როდრი ერნანდესის აგენტმა დაადასტურა, რომ თავისმა კლიენტმა რეალ მადრიდი უარით გაისტუმრა და ბარსელონაში გადასვლა სურს.
“როდრიმ რეალ მადრიდს აცნობა, რომ მისი სურვილი ბარსაში გადასვლაა”, – ციტირებს აგენტ ბარკეროს სიტყვებს El Larguero.
ამჟამად ბარსელონა და მანჩესტერ სიტი მოლაპარაკებებს აწარმოებენ. კატალონიური გრანდი დარწმუნებულია, რომ ესპანელ საყრდენს გაიფორმებს.
როდრის მხოლოდ ბარსელონა სურს, “ბლაუგრანა” კი მზადაა, დაახლოებით €45 მილიონი გადაიხადოს. სიტი ამ ეტაპზე უფრო მეტს ითხოვს.
ჟერარ რომეროს ინფორმაციით, როდრის ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია, Sport-ი კი იუწყება, რომ ფეხბურთელის გადაწყვეტილებაში გადამწყვეტი ფაქტორი ჰანსი ფლიკის ზარი იყო.
ფორვარდის საკითხი ასე დგას, ტორესი თუ დარჩა ძირითადის ფორვარდი იქნება. თან მომავალ წელს უფასოდ დავკარგავთ. სათადარიგო ფორვარდი ჰამზა იქნება. ტორესი თუ წავიდა ვინმეს იყიდიან და მაგაზე ცუდს ვერავის. თუ დარჩა, აღარავინ მოვა. ამიტო წავიდეს 50 ად პსჟ ში და ვიყიდოთ ვინმე სხვა.
ჟოან გარსია, შესნი, იაკობიშვილი
კუბარსი, ლაპორტი, კორტესი, მარტინი, კრისტენსენი.
კუნდე, გარსია, ბალდე, კანსელუ.
როდრი, ბერნალი, დე იონგი, პედრი, გავი, ოლმო, ფერმინი.
რაფინია, გორდონი, იამალი, ადეიემი, ალვარესი, ფერანი, ტონი.
აი სასწაულ გუნდს დავაყენებთ
კი კარგად ჟღერს უბრალოდ არაუხო არაა წამსვლელი და ვერც ლაპორტს დავიმატებთ. დაცვა უცვლელი დარჩება. შეტევაში კიდე ფერანი წავა და ალვარესის მოსვლის ალბათიბა 1 % ია სამწუხაროდ. თორე როდრის და ალვარესის ტრანსფერები თუ დადო დეკომ 10 წელი აღარ შევაგინებ 😂
ნეტა მართლა იყიდონ ჟორჟი, ნახავთ რამდენს შEყრის, ტორესის დროც რომ მიიღოს მაინც…
ტიპმა მეტი რა უნდა ქნას, ვილიარეალიდან დადო იმაზე მეტი გოლიც და ასისტიც ვიდრე ალვარესმა გააკეთა. ტიპზე ვსაუბრობთ რომელიც გრანდშია, ადაპტაცია გავლილი აქვს და რომელსაც 150 მილიონად არ უშვებს გუნდი :დ
რავი რატოა გასაკვირი გრანდმა შანსი რომ მისცეს? ერთი უეჭველი რაც ვიცით ისაა რო ჟორჟი ღირს ის რა ფასიც აქვს, ხოლო ალვარესის ფასი კატასტროფულად გაზვიადებულია.
ეს ბარსაა ვერ გაამართლებს ჟორჟიო, მასე გრიზმანმა და დემბელემ ვერ გაამართლეს და კოუტინიომ, რომელიც დაფრინავდა ლივერპულში, ბოლო ბოლო კაკამ ვერ ითამაშა რეალში. იმის გარანტია არსებობს რომ ალვარესი უეჭველი მაგრად ითამაშებს ბარსაში?
მაგის გარანტიას ვერავინ მოგვცემს, მითუმეტეს ალვარესისნაირ არასტაბილურ ტიპზე. მარა ჟორჟი მგონია რომ აი ძალიან ბევრ გოლს შეაგდებდა ბარსაში.
ბარსელონაა ძმებო ეს და ვილიარეალი არაა, და ტორესს რაც შეეხება, მთლად მასეთი გადასაგდებიც არაა როგორც გამგყავთ, მეორე ფორვარდის კვლალობაზეც მშვენიერი სტატისტიკა აქვს, ეხლა თუნდაც ფინალში ასეთ დროს გოლი გაიტანო გადამწყვეტი ასე ჰაერზე არ ხდება ხო.
სკამისთვის კარგია მარა რაც მაგან იბაზრა მაგის მერე გასაშვებია უეჭველი. ფინალში კიდე სადამ გაიტანდა მაქამდე ქონდა კარგი შანსი და ფეხი ააცილა ბურთს.
ჟორჟი კარგი იქნება ტორესის შემცვლელად ძირითადი გაუჭირდება
მართალი ხარ რომ მეორე ფორვარდად კარგია, ეს ფაქტია დაგვანახა, მაგრამ საქმე იმაშია რომ მაგ ტორესს არ მოსწონს სკამის კაცობა, მაგიტომ თქვა არ მენდობიანო და მაგიტომაცაა გასაქნევი
ჟორჟი არა კაჭარავა კიდევ რა, ალვარესი მოიყვანონ, სად რა დაამტკიცა მაგ ჟორჟმა, რა რახან ქართველია და რამე მაგიტომ წერთ? არანაირად არაა ბარსას დონე.
ლალიგაში რომელმა გაიტანა მეტი გოლი? 100 მილიონის სხვაობაა?
ლიონში, მეცში, ვილიარეალში. ჩამოვწერო რა ფეხბურთელებზე მეტი გოლი შეაგდო? პირველი, მაგ ალვარესზე მეტი. გუნდიდან რომელიც აქა იქ თამაშობდა ფეხბურთს. და გრანდში რომ მიიღოს შანსი რა იცი რა შედეგებს დებს?!
ჟორჟი არის მომენტის ფეხბურთელი, 5 მომენტი რომ შეუქმნა 3 გაიტანს უეჭველი. ტორესი 5 მომენტიდან 1 იტანს. ვილიარეალის თამაშებს თუ უყურებდი რავი ძაან ცუდ ფეხბურთს თამაშობენ სადაც ცოტა მომენტი იქმნება, გასაკვირიც არის ჟორჟმა რამდენი გოლიც გაიტანა. ტორესს რა მომენტებიც ექმნებოდა ჟორჟი 2ჯერ მეტს შეაგდებდა და ამაში დარწმუნებული ვარ.
არც ეგრეა საქმე, ლალიგაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი იყო მომენტების რეალიზაციაში, 19 დიდი შანსი აქვს გაფუჭებული, ტორესს – 20.
რეალურად თითქმის ერთნაირი კალიბრის ფეხბურთელები არიან ეგ და ტორესი, მაგრამ განსხვავება ისაა რომ მე რაც მიქაუტაძის ნათამაშები მინახია ვილიარეალში, პრესინგზე და დაცვაში ცუდია, ბევრს არ დარბის.. ტორესი მაგას მაინც აკეთებს..
ვილიარეალში და ზოგადად ესპანეთში პირველი სეზონი ქონდა. გასაგებია ეგეც რომ არარის ადვილი საფრანგეთიდან ესპანეთში გადახვიდე და ეგრევე ძველებურათ ითამაშო, დრო არის საჭირო ადაპტაციისთვის. შეიძლეა წინა სეზონში ჟორჟიც მაზავდა მომენტებს მარა ახალი სეზონი მგონია რომ უკეთესი ექნება. თვითონ ვილიარეალი რაღაცნაირი არეული გუნდია, ვუყურებდი ჟორჟის გამო და ვერ გაიგეფ რა ფეხბურთს თამაშობენ. მომენტების რეალიზებაში ტორესი კატასტროფა, თან რაც მაგან იბაზრა მაგის მერე მაგის დატოვება არ შეძლება და იმედია მალე გაუშვებენ.
მიქაუტაძეს შესრულება არ დაეწუნება, კი ვილიარეალში ვერ ქონდა კარგი წელი მარა გინდა ლიონში გინდა მეცში არ მაზავდა მომენტებს, აღიდგენს ფორმას
ჟორჟი რომ მოიყვანონ, ეს ნახევარდაცვა იმდენ მომენტს შეუქმნის და იმდენს შეაგდებს რომ ფერანს არც დაესიზმრება, და არა მარტო ფერანს, ძალიან ბევრს
ფლიკი რომ არა რა ისედაც ყველა ლოგიკით ბარსა ერჩივნა, ნახევარი ესპანეთის ნაკრები აქაა, სპორტული თუ ადამიანური თვალსაზრისით ყველაფერს შეჩვეულია და იცის.
რეალში კიდე ათასი ტიპის ადამიანთან დასჭიირდებოდა ადაპტაცია, იქ ცალკე ვინია ოქროს ბურთის ახევის ამბავში, იქ ცალკე სილვასთანაც მოუუვიდა შელაპარაკება, ისეთი არაფერი ყოფილა მარა მაინც. რეალში ამ ეტაპზე ვისი ვისაშია ვერ გაიგებ, ბევრი რამეა დასალაგებელი და იქ ვერაფერს გაიგებ ჯერ, ან რა ფეხბურთს ითამაშებენ (სტილს ვგულისხმობ), იქ ცალკე ამ ტიპებთან შეგუება ადაპტაცია.
რომერო გადადის ატლეში
არადა მაგრა მევასებოდა
ლაპორტი მოვიდეს და რას დავეძებ კუბარსისთან კაი დუეტი ჰქონდა მსოფლიოზე
ეგ რომელი? ატლეტიკმა რო 80 მილიონი მოითხოვა?
მოითხოვა ერთია რეალურად დაც უწერია მეორე გამოსასყიდი არააქ მაგდენი და ბილბაოს მილიარდი დაუდვია ფასი თუ უნდა😃😃 საკვანძო იგროკია და სკამის კაცს კონიაკს დააყოლებენ ისე გაატანენ ნებისმიერს
ბასტონი, კანსელო, ალვარესი ან ვინმე 9 იანი წესიერი და ეგაა საკაიფო გუნდი იკვრება წინა ხაზი არავისზე ნაკლები იქნება გოროდნი, რაფინია, ადეიმი, იამალი, თუ დარჩა ფერანი და 9 იანი ზამენად აბდელ კარიმი
იმენა ფლიკი რო არ გვყავდეს ახლა კუმანის ბარსაზე უარესი გუნდი ვიქნებოდით იმიტომ რომ კაცმა არ იცის სხვა მწვრთნელი დეკუსთან ერთად რას გახდებოდა, დიდი ალბათობით კაის ვერაფერს..
ანუ ტიპმა ფიქსირებულად სადღაც 142 მილიონში როდრი, გორდონი და ადეიემი დაითრია, ნუ პლუს 8.5ში ვიღაცა ვუნდერკინდი ბავშვი რომელსაც იამალობას აწურინებენ და მართლა მოუჩანს ტალანტი, ჰამზაში 1.5მ გადაიახდეს და ეგეც მაგარი ბიჭი ჩანს.. ამას ისიც რომ დაამატო რომ მის დროს გარსია და ოლმო ჯამში 70 მილიონად მოვიდნენ აი რავი.. კაცმა ტრანსფერები სულ რაღაც 220მილიონამდე დახარჯა და მოიყვანა მსოფლიოს ტოპ 3 საუკეთესო მეკარე, მსოფლიოს საუკეტესო ჩამშლელი, მსოფლიოს ტოპ 3 საუკეთესო cam ი, მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო პრესინგის მანქანა, მსოფლიოშ ერთ დროს მიჩნეული ერთერთი საუკეთესო ტალანტი და პლუს ამათ ვუნდერკინდი ბავშვები რომლებიც ძალიან მალე ისევე ამოვლენ პირველ გუნდში როგორც თავის დროზე ბერნალი და კასადო ამოწია. ამათ ემატება ლამასიელები. კორტესი უუმაგრესი ბიჭი ჩანს, ესპარტით გაოცებული ყოფილა, ტუნკარათი იმენა მთელი გუნდია აღფრთოვანებული, გილე ფერნანდეს ძალიან დიდი პროგრესი შევატყვე და იმენა ჩვენი პედრი ჩვენითაც გამოვზარდეთ😂 ტორენტი და ფორტი მჯერა რომ გაიჯარების მერე მაგრად მოიხოდებიან, დიარაც მაგარი ბიჭი ჩანს და მარკესიც.. რავიცი.. ამხელა საკითე დაატყდეს გუნდს ასე მალე იმ ქვესკნელიდან ამოსვლიდან 2 წამში.. არ ვიცი.. უბრალოდ დაუჯერებელია და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა წესიერი სტრაიკერი და მცველი თუ დაიმატეს და ამ უაზრო დეიონგებს, ტორესებსა და დარაუხოებს თუ გააჯმეინეს, მერე რა მოხდება..
უბრალოდ საოცრებაა მეტი არაფერი
ანუ დეკოს უკარგავ ყველაფერს და ფლიკს აწერ? ძაან უცნაურია
რაშუაშია ფლიკი ხავიმ საძირკველია ეს გუნდი და ზუსტად იგივე შედეგები დადო.შენ გონია ყველა ტრანსფერს ფლიკი წყვიტავს?😂
ეხლა ალვარესის დროა 😎
მგონი უფრო ჟორჟის
წინააღმდეგი არ ვარ და ძაან გამიხარდება. ადრე ვერც კი ვიოცნებებდით რო ბარსელონა ქართველით დაინტერესდებოდა.