workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰეთ თრიქი 4 წუთში – ბარსა ატლეტიკი ფინალშია

რაფა მარკესის მიერ გაწვრთნილი “ბარსა ატლეტიკი” წარმატებით ასპარეზობას განაგრძობს. “ბლაუგრანას” ახალგაზრდულმა გუნდმა მე-2 დივიზიონში გადასასვლელი ფლეი ოფის ნახევარფინალში “იბიცა” დაამარცხა.

კატალონიელებს პირველი თამაში სტუმრად 2-1 ჰქონდათ მოგებული, თუმცა გუშინ საკუთარ მოედანზე 0-2 მარცხდებოდნენ. “ბარსა ატლეტიკმა” ერთი ბურთი პირველი ტაიმის მე-2 დამატებულ წუთზე, მარკ გიუს ზუსტი დარტყმით გაქვითა. 52-ე წუთზე დელგადომ ანგარიში გაათანაბრა და 2 მატჩის ჯამში წინ კატალონიელები გაიყვანა. შემდეგ კი უნაი ერნანდესის ჯერი დადგა, რომელმაც 58-ე წუთიდან 62-ე წუთამდე, ოთხწუთიან მონაკვეთში ჰეთ თრიქი გაიფორმა. საბოლოოდ “ბარსა ატლეტიკმა” 5-3 მოიგო.

ფინალში “ბლაუგრანა” “კორდობას” ან “პონფერადინას” დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის საგზურს მოიპოვებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • Rick Sanchez
    schedule 12 ივნ 2024, 15:44
    #8

    დავაი სეგუნდაში გადადით.

  • nika 54
    schedule 09 ივნ 2024, 21:13
    #7

    ციტატა: PUIOL5
    წინასწარ არმინდა რამის თქმა მაგრამ უკვე დიდი ხანია სეგუნდაში არ უთამაშია სარეზერვო გუნდს და ახლა არის ამის კარგი შანსი რაც მეტწილად რაფა მარკესის დამსახურებაა, ამ კაცს ბევრი ლანძღავთ მაგრამ მგონია რომ დაამტკიცებს თავი სამწვრთნელო ნიჭს. ფლიკი რომ ჩაისვრის დიდი ალბათობით ბარსაში აი მერე მიეცემა შანსი მარკეს.. ვერ წარმომიდგენია ბარსამ გერმანული ფეხბურთი როგორ უნდა ითამაშოს, თუმცა დისციპლინა პრესინგი და 90+ წუთი სირბილი რომ ისწავლონ მაინც წარმატებულად ჩავთვლო ფლიკის მოღვაწეობას, სულ რომ არაფერი მოიგოს მაინც.

    დისციპლინა პრესინგი და 90+ წუთი სირბილი რომ ისწავლონ მეტი რაღა გვინდა. მარტო ეგ გვაკლია რო გუნდი გვერქვას.

  • ზურაბ
    schedule 09 ივნ 2024, 17:49
    #6

    ეს მეორე დივიზიონი ლა ლიგას შემდეგია ?

    ციტატა: MESSI 2017

    ციტატა: PUIOL5
    წინასწარ არმინდა რამის თქმა მაგრამ უკვე დიდი ხანია სეგუნდაში არ უთამაშია სარეზერვო გუნდს და ახლა არის ამის კარგი შანსი რაც მეტწილად რაფა მარკესის დამსახურებაა, ამ კაცს ბევრი ლანძღავთ მაგრამ მგონია რომ დაამტკიცებს თავი სამწვრთნელო ნიჭს. ფლიკი რომ ჩაისვრის დიდი ალბათობით ბარსაში აი მერე მიეცემა შანსი მარკეს.. ვერ წარმომიდგენია ბარსამ გერმანული ფეხბურთი როგორ უნდა ითამაშოს, თუმცა დისციპლინა პრესინგი და 90+ წუთი სირბილი რომ ისწავლონ მაინც წარმატებულად ჩავთვლო ფლიკის მოღვაწეობას, სულ რომ არაფერი მოიგოს მაინც.

    ბარსამ თავისი ფეხბურთი როდის ითამაშა ბოლოს 😀 ფლიკი თუ ჩაისვრის კიდე ბევრი ვარიანტი ჩნდება შემდეგ წელს 😀 გვარდიოლა,არტეტა,ენრიკე,ალონსო,კლოპი

    მარტო მარკესი არა მანდ ძალიან კარგი თაობა წამოუვიდა.. ჯერ რამდენი ფეხბურთელი წავართვით ბარსა ატლეტიკს კიდე მაგარ ხოდზე რომ გადმოდის.. ეხლა გავი იამალი კუბასი ფონტები და კიდევ ვინ გინდა რომ მანდ იყვნენ სეკუნდას 4 ეულში იქნებოდნენ :)))

  • me da barca
    schedule 09 ივნ 2024, 17:13
    #5

    სავარაუდოდ ეს კორდობა იქნება, რადგან სტუმრად 1:0 მოგო და არ მგონია სახლში 2 ბურთით წააგოს.
    გუშინ იუთუბზე ვუყურებდი ლაივში და საკმაოდ აგრესიულები იყვნენ იბიცას ფეხბურთელები, ლამის საცემად იწევდნენ ბოლოსკენ. ბარსას ფეხბურთელებს, რომ შეხედავდი ყველას ბავშვის სახე ქონდა, იქეთ კი თითქმის ულვაშიან-წვერებიანი კაცები თამაშობდნენ

  • MESSI 2017
    schedule 09 ივნ 2024, 15:54
    #4

    ციტატა: PUIOL5
    წინასწარ არმინდა რამის თქმა მაგრამ უკვე დიდი ხანია სეგუნდაში არ უთამაშია სარეზერვო გუნდს და ახლა არის ამის კარგი შანსი რაც მეტწილად რაფა მარკესის დამსახურებაა, ამ კაცს ბევრი ლანძღავთ მაგრამ მგონია რომ დაამტკიცებს თავი სამწვრთნელო ნიჭს. ფლიკი რომ ჩაისვრის დიდი ალბათობით ბარსაში აი მერე მიეცემა შანსი მარკეს.. ვერ წარმომიდგენია ბარსამ გერმანული ფეხბურთი როგორ უნდა ითამაშოს, თუმცა დისციპლინა პრესინგი და 90+ წუთი სირბილი რომ ისწავლონ მაინც წარმატებულად ჩავთვლო ფლიკის მოღვაწეობას, სულ რომ არაფერი მოიგოს მაინც.

    ბარსამ თავისი ფეხბურთი როდის ითამაშა ბოლოს 😀 ფლიკი თუ ჩაისვრის კიდე ბევრი ვარიანტი ჩნდება შემდეგ წელს 😀 გვარდიოლა,არტეტა,ენრიკე,ალონსო,კლოპი

  • PUIOL5
    schedule 09 ივნ 2024, 13:08
    #3

    წინასწარ არმინდა რამის თქმა მაგრამ უკვე დიდი ხანია სეგუნდაში არ უთამაშია სარეზერვო გუნდს და ახლა არის ამის კარგი შანსი რაც მეტწილად რაფა მარკესის დამსახურებაა, ამ კაცს ბევრი ლანძღავთ მაგრამ მგონია რომ დაამტკიცებს თავი სამწვრთნელო ნიჭს. ფლიკი რომ ჩაისვრის დიდი ალბათობით ბარსაში აი მერე მიეცემა შანსი მარკეს.. ვერ წარმომიდგენია ბარსამ გერმანული ფეხბურთი როგორ უნდა ითამაშოს, თუმცა დისციპლინა პრესინგი და 90+ წუთი სირბილი რომ ისწავლონ მაინც წარმატებულად ჩავთვლო ფლიკის მოღვაწეობას, სულ რომ არაფერი მოიგოს მაინც.

  • vereli
    schedule 09 ივნ 2024, 11:24
    #2

    ციტატა: Barca
    ეს ლევანდოვსკი და პედრო ჩვენთან რატო უ*ლევებს

    ეგენი არა მწრთვნელი უ*ლევებდა smile smile

  • Barca
    schedule 09 ივნ 2024, 10:46
    #1