Sport-ის ჟურნალისტის ტონი ხუანმარტის ინფორმაციით, “აიაქსი” მომდევნო სეზონისთვის მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად ჩავი ერნანდესს განიხილავს.
ამსტერდამული კლუბი ნიდერლანდებში ძველი დიდების დაბრუნებას გეგმავს და ახალი პროექტის შენებას იწყებს, მწვრთნელად კი ერთ-ერთ სასურველ კანდიდატად ჩავის მიიჩნევს. “აიაქსი” ესპანელის გამოცდილებასა და ახალგაზრდებთან მუშაობის უნარს აფასებს.
“ბარსელონას” თავკაცს გაცხადებული აქვს, რომ სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს, თუმცა მედიაში მისი დარჩენის შესაძლებლობაზე აქტიურად იწერება. მიუხედავად ამისა, ჩავი დაჟინებით იმეორებს, რომ გადაყვეტილებას არ შეიცვლის და ამასთან, “ბარსას” დატოვების შემდეგ მინიმუმ ერთი წელი დაისვენებს.




კარგი ვარიანტია ნამდვილად სამივე მხარისთვის. ჩავი გამოცდილებას დააგროვებს და თავისუფლება ექნება აიაქსში, ბარსა ურთიერთობას კიდევ უფრო გამოასწორებს მათთან და ჩავის გაუშვებს, აიაქსი კი პერსპექტიულ მწვრთნელს დაიმატებს და იქნებ მოვიდნენ აზრზე.
როგორც იტყვით.
კაია ჩავისყვისაც და აიაქსისთვისაც და იმედია ჟოღჟისთვისაც კარგიბიქნება და დაიტოვებს ჩავი
უიდიალურესი ვარიანტია, რაღაცატომ არც მიფიქრია ამაზე და ახლა რომ წავიკითხე გამინათდა გონება😆 აიაქსი მართლა ზედგამოჭრილია ახლა ჩავისთვის, გამოცდილება, თავისუფალი გადაწყვეტილებები, ახალგაზრდების აღმოჩენის ამოუწურავი შესაძლებლობა და შედარებით მარტივი მიზნები, ასევე სტილის მსგავსება, არც გუნდს და არც მწვრთნელს არ გაუჭირდება წესით ადაპტირება. მითუმეტეს ჩავარდნილია აიაქსი და კი უნდა ქონდეს ჩავისაც იმედი რომ ამოიყვანს იმ ჭაობიდან, რადგანაც ერთხელ უკვე აქვს გაკეთებული და თან უფრო დიდ კლუბში.
სწორედ სამაგისო კლუბია აიაქსი, იმედია მანდ აიმაღლებს კვალიფიკაციას და მერე დაბრუნდეს.
აქამდე უნდა წასულიყო ჯერ აიაქსში და მერე ჩვენთან
კაი აზრია ეს წავიდეს აიაქსში და ჩვენთან ფლიკი მოიყვანონ
ეს თუ აიაქსში დანიშნეს ძაან კარგი იქნება, ჯერ ხო იმიტო რო გამოცდილებას შეიძენს უდიდესს, მერე ექსპერიმენტების ჩატარების უფლება ექნება და საკუთარ თავს იპოვის, მერე კიდე იჯარის პონტში დავნათესავდევით აიაქსთან და შეგვიძლია ახალგაზრდები პრაქტიკისთვის გავუშვათ.