ნიდერლანდების ჩემპიონატში “ვიტესის” წინააღმდეგ 6:0 მოგების შემდეგ, ამავე ქვეყნის მედიაში სერჟინიო დესტის კომენტარი გავრცელდა, რომელმაც “ბარსელონაში” დაბრუნების საკითხზე ისაუბრა.
როგორც ამერიკელი მცველი ამბობს, ის “ბარსელონაში” თამაშს აღარ აპირებს, რადგან კარიერაში სხვა მიზნები აქვს.
“პსვ” ჩემით კმაყოფილია, მე კი მათთან ვგრძნობ თავს კარგად. რაც შეეხება ჩემს მომავალს, ამაზე პასუხს დრო გვიჩვენებს, თუმცა “ბარსელონაში” დაბრუნებას არ ვაპირებ, რადგან კარიერაში განსხვავებული მიზნები მაქვს დასახული.
მსურს, რომ ისეთ კლუბში ვთამაშობდე, სადაც სათამაშო წუთები მომეცემა და განვითარებას არ შევწყვეტ.
– თქვა სერჟინიო დესტმა, რომლის ტრანსფერიც, როგორც იწერება, 10 მილიონ ევრომდე უნდა დაჯდეს.
სხვათა შორის, დესტის გამოსყიდვის საკითხზე კომენტარი ეინდჰოვენური კლუბის დირექტორმა, ერნი სტიუარტმაც გააკეთა.
ის შემტევი ტიპის მცველია და ჩვენთვის სასურველი ფეხბურთის წარმოჩენაში გვეხმარება. ვფიქრობ, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ კლუბში უფრო დიდი ხნის ვადით დარჩეს.
მიმდინარე სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა ნიდერლანდურ გრანდთან ერთად 37-ჯერ ითამაშა, რა დროშიც მან 2 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი მიითვალა.
მადლობა ღმერთს სულ კარგად ბრძანდებოდე
სერჟინიო დესტი: ბარსელონაში არ დავბრუნდები, სხვა მიზნები მაქვს
რაღა გვეშველება!!!
დღეს ვფიქრობდხი რა გამიხარდება მეთქი…
აგაშენა ღმერთმა!
ვინ დაგაბრუნებს, ან თუ დაბრუნდი ვინ გათამაშებს?
10 მილიონი ცოტაა ამაში.
10 milionad daitrevs psv da momaval wels sul mcire 30 milionad gayidis manchestershi an sadme dd cota meti avaxiot vinmes xo sheidzleba.
ისეთი სეზონი აქვს მინიმუმ 15 მილიონი ღირს. 23 წლის არის ჯერ. 10-ს თუ გადაგვიხდიან, მომავალი ტრანსფერიდან პროცენტი უნდა ჩავუწეროთ.
15-20 მილიონის აღება შეგვიძლია ამაში, ნუ სხვა გრანდები მეტსაც აიღებდნენ, მაგრამ ჩვენი სიტუაციიდან გამომდინარე მშვენიერი თანხაა…
ოპაა შემოგევლე გულში🤝
წადი . ჩვენც ბედნიერები ვიქნებით და შენც. ნამდვილად იმსახურებს წარმატებას