“ბარსელონას” ყოფილი მარჯვენა მცველი, 25 წლის სერჟინიო დესტი, რომელიც პსვ ეინდჰოვენში ბრწყინავს და აშშ-ის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, მომდევნო სეზონისთვის მიუნხენის “ბაიერნის” სამიზნეა. კატალონიურ კლუბში ამ ტრანსფერს დიდი ინტერესით აკვირდებიან, რადგან გარიგებიდან ფინანსური სარგებლის მიღების შანსი აქვთ.
გერმანული გრანდი სატრანსფერო ბაზარზე ფლანგის მცველებს ეძებს და ნიდერლანდებში დაბადებული ფეხბურთელის უნივერსალურობა მათ ძალიან იზიდავთ. გარდა ამისა, “ბაიერნს” პსვ-ს კიდევ ერთი მოთამაშის, 26 წლის ტერასაში (ბარსელონა) დაბადებული მაროკოელი შემტევი ნახევარმცველის, ისმაელ საიბარის ტრანსფერიც თითქმის შეთანხმებული აქვს. მიუნხენელთა მიზანია, ეს ორი ტრანსფერი ერთიანად დახურონ, რაც ჯამში დაახლოებით 58 მილიონი ევრო დაჯდება – საიბარი 40 მილიონად ფასობს, ხოლო დესტი 18 მილიონად. დესტის მიმართ ინტერესის შესახებ ინფორმაციას პსვ-ს ტრანსფერების ექსპერტი, ჟურნალისტი რიკ ელფრინკი ავრცელებს.
რატომ არის ეს ამბავი “ბარსელონასთვის” საინტერესო
როგორც ცნობილია, როდესაც “ბარსელონამ” დესტი პსვ-ში გაუშვა, სამომავლო ტრანსფერიდან გარკვეული პროცენტი დაიტოვა, რაც სხვადასხვა წყაროს ცნობით, 20%-ს შეადგენს. შესაბამისად, თუ “ბაიერნი” ამერიკელ მცველს 18 მილიონ ევროდ შეიძენს, “ბლაუგრანას” ბიუჯეტს დაახლოებით 3,5 მილიონი ევრო შეემატება, რაც კლუბისთვის სასიამოვნო ფინანსური ბონუსი იქნება.
თავად ფეხბურთელი ტრანსფერისთვის მზადაა, თუმცა, როგორც ჩანს, ის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებას დაელოდება. პარალელურად, “ბაიერნსაც” მოუწევს შემადგენლობაში ადგილის გასათავისუფლებლად გარკვეული ფეხბურთელების გაყიდვა.
დესტის წარსული “ბლაუგრანაში”
სერჟინიო დესტი “ბარსელონაში” “აიაქსიდან”, ჯერ კიდევ 20 წლის ასაკში, როგორც დიდი იმედი, ისე გადმოვიდა. კატალონიელებმა მის სანაცვლოდ 21 მილიონი ევრო, პლუს 5 მილიონი ბონუსების სახით გადაიხადეს. 2020/21 წლების სეზონის შემდეგ, მისი სათამაშო დრო და როლი შემცირდა, რის გამოც ჯერ “მილანში”, შემდეგ კი პსვ-ში გაანათხოვრეს. 2024 წელს ნიდერლანდურმა კლუბმა ის უფასოდ დაიმატა. “ბარსელონამ” ამით მისი მაღალი ხელფასისგან გაითავისუფლა თავი და სწორედ ის 20%-იანი წილი დაიტოვა, რომელმაც ახლა შესაძლოა კლუბს დამატებითი თანხა მოუტანოს.
რა ჯანდაბად უნდათ
ეგეც ფულია, რაც ძალიან გვჭირდება.
ასი თავით ჯობია ბალდეს
არანაირად! მახსოვს დესტი ბარსაში რაც იყო და ყოველი თამაშის წინ ვიცოდით რომ მის ფლანგს აიკლებდნენ.
აი მიახლოვებული სეზონიც კი არ ჰქონია ბალდეს წინა სეზონთან.
და ამ საიტზე ძალიან ნერვების მომშლელია ბალდეს ისეთი დაუფასებლობა რომ ლამის კრისტალბეთ ლიგის დონის ფეხბურთელი გგონიათ ზოგიერთებს, მაშინ როცა წინა სეზონში მენდეშის მერე საუკეთესო მარცხენა ფულბექი იყო და ამ სეზონშიც თუ არ გაუბრწყინია არც იმ დონეზე ცუდად უთამაშია რომ უკვე დესტები და ვიღაცეები ჯობდნენ.
პროსტა ასე მგონია ხალხი ჩასაფრებულია რო *ლეობა თამაში ჩაატაროს და მერე გამოხტნენ დასაჯმელად, არადა სეზონში მაქს 1-2 თამაში აქვს ეგეთი კატასტროფა მაშინ როცა დანარჩენ პერიოდში სულ სტაბილურად ნორმალურ დონეზე დგას.
ჰოდა მემგონია რომ ბარსას ფანებს ერთადერთი პრობლემა რაც ბალდესთან გაქვთ ისაა რომ ბარსას სტილის არაა და მომენტებში სულელურ გადაწყვეტილებებს იღებს, მაგრამ სხვა ფულბექებს თუ კარგად დააკვირდებით ბალდეზე გაცილებით არასტაბილურები არიან, უამრავ შეცდომას უშვებენ და მხოლოდ იმის გამო აქვთ ჰაიპი რომ რამდენიმე დიდ თამაშში კარგად გამოჩნდნენ.
ჰოდა ბალდე ჯერ მხოლოდ 22 წლისაა, უკვე დადო ის პოტენციალი რომ იფიქრო რომ დროთა განმავლობაში გამოცდილებასთან ერთად სხვა ლეველზე ავა. ავიღოთ მაგალითად დემბელე, ეგეც *ლე და უინტელექტო გვეგონა, მაგრამ წავიდა თუ არა პსჟ-ში ოქროს ბურთი დადო და მეორე წელსაც ფავორიტია, რატო? იმიტომ რომ სწორ სისტემაში ჩაჯდა, როლი კარგად შეურჩიეს, ექიმები უპოვეს, მოხოდეს და ამავდროულად ასაკთან ერთად პიროვნულადაც ჩამოყალიბდა.
ხოდა მემგონია რომ ძალიან ზედმეტებს ვითხოვთ ხოლმე ამ ბავშვებისგან მათი ასაკის გათავლისწინებით. რეალურად ამ ასაკში უნდა იწყებდნენ კარიერას და ჩვენ რადგანაც 3-4 წელია ვუყურებთ გვგონია რომ მათი განსჯა ისევე შეგვიძლია როგორც ზრდასრულ, პრაიმში მყოფ ფეხბურთელს განვსჯიდით და საერთოდ არ უნდა იყოს ეგრე.
ხოდა ჩემი აზრით როცა ბავშვებს ეხება საქმე, მთავარი ისაა რომ პოტენციალი დაინახო, დალშე რაღაც ასაკამდე რომ მივა და განვითარებას ვერ დაინახავ, მერე კი ბატონო..
სად დაინახე კაცურად ბალდეს პოტენციალი? საუკეთესო სეზონშიც არ გამოდიოდა პასი ( ჩაწოდება) გასაგებია სისწრაფე აქვს და კარგ სეზონში დაცვაში სისწრაფის ხარჯზე კარგი იყო, დაცვაშიც თავის სისწრაფით და ჯანით დროულად ჩამოდიოდა მაგრამ ბარსას აკადემიაში რომ კაცს პასს ვერ ასწავლიან იმის პოტენციალი რა ვთქვი მე. გასაგებია 22 წლის ბიჭმა შეიძლება მოუმატოს მაგრამ არ მგონია ისეთი მოუმატოს, რომ ბარსელონას ძირითადის მოთამაშის კლასი დააკმაყოფილოს. რავიცი ღმერთმა ქნას და კვერცხებიანი ალბა დადგეს მარა მეეჭვება. საუდის არაბეთიდან არდადაგებიდან, 6 თვის უთამაშებელი 31 წლის კაცი რომ ერთ თვეში ისე გაჯობებს შენს გამზრდელ კლუბში, რომ კითხვის ნიშანს არ დატოვებს მთლად მასეც არ უნდა ჩააგდო სეზონი😆 თან ისეთი სახოთ მოძრაობს მგონი ცოტა ჩაქიმა კიდეც და ბარსაა თუ ფსიქდისპანსერი ბლიად 😕იქით არაუხოს უმკურნალე აქეთ ბალდეს 😆 რა გახდა ერთი ბრაზილიელი კარგი ფლანგის მცველის პოვნა აღარ კეთდებიან ბრაზილაში ახალი ალვეშები და კარლოსები? მარა პრინციპში რონალდოები და ადრიანოებსაც აღარ-ვეღარ კეთდებიან, დაენძრათ ბრაზილიელებს წარმოების ხარისხში ძაან.
ბოდიში, მაგრამ ძალიან არასწორად მსჯელობ. ჯერ იმით იწყებ რომ სად დაინახე ბალდეს პოტენციალიო და მერე გადადიხარ პირდაპირ მაგისი პასის კულტურის არქონაზე, რაც ისე გამოდის რომ ამბობ ბალდეს პოტენციალი არააქ რადგან ჩაწოდებებს ვერ აკეთებსო?! რავი აბსურდია ეგეთი შეხედულება, მაგრამ იმ ტიპისგან არ მიკვირს ვინც ალვარესში ვერ ხედავს კლასს..
ხოდა აი მსოფლიოშიც ბევრი არ არის პოტენციურად ბალდეზე უკეთესი.
მენდეში რომ მენდეშია ბოლოს როდის ნახე მაგისგან საკაიფო ჩაწოდება?! 2021 წლიდან ვუყურებ მაგ ბიჭს როცა პსჟში გაიჩითა და მაშინ მესის გამი პსჟს თამაშებს არ ვმაზავდი, ხოდა ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდი რომ მსოფლიოს საუკეთესო დადგებოდა, მაგრამ მაგისი ჩაწოდების კულტურა არასდროს არ ყოფილა მაგისი საბაბი.
ხოდა თუ დააკვირდები ბალდე მონაცემებით ძალიან გავს მენდეშს აი იმ დონეზე რომ მაგის ასლი შეიძლება გამოძერწო, მარა მაგიტო ვადარებ დემბელეს შემთხვევას რომ სისტემურად განსხვავდება ბარსა და პსჟ და ამიტომაა რომ ერთი ამართლებს და მეორე ვერა. აი ენრიკეს მისვლამდე მენდეში ზუსტად ის იყო რაც დღეს ბალდეა მაგრამ სწორ სტრუქტურაში გამოიძერწა საუკეთესო ფულბექად და თან ახლა პრაიმ ასაკში ყოფნაც ეხმარება მაშინ როცა ბალდე ჯერ 22 წლისაა.
ხოდა მოკლედ იმის თქმა მინდა რომ რეალურად არ არსებობს სამყარო სადაც ბალდე, კუნდე, არაუხო, კუბარსი და ა.შ. პოტენციურად სამყაროს ერთ-ერთი საუკეთესო მცველები არ არიან. აი ჩააგდე ეგენი ინტერში, ინგლისურ კლუბებში, პსჟში ან რავი უბრალოდ ნორმალურ დაცვით სტრუქტურაში და ნახაც რასაც ითამაშებენ, მაგრამ ფლიკის ჰაილაინში თავს დავდებ რომ მალდინი და ბარეზიც კი ვიღაცა ს*რი მცველები გეგონებოდნენ, რადგან ტიპი ისეთი ტაქტიკით თამაშობს რომ პრაქტიკულად მცველებს თავზე აჯვამს და ეუბნება არ მჭირდებითო, ჰოდა როგორ წარმოგიდგენია რომ 30 მეტრიან თავისუფალ ზონაში რო 2 კაცი გარბის იქ მცველმა რა უნდა გააკეთოს?! ან კიდევ ლამის ყველა გოლი რასაც გვიტანენ ერთმანეთის იდენტური რომაა ესე იგი იქ მარტო მცველის ბრალი არაა ხო?! აბა დაუფიქრდი..