“ბარსელონას” პოლონელმა მეკარემ ვოიცეხ შესნიმ დორტმუნდის “ბორუსიასთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
მე აქ იმისთვის ვარ, რომ ტერ შტეგენი შევცვალო და “ბარსას” დავეხმარო. თუ ფლიკი გადაწყვეტს, რომ მარკს ენდოს, მის არჩევანს პატივს ვცემ. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.
რამდენიმე თვის წინ სანაპიროზე ვისვენებდი და ფეხბურთის თამაში არ მსურდა, ახლა კი აქ მოგება ძალიან მომწონს. ჩვენ ბევრს ვშრომობთ, რომ მიზანს მივაღწიოთ.
ესპანურად იმდენად კარგად არ ვსაუბრობ, რომ გუნდს ვერბალურად ვულიდერო ან სხვა ფეხბურთელებს დავეხმარო, რომლებიც ინგლისურად ვერ საუბრობენ. თუმცა ჩემი აქ ყოფნით და ჩემი ხასიათით ვცდილობ, ახალგაზრდებს დავეხმარო.
კარიერის დასრულების შემდეგ დიდი ტიტულების მოგებაზე ფიქრი წარმოუდგენელი ჩანდა, მაგრამ “ბარსაში” გადმოსვლის შემდეგ ეს შეიცვალა. მე ევროპის საუკეთესო კლუბში ვთამაშობ. მოგება მიყვარს და ძალიან მინდა, მოვიგო.
მარკს ძალიან მაღალი დონის მეკარედ ვთვლი. ახლა ჩვენი შედარება უაზრობაა, რადგან მე ფიზიკურად კარგ ფორმაში ვარ, მან კი ტრავმის შემდეგ ვარჯიში ახლახან განაახლა. თუმცა თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, როცა მარკი ჯანმრთელია, მსოფლიოში მასზე უკეთესი ბევრი მეკარე არ მოიძებნება.
პენიას ალბათ გაყიდიან, ფლიკს ეგ აღარ უნდა და ტყუილად ხო არ გვეჯდება გუნდში.
შარშან კარიერა დააასრულედა წელს 3 ტიტულის მოგება შეგიძლიაო და ამან რო გაუსწორა 3 არა 4 იო იმენა პელე მომენტი იყო ;დ
არადა უფორმობა აშკარაა რომ მეკარეს ეტყობა და კი შევიდა ფორმაშიც და შეეწყო კლუბს ამოწეულ დაცვას და კარის ხაზზე რომ საუკეთესოა დამტკიცა არაერთხელ მარტო ეს 1:1 ზე თამაშია საშიში
ადამიანი პოზიტივი და შესანიშნავი მეკარე თან თავდაბალი კაცი
თილისმაა უკვე. უნდა დაიტოვონ უეჭველი. აი შტეგენი შეუძლიათ გაყიდონ რა, აღარ მჯერა მაგის კარგი ფორმის.ძლიერი მეკარეა უეჭველი დასათრევი.
კიდევ მინიმუმ ერთი წელი უნდა დარჩე ბარსაში
პენიას კარში დგომა და შიში ყველა თამაშში ერთი იყო.
აგაშენებს ღმერთი პენიას იმედად რო არ დაგვტოვე წელს😅ხასიათობრივადაც ძაან ჭირდებოდა ამისნაირი ტიპი ბარსას