დღეს, პირველ ივლისს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად დაიწყო, მაგრამ არსებობს სხვა რაღაცებიც, რასაც “ბარსელონას” გულშემატკივრები ივლისის თვეში ველოდებით.
Tribuna 5 საკითხს გამოყოფს:
ჰანსი ფლიკის პირველი დღეები
როგორც იცით, “ბარსელონა” წინასასეზონო მზადებას 10 ივლისს იწყებს. ამ დროისთვის გერმანელი სპეციალისტის განკარგულებაში იქნება ყველა ფეხბურთელი გარდა იმ მოთამაშეებისა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე, კოპა ამერიკასა და ოლიმპიადაზე მონაწილეობენ.
ახალი ფორმის პრეზენტაცია
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ “ბარსა” 2024/25 წლების სეზონის საშინაო ფორმას 18 ივლისს წარადგენს.
პრესეზონის პირველი თამაში
“ბლაუგრანა” მორიგ ამერიკულ ტურნეს მოაწყობს. კატალონიური გუნდი პირველ ამხანაგურ მატჩს თვის ბოლოს, 31 ივლისს, “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ გამართავს. აღსანიშნავია, რომ ჰანსი ფლიკი და პეპ გვარდიოლა ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან.
ტრანსფერები
ივარაუდება, რომ “ბარსელონა” ტრანსფერებს უფრო აგვისტოში განახორციელებს, თუმცა, შენაძენების მხრივ ამ თვეში მნიშვნელოვან ძვრებს ველოდებით. კლუბის სამიზნეები არიან: ნიკო უილიამსი, იოზუა კიმიხი, მიკელ მერინო, ჯეიდენ ფილოჯინი, ჯერემი ფრიმპონგი. დღის წესრიგში დგას ჟოაუ კანსელუსა და ჟოაუ ფელიშის შენარჩუნებაც.
მესის კოპა ამერიკა
“ბარსას” მიღმა, ლიონელ მესის წარმატება ისაა, რაც ყოველთვის გაგვიხარდება. მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს შანსი აქვს, არგენტინასთან ერთად კოპა ამერიკის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდეს.
არავინ ჩანს ამ არგენტინის მომგები, ჯგუფში უმარტივესად მოიგეს სამივე თამაში, იქით ბრაზილია საშინლად თამაშობს და მეორე ადგილზე გავიდა.
საზიზღარ ფეხბურთს თამაშობს ბრაზილია…. ყურება რო შეგეზარება ისეთს … კოპა წესით არგენტინამ უნდა მოიგოს მარა ბურთი მრგვალია 🥴
ურუგვაის ყავს მაგარი კამანდა
რა ვიცი ბრაზილიამ გიღვიძა მგონია აგერ ვინისიუსმა დუბლიც შეასრულა და რა მოხდება ღმერთმაც არ იცის. ლეოს გამარჯვება კი მართლა ძალიან მინდა, ერთხელ და სამუდამოდ დაადუმოს ის პორტუგალიელი ჩვენთან თამაშშიც კი რო მთელი საათი მინდორზე გორაობას მოანდომა. და ძალიან უნდოდა ერთი ბურთი მაინც გაეტანა თუნდაც თერთმეტმეტრიანიდან.
მასე თუა ბარსელონელების ევროს მოგებას არ ველოდებით? გერმანია ესპანეთი და საფრანგეთი მთავარი ფავორიტები არიან და სამივეგან გვყავს წარმომადგენელი.