workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რობერტ ლევანდოვსკი – უკეთ, ვიდრე ლა ლიგის 13 გუნდი

რობერტ ლევანდოვსკი – უკეთ, ვიდრე ლა ლიგის 13 გუნდი

რობერტ ლევანდოვსკის მიმდინარე სეზონში იმდენი გოლი გააქვს, რომ მისი კონკურენტები არა ფეხბურთელები, არამედ გუნდები არიან.

ლა ლიგის 11 ტურში პოლონელმა მეტოქეთა კარი უკვე 14-ჯერ აიღო. მეორე ადგილზე მყოფს ის ორჯერ უსწრებს – აიოსე პერესის აქტივში მხოლოდ 7 გოლია.

სამაგიეროდ რობერტს ღირსეულ კონკურენციას უწევენ ლა ლიგის გუნდები. ესპანეთის ჩემპიონატის დარჩენილი 19 გუნდიდან ექვსს ლევანდოვსკიზე მეტი გოლი აქვს გატანილი. აი 13 გუნდს კი ვეტერანი თავდამსხმელი უსწრებს.

ის გუნდები, რომლებმაც მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიზე ცოტა გოლი გაიტანეს: ალავესი (13), ლას პალმასი (13), რაიო (12), სევილია (12), ბეტისი (11), ჟირონა (11), მალიორკა (10), ესპანიოლი (10), ლეგანესი (9), ვალიადოლიდი (9), რეალ სოსიედადი (8), ხეტაფე (8), ვალენსია (8).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • nikusha
    schedule 01 ნოე 2024, 22:28
    #9

    ანუ მარტო რეალს, ატლეტიკოს, ბილბაოს, ოსასუნას, ვილიარეალს და სელტას აქვს ლევანდოვსკიზე მეტი გოლი გატანილი ჯამურად

  • nika 54
    schedule 01 ნოე 2024, 15:05
    #8

    და ბელინგემი, მბაპე, ვინისიუსი სად არიან? კარგი ჩვენ ვერ გაგვიტანეს ბალდე გვყავს და კუნდე, მაგრამ დანარჩენებთან რას აკეთებენ? ისე ვინისიუსმა დაიმუქრა 10-ჯერ უკეთესად ვითამაშებ, რო ოქროს ბურთის ერთადერთი კანდიდატი გავხდეო. აქამდე მარტო მთავარ მსაჯს ეკამათებოდა ეხლა ალბათ "ვარის" ოთახშიც ირბენს.

  • Johan Cruyff 14
    schedule 01 ნოე 2024, 08:42
    #7

    მაგარია მადლობა ღმერთს ესეთი მწვრღნელი გვყავს და ესეთი კარგი ბიჭები რო აყვნენ

  • Barca_MNS
    schedule 01 ნოე 2024, 00:39
    #6

    ციტატა: Wtfman123

    ციტატა: Barca_MNS
    სადღაც მინდოდა დამეწერა, ყველაფერი კარგი მაგრამ პედრი რომ ათამაშდა და იმ გზაზეა რასაც მოველოდი მისგან ასწორებს.
    ლევანასგან სხვას არც ველოდით თავიდანვე.


    ისეთი სეზონი გვაქ რო ყველა ფეხბურთელი ფორმის პიკშია ორის გამოკლებით ფერან ტორესის და ფატის დანარჩენი ყველა უმაღლეს დონეს დებს და ეს ყველაფერი ფლიკის დამსახურებაა თორე შარშანაც ყავდა ჩავის და წუწუნის და მსაჯებზე დაბრალების მეტს არაფერს აკეთებდა


    კი ეგრეა. მაგრამ კარგი თამაში კარგი თამაშია ესთეთიკური კიდე ცალკე ამბავია.

  • C.PC5
    schedule 01 ნოე 2024, 00:27
    #5

    წელს უჩლზე თუ ნახევარ ფინალში გავედით მინიმუმ და საშინაო ტურნირები სასურველი შედეგებით ჩავამთავრეთ ლევას კი ექნება საჭირო კრიტერიუმები ოქროს ბურთზე გასაწევად წესით, ეს ყველაფერი თუ შესრულდა ხო ორი აზრი არაა რომ საუკეთესო შედეგი ექნება საგოლე მოქმედებებში

  • Rick Sanchez
    schedule 31 ოქტ 2024, 23:51
    #4

    გენიალური კაცია ფლიკი, ვინ იფიქრებდა ლევანდოვსკის ქამბექს?

  • Barca
    schedule 31 ოქტ 2024, 20:51
    #3

    შესნი რატო დაიმატეს? თუ კონკურენციის გამო პენიას რო მოემატებინა? დდ

  • Wtfman123
    schedule 31 ოქტ 2024, 20:32
    #2

    ციტატა: Barca_MNS
    სადღაც მინდოდა დამეწერა, ყველაფერი კარგი მაგრამ პედრი რომ ათამაშდა და იმ გზაზეა რასაც მოველოდი მისგან ასწორებს.
    ლევანასგან სხვას არც ველოდით თავიდანვე.


    ისეთი სეზონი გვაქ რო ყველა ფეხბურთელი ფორმის პიკშია ორის გამოკლებით ფერან ტორესის და ფატის დანარჩენი ყველა უმაღლეს დონეს დებს და ეს ყველაფერი ფლიკის დამსახურებაა თორე შარშანაც ყავდა ჩავის და წუწუნის და მსაჯებზე დაბრალების მეტს არაფერს აკეთებდა

  • Barca_MNS
    schedule 31 ოქტ 2024, 20:15
    #1

    სადღაც მინდოდა დამეწერა, ყველაფერი კარგი მაგრამ პედრი რომ ათამაშდა და იმ გზაზეა რასაც მოველოდი მისგან ასწორებს.
    ლევანასგან სხვას არც ველოდით თავიდანვე.