workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

sensors LIVE
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
1 - 0
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
დუე 38'sports_soccer
კუნგ-ფუ დიეგო – მარადონას შურისძიება და ბოლო მატჩი ბარსელონას მაისურით

კუნგ-ფუ დიეგო – მარადონას შურისძიება და ბოლო მატჩი ბარსელონას მაისურით

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნებულია 2024 წლის 21 აგვისტოს. 

ლა ლიგის მეორე ტურში “ბარსა” “ბილბაოს” უმასპინძლებს. შეხვედრის მთავარი ინტრიგა ნიკო უილიამსის გამოჩენა იქნება, რომელმაც “ბარსელონას” შეთავაზებაზე უარი განაცხადა. არადა, იყო შანსი ნიკოსა და იამალს ერთად ეთამაშათ, ისე როგორც ესპანეთის ნაკრებში, იყო შანსი მსოფლიოს ახალი დიდი დუეტი ეხილა. 

როგორც ჩანს, ჯერ ადრეა. 

“ბარსა” “ბილბაოზე” კიდევ ბევრი რამის გახსენება შეიძლება, მათ შორის, ლიონელ მესის დაუვიწყარი გოლების, მაგრამ მთავარი გასახსენებელი ყოველთვის ორი მატჩია – პირველი 1983-ის და მეორე 1984 წლის. ამ წლებში ბასკურ კლუბებს ზეობის ხანა ედგათ და მაგრადაც ყოჩაღობდნენ, “ბარსელონასა” და “ბილბაოს” კი განსაკუთრებული მტრობა ჩამოუყალიბდათ, ჰოდა, გადავწყვიტე, The Guardian-ის სტატია მეთარგმნა, რომელიც სწორედ ამ მატჩებს ეხება. 

1983 წელს ანდონი გოიკოეჩეამ დიეგო მარადონას ფეხი მოსტეხა და რამდენიმე თვით გაუშვა სამკურნალოდ. დიეგოს ძალიან დიდი დრო ჰქონდა შურისძიების მოსამზადებლად. მარადონა და გოიკო ერთმანეთს კიდევ ერთხელ “სანტიაგო ბერნაბეუზე” ესპანეთის თასის ფინალში შეხვდნენ. სექტემბერში მომხდარი ინციდენტის გამო ორ კლუბს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა, ამას დაემატა მადრიდში სტუმრობა, დედაქალაქს ხომ ვერ იტანდნენ ვერც ბასკები და ვერც კატალონიელები. სტადიონზე ბასკები ჭარბობდნენ, ფინალი იყო მაგრამ, “ბარსას” ქომაგები ან საერთოდ არ ჩადიოდნენ “ბერნაბეუზე”, ან ძალიან მცირე რაოდენობის ქომაგი იყრიდა თავს. 

მიუხედავად ასეთი ზიზღისა, მაინც აღმოაჩნდა რაღაც საერთო ორი კლუბის ქომაგს. ესპანეთის სახელმწიფო ჰიმნს გამაყრუებელი სტვენით შეხვდნენ, რამაც სტადიონზე დაძაბულობა უფრო მეტად გაზარდა, სტვენის ფონზე აფრიალდა ბასკური დროშები. “ბერნაბეუზე” რკინის ჯებირები აღიმართა, ფეხბურთელები უკვე ჰგავდნენ რინგზე შეყრილ მეომრებს. 

მატჩის დასაწყისი დიდი გამოწვევების წუთებად იქცა, განსაკუთრებით ინიგო ლიკერანზუ ამოწმებდა კარგად შეუხორცდა თუ არა მარადონას ძვლები, რამდენად მყარად გრძნობდა თავს ცხრა თვიანი მკურნალობის შემდეგ. “ბილბაოს” მცველებმა ასევე ჩაუტარეს ძვლის სტრუქტურის ტესტირება ბერნდ შუსტერს, რომელიც ყოველი მომდევნო ტესტის შემდეგ უფრო მეტად გამოდიოდა წყობიდან. 

წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით თუ ვიტყვით, ფეხბურთი ნაკლებად იყო იმ დღეს მოედანზე, პირველი წუთებიდანვე ვნახეთ უმეტესად ფიზიკური და არა ტექნიკური, ან ტაქტიკური ბრძოლა. “ბილბაოს” სწრაფადვე შეეძლო გატანა, როცა “ბარსამ” ძალიან წარუმატებლად სცადა ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის შექმნა, ერთი მცველი ვერ გამოერკვა და “ბილბაოელი” ენდიკა შერჩა კიდეც მეკარეს პირისპირ, თავზე გადაგდება სცადა მისთვის, მაგრამ მეკარე ურუტიმ მოახერხა და ხელები წაარტყა ბურთს. ამაზე ქომაგები ჭკუიდან გადავიდნენ, რადგან ურუტი აშკარად საკუთარი საჯარიმოს გარეთ იყო, მაგრამ მსაჯმა ეს მომენტი გაატარა, არადა, ასეთ დროს წითელი ბარათია, რადგან წესების დარღვევით აშკარა გოლისგან იხსნა გუნდი. 

სულ რამდენიმე წუთში ენდიკას კიდევ ერთი შანსი მიეცა, “ბარსამ” კუთხურის ხეირიანად მოგერიება ვერ შეძლო, “ბილბაოს” შემტევი უყურადღებოდ დატოვეს და მომდევნო კარგი შანსი ხელიდან აღარ გაუშვა. გოლი აღნიშნა როგორც მომავალში აღნიშნავს ალან შირერი, შეკრული მუშტი მაღლა აიშვირა და ქომაგისკენ გაიქცა. “ბერნაბეუზე” მხოლოდ თეთრ-წითელი დროშები ფრიალებდა. “ბილბაო” ისევ ახერხებდა “ბარსას” დამარცხებას, თანაც, “მადრიდელთა” სახლში. 

შემდეგი 77 წუთი ნერვების თამაში იყო, ანხელ ფრანკო მარტინესმა შვიდი ყვითელი ბარათი უჩვენა ფეხბურთელებს, ფეხში, ზურგში და სახეში მიყენებული დარტყმის გამო, მაგრამ ამ უხეშ ბრძოლაში მაინც ჩანდა გარკვეული ჩარჩოები, რადგან არავის დაუშავებია იმდენი, რომ წითელი ბარათი მიეღო და მოედნიდან გაეძევებინათ. ჯერჯერობით მაინც დისციპლინის ფარგლებში მიმდინარეობდა შეხვედრა. 

“ბარსა” გააფთრებული ცდილობდა გათანაბრებას, მაგრამ “ბილბაოს” დაცვის წინააღმდეგ ვერაფერს გახდა, ბასკების კარში კი “ბარსას” მომავალი ლეგენდა, ანდონი სუბისარეტა იდგა. მარადონას სძულდა “ბილბაო”, განსაკუთრებით სძულდა გოიკოეჩეა, კაცი, რომელმაც კინაღამ ღმერთი წაართვა ფეხბურთს. ცდილობდა დიეგო მოგებას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა და ალბათ გულის სიღრმეში ხვდებოდა, რომ მორჩა, ამის მერე “ბარსას” ფორმას ვეღარ მოირგებს, რადგან არაფერი ხდებოდა აქ ისე, როგორც აქ ჩამოსვლამდე ეგონა რომ მოხდებოდა. 

მძვინვარე ხარებს ჰგავდნენ დიეგო და ხოსე-მარია ნუნიესი, შუბლებით ცდილობდნენ ერთმანეთის დაძლევას, ამ დროს სასტვენიც გაისმა, ლითონის ჯებირები ჩამოიღეს და ფანებიც გადმოცვივდნენ “ბერნაბეუზე” ისტორიული დუბლის აღსანიშნავად. 

მორჩა? დამთავრდა? მერე შურისძიება? 

წითელი ფერი დომინირებს მოედანზე, ხარი კი მძვინვარებს, რადგან თამაშით ვერ შეძლო შურისძიება, მთელი 90 წუთი ურტყეს, როგორც “ბილბაოსთან” ყველა შეხვედრაში ხდებოდა ხოლმე, ახლა კი მისი ჯერი მოვიდა, თვალთ დაბნელდა, გონი დაიკარგა და ფეხბურთის მერე კუნგ-ფუ დაიწყო! 

მარადონას პირველი მსხვერპლი მიგელ ანხელ სოლა იყო, საწყალს ის არ აკმარეს, რომ მთელი 90 წუთი სკამზე დატოვეს, საზეიმოდ შემოვარდნილი მარადონამ წიხლით დაანოკაუტა, სოლა გონდაკარგული დაეხეთქა გაზონზე. სანამ შუსტერი და მარადონა ბრძოლაში იყვნენ სოლა საკაცით გაიყვანეს. საბოლოოდ, მოედანზე სპეცრაზმი გამოვიდა, “ბარსას” ფეხბურთელები ფარებით დაიცვეს და ისე გაიყვანეს მოედნიდან. მაისურშემოხეული მარადონას გასაყვანად დაცვის თანამშრომლებმა მოიცალეს. 

თასი დანიმ ჩაიბარა, მეფემ გადასცა ტიტული კაპიტანს და რამდენიმე წუთში გაწმენდილ ბრძოლის ველზეც ჩაიტანეს. 

მარადონა სამთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ფეხბურთის ღმერთი კი სამი თვე უბურთოდ ვერ გაძლებს, ფეხმოტეხილი კიდევ შეიძლება, მაგრამ ჯანმრთელს რა გააჩერებს?! ასე რომ, წავიდა დიეგო ნაპოლიში და იქცა კიდეც ღმერთად. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 22 ნოე 2025, 06:33
    #7

    დიეგო და რონალდო რომ ბარსადან არ წასულიყვნენ…

  • me da barca
    schedule 22 ნოე 2025, 01:54
    #6

    ციტატა: Rick Sanchez
    სოლამ რა დააშავა?


    ის რომ ბილბაოს მაისური ეცვა.

  • Rick Sanchez
    schedule 21 ნოე 2025, 23:35
    #5

    სოლამ რა დააშავა?

  • nika 54
    schedule 21 ნოე 2025, 19:26
    #4

    ბასკების ტექნიკა არ გაიშვა, კითხეთ ლეოს, აი ვირობა და უზრდელობა მაგათი მოგონილია. ეგენი მარტო პელოტას თამაშობენ ნორმალურად(ცალკარა ჩოგბურთს რო გავს) და ეროვნულ დღესასწაულებზე ხის ჭრაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. მოზიდავენ მორებს ქალაქის ცენტრში და მიდის ამ მორების ნაჯახებით გადაჭრა წამზომების ფონზე. მოკლედ სასწაული ხალხია.

  • nika 54
    schedule 21 აგვ 2024, 20:15
    #3

    მახსოვს, როგორ ისკუპა მარადონამ ფეხებით წინ, ვის შეახტა იქ ვერ გაიგებდით, მოედანზე მაყურებელი ზეიმობდა მარადონა ომობდა. https://www.youtube.com/watch?v=iqzXw3fygBg

  • Tyler Durden
    schedule 21 აგვ 2024, 12:55
    #2

    მაგრად გადარჩა მარადონა (პრინციპში უფრო სოლა), რომ მკვლელობისთვის არ მოუწიათ გასამართლება :დ

  • C.PC5
    schedule 21 აგვ 2024, 12:40
    #1

    კარგად ცნობილი ამბის ახლებური გადმოცემის საინტერესო ვერსიაა, კარგია ასეთი ამბების გახსენება პრინციპული თანაშების წინ, უბრალოდ აღარ განმეორდება იმედია არასდროს 😆