ბარსელონას ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ ჟოან გამპერის თასის 59-ე გათამაშებაში ჰანსი ფლიკის გუნდის მეტოქე მონაკო იქნება.
აღნიშნული მატჩი, რომელიც გერმანელი მწვრთნელისთვის ბარსას თავკაცის რანგში პირველი საშინაო შეხვედრა იქნება, 12 აგვისტოს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება. მისი პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Barça One-ზე შეგვეძლება.
მონაკო ბარსელონასთვის პრესეზონის ბოლო მეტოქე იქნება. მანამდე კატალონიელები აშშ-ში მანჩესტერ სიტის, რეალ მადრიდსა და მილანს დაუპირისპირდებიან. “ბლაუგრანა” სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს 17 აგვისტოს, ლა ლიგაში, ვალენსიას წინააღმდეგ ჩაატარებს.
მონეგასკები ჟოან გამპერის თასზე მონაწილეობას პირველად მიიღებენ. მონაკო მამაკაცთა (2022 წელს მონპელიემ ქალთა ჟოან გამპერის თასზე ითამაშა) მე-5 ფრანგული კლუბი იქნება, რომელიც ბარსელონას მიერ ორგანიზებულ ტრადიციულ ტურნირზე ითამაშებს: 1966 წელს ბარსა ნანტს შეხვდა, 1989 წელს – სოშოს, 1991 წელს – მარსელს, 1993 წელს კი – ბორდოს. მაშინ ჟოან გამპრის თასი 4-გუნდიანი იყო.
აღსანიშნავია, რომ ჟოან გამპერი მონჟუიკზე მეოთხედ ჩატარდება. აქამდე ხსენებული ტურნირი ამ სტადიონზე 1990, 1996 და 2023 წლებში გაიმართა. წლევანდელ გამპერის თასს განსაკუთრებული დატვირთვა ექნება, რადგან წელს ბარსელონა 125-ე იუბილეს აღნიშნავს.
მიყვარს ბომბარდირი
ანუ მიქაუტაძე ბარსას წინააღმდეგ.
ლევანდოვსკის გაშვებას არ ფიქრობენ ნეტა ?? იმხელა ხელფასი უხდება მარაზმია ტიპი შეტევებს ანელებს წინ ბურთს ვერ იჭერს და სისწრაფე მაგას აღარ აქვს ყველა ნორმალურმა მცველმა ამოისვა. 32 მილიონი გაუხდა ხელფასი რაში ტოო ?? რომ მოყავდათ ბარსას გამო დაბალ ანაზღაურებას დასთანხმდაო დასთანხმდა არა კუკური კიდე 32 მილიონის გადახდა თუ შეეძლოთ რაღა ბებერი ლევანდოვსკი მოათროეს წესიერი მოეყვანათ ვინმე 15-20 მილიონზეც ითამაშებდა ბევრი.
არაუხო დეკემბრამდე არ იქნევა, სამწუხაროა ძალიან, მაგრამ დადებითიც შეიძლება იყოს, ფაიეს შანსი მიეცემა და იქნებ ისე მოხდეს საერთოდ აღარ დაგვჭირდეს თავში ავარდნილი და საკუთარ თავზე შეყვარებული არაუხო 😀
აუფ
ანუ ვერ ვყდიდით🫤
არადა 6/7 კვირაო. ესე წამდაუწუმ თუ დაიმტვრა ეს ჩემისა მართლა გაყიდონ და ეგ იქნება.
არაუხო დეკემბრამდე არ იქნებაო🤣🤣 ოპერაციას იკეთებს, რავი ვინ გვწყევლის ესე აზზე არ ვარ.
ჩვენი ჟორჟი
ვაა ჟორჟი კატალონიაში გამპერის თასზე და პირველი ტიტული ახალ გუნდთან ერთად?!
ისე პატარა სუარესი კი არის ბომბარდირი, მიღებისთანავე ურტყავს ეგეც და რა იცი რა დონეზე ავიდეს მართლა, ამ ევრომ ისეთი სტიმული მისცა ბიჭებს, თანაც ოქროს ბუცი …. ასე რომ, არასოდეს არ თქვა არასოდეს!!!
იმედია ყველანი დაბრუნებულები იქნებიან, ოლიმპიადა მოვლილებიც და ლაზარეთიდან გამოსულებიც.
კაი ეს გამპერიც ხო უნდა წაიღოს ვინმემ, საუკუნეა არავისთვის გვიჩუქნია, მონაკო პირველადაა და გაატანონ, მიქაუტაძესაც გაახარებენ ერთ-ორ გოლს თუ გაატანინებენ, უყვარს უყვარს ბომბარდირი🤣🤣❤️
ანუ ჟორჟი შემოგვიტევს ? ძალიან მაინტრრესებს ჩვენი მგელი ბარსას წინააღმდეგ იქნება და შემდეგში ამიხდეს ეს ოცნებაც და ბარსასთან ერთად ვიხილო ვინ იცის ამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება