შემდეგ დახვდა. ის ხაზს პირველი გუნდის სავარჯიშო მიდგომების ცვილებას უსვამდა, თუმცა ახალგაზრდულ დონესაც ახსენებდა.

პოზიციური თამაშზე “ბარსაში” წლებია არ უმუშავიათ. ეს დაუჯერებელია. ზოგიერთ ფეხბურთელს ჯერ კიდევ ვერ გაუგია, თუ როგორი ფეხბურთის თამაში გვსურს. უცნაურია იმის ხილვა, რომ “ბარსელონას” პირველი გუნდის წევრებს პოზიციური თამაში არ ესმით.

სულ ერთი თვეა რაც მწვრთნელი ვარ, თუმცა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. რა თქმა უნდა, ახალი ფეხბურთელები მოსაყვანია, თუმცა მე დინამიკაზე, რუტინასა და ჩვენს ფილოსოფიაზე ვსაუბრობ.

ლა მასია ახლა

ბოლო წლებში “ბარსელონას” აკადემიაში ბევრი რამ შეიცვალა. ინფრასტრუქტურა გათანამედროვდა. ახლა “ლა მასიაში” 80-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს, როცა წინა შენობაში 20-ზე ნაკლები ბავშვის ადგილი იყო.

“ბარსასთან” დაახლოებული წყაროები კონკრეტულ ტალანტებს განსაკუთრებულ პროექტს უწოდებენ. ისინი ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდებად მიიჩნევიან, რომელთა შენარჩუნებისთვის დამატებითი ძალისხმევაა საჭირო.

ბევრს სჯერა, რომ გასულ დეკადაში “ლა მასიადან” ფეხბურთელების აქტიური გადინების მთავარი მიზეზი ფული იყო, რის წინააღმდეგაც კლუბმა ნაბიჯები გადადგა. 

ალტიმირა იხსენებს, თუ როგორ შეინარჩუნეს ანსუ ფატი და ილაიშ მორიბა გაუმჯობესებული კონტრაქტებით. 2019 წელს ფატის “ნიცას”, მორიბას კი “მანჩესტერ სიტის” უკავშირებდნენ, თუმცა მათ “ბარსამ” წელიწადში €2 მილიონი შესთავაზა (რაც 16 წლის ფეხბურთელისთვის უჩვეულოდ მაღალი იყო) და ასე დაიტოვა.

გვჯეროდა, რომ ყველაზე ცუდი სცენარი მათი გაყიდვა იყო, რაც მოხდა კიდეც მორიბას შემთხვევაში, რომელიც €16 მილიონად “ლაიპციგში” გადავიდა.

ფეხბურთელების გადინების შემცირებას ხელი ბრექსიტმაც შეუწყო. ინგლისურ კლუბებს 18-წლამდე ტალანტების შეძენა აღარ შეეძლოთ. თუმცა გასულ ზაფხულში “მანჩესტერ სიტი” პაუ კუბარსის დამატებას მაინც ცდილობდა – City Football Group მას ჯერ “ჟირონაში” გაუშვებდა, სრულწლოვანების შემდეგ კი “სიტიში” გადაიყვანდა.

ლა მასია, 2011 წელი

ახლა “ბარსა” კუბარსისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ახალი ხელშეკრულებით მისი გამოსასყიდი თანხა, იამალის მსგავსად, 1 მილიარდი გახდება.

კუბარსის გამოჩენამდე “ბარსელონა” სწორედ ცენტრალურ მცველს ეძებდა და აკადემიამაც ზუსტად ის შექმნა, რაც კლუბს სჭირდებოდა.

კუბარსი 204-ე “ლა მასიელია”, რომელიც 1979 წლიდან, აკადემიის დაარსებიდან, პირველ გუნდში მოხვდა. “ბარსას” ფანები იმედოვნებენ, რომ მალე მისნაირ ბევრ ტალანტს ნახავენ. ახლა “ლა მასია” ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე წლების განმავლობაში იმყოფებოდა, ყოველ შემთხვევაში განცხა ასეთია.

უცნაურია, თუმცა ფინანსური კრიზისი გახდა საჭირო, რომ კლუბს “ლა მასია” კიდევ ერთხელ დაეფასებინა.

სტატია მომზადებულია The Athletic-ის მიხედვით

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (27)

  • nika 54
    schedule 12 ნოე 2024, 21:00
    #27

    ბარსელონას აკადემიის ძალა – რატომ იყო ლა მასია წლების განმავლობაში იგნორირებული
    იმიტომ რო ფული გვქონდა და არ იცოდნენ რაში ჩაედოთ, დემბელეების მსგავსების მოყვანაზე იყვნენ. სუარესი ერთადერთი გამოდგა ვისზეც არ დაგენანებოდა ფული.

  • mascherano-larsson
    schedule 09 ნოე 2024, 17:51
    #26

    Barca for life, ნოა დარვიშზე რა ისმის. გერმანელი რო მოიყვანეს

  • Chakve10
    schedule 09 ნოე 2024, 17:31
    #25

    საწყალი მილიტაო როგორ ყვიროდა. ძააან ცუდი ტრამვა მიიღო.

  • Barca for life
    schedule 09 ნოე 2024, 16:23
    #24

    ძალიან დიდი ხნის წინ დავიწყე აკადემიაზე საუბარი და ჩემს აზრსაც გეტყვით.
    სისტემატიურად ვუყურებ ლამასიელების ვიდეოებს და მათ ანალიზებს, აქ პირველი ვიყავი ვინც გილეზე წერდა და ათასჯერ მიხსენებია რომ მის ვიდეოებს ჩაუჯექით თქო, ჩემი აზრით მეორე კრუიფია რადგან სასწაული შეტევითი უნარები აქვს..მისი ბიძაშვილი ტონიც ცრუ 9იანია და მარჯვენა ვინგზეც შეუძლია თამაში, ამიტომ საკმაოდ გადატვირთული პოზიცია გამოგვდის ეგ 10იანი მაგრამ არამგონია ესენი რომ წავიდნენ რადგან ღრმა შემადგენლობა საჭიროა და დროს აუცილებლად მისცემენ, მითუმეტეს წელს იუვე, სიტი, ბაიერნი და ვიღაცეები ცდილობდნენ ამათ ახევას, სასწაული თანხებიც შესთავაზეს და ამათმა დააპაშოლეს. ფლიკი კი სისტემატიურად ავარჯიშებდა პირველ გუნდთან ერთად შესაბამისად მომავალი წლიდან დაწინაურების პერსპექტივასაც ხედავენ.

    მოკლედ ჩემი აზრით ვინებიც უეჭველი გაამართელებენ ესენი არიან:
    1. გილე და ტონი ფერნანდესები
    2. კიმ ჟუნიეტი (თავდაუზოგავი, სხარტი, ჭკვინი გავის ტიპის)
    3. დანი როდრიგესი (თუ იამალი მესია, მაშინ დანი აუცილებლად ნეიმარი იქნება)
    4. უნაი ერნანდესი (პედრის ტიპის, ძალიან დახვეწილი, ელეგანტური და ტექნიკური თამაშით რომელსაც უმაღლესი დონის აიქიუ აქვს)
    5. ურენია (ძალიან კარგი ბიჭია, პაუ ვიქტორის მსგავსი)
    6. ტუნკარა (ეს ვაბშე ძალიან პატარაა, ჯერ მხოლოდ 15საა მაგრამ ამისგან დაყენდება მსოფლიოში საუკეთესო 9იანი)
    7. ოლმედო (სასწაული მცველია)
    8. არნაუ პრადასი – იამალის თაობაა და იამალთან საოცარი დუო ჰქონდა სანამ იამალი არ დააწინაურეს. (უკვე სერიოზულად უყურებენ ამ ბავშვს)
    8. ოდურო და ისასი – დებიუტი ჰქონდათ უკვე., ძალიან ტვინიანი ბავშვები ჩანან, ძალიან მომეწონა, ტექნიკა, პასი, ხედვა..ძალიან მაღალ დონეზე აქვთ.

    მოკლედ მომავალ წელს ჩემი აზრით ამოიყვანენ ფერნანდესებს, დანის, ჟუნიეტს და უნაის, (ოდურო-ისასზე ვორჭოფობ) ხოლო თუ ასე დალაგდა, დიდი შანსია რომ გუნდმა მხოლოდ გიოკერესი, ტოპ მეკარე, ტაა და 1 მარცხენა ფულბექი დაიმატოს რაც მე თუ მკითხავთ სრულიად საკმარისია.

    ისე მერტინის და კუანკასი მეიმედებოდა, მაგრამ ფაქტია ვერ ქაჩავენ მაღალ დონეს, ვერც დომინგესი და სამწუხაროდ ფორტიც… მე თუ მკითხავთ უნდა გავაიჯაროთ სადმე საშუალო ესპანურ გუნდებში სადაც მეტს ითამაშებენ და იქნება რამე გამოუვიდეთ, თორე ასეთ ბარსაში ამათ რომ ვხედავ გული მიწუხდება, ჯერ ძალიან მინუსებს ქვევით არიან.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 08 ნოე 2024, 20:50
    #23

    ციტატა: Don_Andresito
    პენდრაგონი, კასადოს მარჯვნივ გადაწევაზე მეც მიფიქრია. მინახავს ბარსა ბ ში მაგისი მსრჯვენა მცველობა მარა ასეთ დონეზე არ იყო მაშინ. ახლა დაფრინავს და ისეთი თავდაჯერებულია ყველგან იფრენს. ფარე ცოტა უფრო მომავლის პერსპექტივაა. იწერება ლილის მარჯვენა მცველზე, ტიაგო სანტოსზე. ტაჰზე, დეივიდზე ნიკოზე და გიოკერეშზე. ტაჰი უფასოდ ცუდი არ იქნებოდა, თან წარმატებული სეზონი რომ დავუფასოდ ფლიკს და მოვუყვანოთ ვინც უნდა სამართლიანი იქნება. თან არაუხო და კრისტიანსენის კონტრაქტებია პრობლემა. თუ არ გაახანგრძლივეს, გაყიდვა მოგვიწევს. თან ისე ჩაჯდა ინიგო კუბარსი სასტავში მიდი და ამოაგდე. მე ვფიქრობ რომ არაუხო უნდა დარჩეს, მარა გაგვაწამებს უტვინობით. ბევრი გოლი გაგვივა თამაშგარის ზღვარზე. ასე მგონია. მოკლედ არაუხო კრისიდან ერთი უნდა წავიდეს. გარსიაც წავა სათამაშო დროის სიმცირის გამო, რაც 40-45 მილიონს მოგვიტანს. და ტაჰი უფასოდ ამ დროს იდეალურია. ინიგო დარჩება კიდე 1 წელი, მერე შეცვლის ან კუენკა ან ოლმედო. ნახევარდაცვას მართლა ხელის ხლება არ უნდა. კასადოც გადაწევა და გილეს დაწინაურება კარგი იქნებოდა. შეტევაში დეივიდი უფასოდ ცუდი არაა მარა არ არის 9 ნი. ტიპიური გოლების მანქანა არაა. გიოკერეშს იმით ჯობს რომ უფასოა და ლევასთან როტაციაში ყოფნას დათანხმდება. ლევას ავტომატურად უხანგრძლივდება 1 წლით და დარჩება. აი გიოკერეში მგონია რო ლევასთან არ მოვა და წუთებს არ გაიყობს. წაიკითხეთ მისი იბტერვიუ, ზლატანისებური ეგო აქ, ჰოლანდზე ბევრად უკეთესი ვარო წერს. თუ გავქაჩეთ რო დევიდი დავითრიეთ და გიოკერეში 1 წლის მერე მოვიყვანეთ იდეალური იქნებოდა. მარა გიოკერეში უეჭველი წავა ამ ზაფხულს სადმე. დროც აქვს უკვე, აღარაა პატარა. თუ ეგ ბიჭი დავკარგეთ, ისაკი ან სესკო უნდა განვიხილოთ მერე. ისაკი ტრავმიანია მარა ლა ლიგაში უთამაშია და ძაან ტექნიკურია. ჰოლანდი კიდე რეალზე ოცნებობსო და რავი, თან მაგის ხელფასს რა გაწვდება. ლევასაც დიდი ხელფასი აქვს და ეგ და გიოკერეში ერთად ფინანსურადაც რთულია სპორტული კუთხის გარდა


    კიბატონო, გეთანხმები. ნუ კრისტენსენი თუ წავა და კასადომ გადაიწია მარჯვნივ, კუნდე იწევა ცენტრში და შეავსებს ანდრეასის ადგილს. თუ გარსიაც წავა, ტა მოვა და ეგაა

  • შიდა ქართლი
    schedule 08 ნოე 2024, 13:45
    #22

    რა მაგარია როცა სატრანსფერო ბაზარი საკუთარ აკადემიაში გაქ😄

  • CHEPE
    schedule 08 ნოე 2024, 12:56
    #21

    პროსტა ლამასიაში ეხლაც რამდენია რომ მომავალში ბარსას ძირითადის პრეტენზია ექნება და მაგარი კონკურენცია წავა როგორც ეხლა არიან თუ არ იბრძოლებენ და ივლიან მოედანზე მოუწევთ სკამი ან წასვლა