ბარსელონას ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა კატალონიური გრანდის თავკაცის რანგში კლუბის მედიას პირველი ინტერვიუ მისცა.
პირველ რიგში, მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული. ბარსას გაწვრთნა დიდი პატივი და ოცნების ახდენაა. ბედნიერი ვარ, რომ მუშაობას დიდებულ კლუბში ვიწყებ. ამას მოუთმენლად ველი. ჩვენ საერთო ხედვა გვაქვს და ამაყი ვარ, რომ აქ ვიმყოფები.
ბარსელონა დაუჯერებელი კლუბია. რამდენიმე საათია, აქ ვარ და უკვე ვხედავ, რომ გუნდი ყველას უყვარს და მისი წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებს. “ბლაუგრანას” ფილოსოფია ჩემსას ჰგავს – ბურთის ფლობა და შემტევი ფეხბურთი მიყვარს.
ბარსელონას მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო აკადემია აქვს. ამასთან, გუნდი გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ნაზავისგან შედგება. ჩვენი მიზანი მათი განვითარებაა – ამაზე დეკუსთან და პრეზიდენტ ლაპორტასთან ერთად ვიმუშავებ. ჩემთვის გუნდური მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ასპექტზე უნდა ვფოკუსირდეთ და მიხარია, რომ აღნიშნულ საქმეს ამ ხალხთან ერთად გავაკეთებ.
ერთად ყოფნა გვმართებს. ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდს ვუერთდები. ბაიერნში ტიტულები მოვიგე და ვიმედოვნებ, ბარსელონაშიც ამ გზას გავყვები – ტიტულები მწყურია. ვიფიქრობ, ერთად ბევრის მიღწევა შეგვიძლია.
კულეებო, მინდა, ეს ეტაპი თქვენთან ერთად დავიწყო და ჩემთვის თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ საოცარ კლუბთან ერთად ბევრი რამ ძალგვიძს.
Visca Barça!
– თქვა გერმანელმა.
ჰანსი ფლიკმა ბარსელონასთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
მარტო გერმანული იცისო და ეხლა ინფლისურად არ ლაპარაკობს?
"გვძალუძს" არა – ძალგვიძს
ეს პირველი პლიუსი ფლიკს
ბარსაში მოსვლა ოცნება ყოფილა მაგისთვის
ფლიკისთვის დე იონგი ხელშეუხებელიაო
შებერე ლომოოო. სიტყვა-სიტყვით რო გადავთარგმნოთ "ტიტულები მშიაო".
მიდი მიაწექი.. ყველა გვედში გიდგას
შეიძლება ითქვას რომ გერმანელი ქულეა.. ტიპი 3მ გადმოვიდა იმდენად მაგრა უნდოდა ბარსას გაწვთნა.. ოცნება ქონდა და ესეიგი უყვარს ეს გუნდო