“ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, ვიქტორ ფონტმა ჟოან ლაპორტა გააკრიტიკა.
როგორც ფონტი ამბობს, კლუბის ამჟამინდელ პრეზიდენტს თვითკრიტიკა აკლია, რის გამოც ლაპორტა მტრის ხატს მუდმივად სხვაში ეძებს.
ის საკუთარ თავს არასდროს აკრიტიკებს და მტერს მუდმივად სხვაგან ეძებს. ცხადია, როდესაც სამართლიანობაზე საუბრობ და “რეალ მადრიდს” ახსენებ, გულშემატკივრები მხარს ბოლომდე გიჭერენ, თუმცა საქმეების კეთება საკუთარ კედლებშივე უნდა შეგეძლოს და ნაპერწკლებს არ უნდა ყრიდე.
ამჟამინდელ “ბარსელონაზე” ვბრაზობ, რადგან მათ არ შეუძლიათ, რომ მიმდინარე პროცესებზე გარკვევით ისაუბრონ. მაგალითად, მადრიდელებს მხოლოდ სტადიონიდან გამომდინარე დამატებით 120-150 მილიონი ევროს შოვნა შეუძლიათ, რასაც ისინი კილიან მბაპეს ტრანსფერში დახარჯავენ. ასეთი საქმეები ბარსელონაში არ ხდება და ეს პრობლემაა.
ის ადამიანი, ვინც კლუბის საპასუხისმგებლო თანამდებობაზეა და გადაწყვეტილების მიღება ევალება, პროფესიონალი უნდა იყოს და არა ხელმძღვანელობის ახლობელი.
– ამბობს ვიქტორ ფონტი.
მოქმედი ბიზნესმენი იმასაც ამბობს, რომ მხოლოდ ჩავის გაშვებითა და ფლიკის დანიშვნით ბევრი არაფერი შეიცვლება, რადგან, მისი აზრით, “ბარსელონაში” ძირეული ცვლილებების დაწყებაა საჭირო.
ეს რა ჩვენი ოპოზიციასავით საუბრობს ტო
კარგად წაიკითხეთ ეს მონაკვეთი და გაუაზრეთ…
აი დავამთავრებთ სტადიონს და ჩვენც მოვაწყობთ კონცერტებს კამპ ნოუზე.
მართალია ეს კაცი
მაგრად შეცდნენ ეს კაცი რო არ მოიყვანეს,,აგერ ეხა დაიწერა დე ძერბის მოსვლა გადაწყვეტილია🤦🏻♂️🤦🏻♂️ეგ ზღარბი იმენაა🤦🏻♂️🤦🏻♂️ჯერ პრემიერლიგა მითხარით ახლა ბრაიტონი და ვაფშე ვინ ჩემი სირია ჯერ რასგავს როჟა