ელენა კონდისის ინფორმაციით, ბარსელონამ გადაწყვიტა, რომ ახალი მეკარე ახლა შეიძინოს და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნას არ დაელოდოს.
“ლურჯ-ბროწეულისფერები” რამდენიმე კანდიდატს უკვე დაუკავშირდნენ. კატალონიური პრესის ცნობით, მთავარი კანდიდატები კეილორ ნავასი და ვოიცეხ შესნი არიან.
მადრიდული წარსულის მიუხედავად, ნავასი მზადაა, ბარსაში გადმოვიდეს. კოსტა რიკელის ხელფასი პრობლემა არ იქნება და ის 1-წლიან კონტრაქტზეც თანახმაა. კეილორის აგენტი ჟორჟე მენდეშია, რომელსაც ჟოან ლაპორტასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. ნავასი დიდებულ ფორმაშია და ამჟამად სამშობლოში ვარჯიშობს.
რაც შეეხება შესნის: პოლონელმა საფეხბურთო კარიერა აგვისტოში დაასრულა, მაგრამ მზადაა, ფეხბურთში დაბრუნდეს, რადგან ბარსელონაში თამაში სურს. ვოიცეხი ბარსას სამწვრთნელო შტაბს მოსწონს. მის ტრანსფერს მხარს რობერტ ლევანდოვსკიც უჭერს.
კატალონიურ გრანდს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ესპანური გამოცემების ცნობით, კატალონიის „ბარსელონა“ ტერ შტეგენის შემცვლელს სასწრაფო წესით ეძებს.
ჟოან ლაპორტას რადარზე რამდენიმე მეკარეა, ერთ-ერთი მათგანი კი კეილორ ნავასი გახლავთ, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსს ფლობს და სამშობლოში ვარჯიშობს იმისთვის, რომ ფორმა არ დაკარგოს.
არსებული ცნობით, ექს მადრიდისტას „ბარსელონა“ კონტრაქტს სეზონის ბოლომდე შესთავაზებს.
მადრიდელებისთვის ნამდვილად სამწუხარო იქნება, თუ ნავასი ისტორიული მტრის ბანაკში ითამაშებს.
აი ადმინი რო ამას კადრულობს, სხვებს რას ვერჩით? იქვე მადრიდელები პატიოსნად ამბობენ ნავასი ვიღას ახსოვსო.
ის ადმინი არის სამი ასო. სტატიებს თვითონ იგონებს და რაც უნდა იმას ჯღაბნის, მის მრევლს კი ეჭვიც არ ეპარება სიმართლეში, კითხვაც კი არ უჩნდებათ. დათა თუთაშხია მახსენდება, ,,პოლიქროლიონ-პოლიქროლიონ", პირდაღებული ბრბო, რომ უსმენს და სჯერათ რასაც ეუბნება მამა მარჩენალი. მე იქ წლებია არ შევდივარ, ზოგჯერ ფბ-ზე მხვდებოდა და ვასხამდი მაგ ადმინს, ახლა იქაც დავბლოკე, რომ ზედმეტად ნერვები არ მოვიშალო. შენც იგივეს გირჩევ, ვხედავ იქაური ხშირი სტუმარი ხარ და რა გინდა მაგ მართლა ყანაში ვერ ვხვდები.
მტერი რო დაამარცხო მისი ენა უნდა ისწავლო. ეს ხუმრობით ისე იქ კომენტებს ვუწერ და ძირითადად სწორედ ადმინს დავცინი რომელიც ისეთ მარგალიტებს აფრქვევს რო სიცილით მოკვდება კაცი. ხანაც ისეთ ნიუსებს ვკითხულობ ჩვენი ადმინები რო ორი დღის შემდეგ დებენ ხოლმე.
ახლავე დამატების შანსი აქვს კლუბს უფასოდ😀 და ზამთრამდე დაიცადონ ხო?
ვის იმატებს მერე პენსიონერს 🥴ნაგავი საკმარისია რაცა ჯობია გაზრდა კიდე ნაგვის შემოტანას
ახლავე დამატების შანსი აქვს კლუბს უფასოდ😀 და ზამთრამდე დაიცადონ ხო?
აბა ახალგაზრდას ახლა ვინ მოგცემს, სეზონს შესნიც და ნავასიც იდეალურად ჩაგვამთავრებიებს ამ პირობებში. ზაფხულზე მერე კი უბდა იჩალიჩონ კაი მეკარე
აწი გაზარდონ ვინმე არ ჯობია ლა ლიგაზე მაინც სისულელეა ამ ბებრების მოყვანა
აბა ახალგაზრდას ახლა ვინ მოგცემს, სეზონს შესნიც და ნავასიც იდეალურად ჩაგვამთავრებიებს ამ პირობებში. ზაფხულზე მერე კი უბდა იჩალიჩონ კაი მეკარე
იმედია არცერთ ბებერს არ მოიყვანენ !
მთავარი ის იქნება ამ შემთხვევაში ტონი ტაპალოვიჩი ვის უჭერს მხარს ნავასს თუ შჩესნის ?!
ნავასი ულაპარაკოდ