workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საჩივარი უარყოფილია | ვიტორ როკეს წითელი ბარათი ძალაში რჩება

საჩივარი უარყოფილია | ვიტორ როკეს წითელი ბარათი ძალაში რჩება

მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონამ” ვიტორ როკეს “ალავესის” წინააღმდეგ მიღებული წითელი ბარათი გაასაჩივრა, ლა ლიგის კომიტეტმა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

აღნიშნულის შესახებ Mundo Deportivo წერს, რომლის ინფორმაციითაც კლუბმა ფედერაციულ დისციპლინურ ორგანოს გასულ ორშაბათს მიმართა, რომელმაც საჩივარი განიხილა, თუმცა არ დააკმაყოფილა.

მარტინეს მუნუერამ როკე გააძევა, შემდეგ კი მანვე თქვა, რომ ბრაზილიელმა მეტოქეს ფეხი გაუაზრებლად, თამაშის წესების დარღვევით ჩაარტყა, რის გამოც წითელი ბარათის ჩვენებაში შეცდომა არაფერი იყო.
ამავე აზრს იზიარებს RFEF-ის პირველი დისციპლინარული ორგანო, რომელსაც “ბარსელონამ” ვიდეომტკიცებულებაც კი წარუდგინა, თუმცა კლუბმა დამაკმაყოფილებელი შედეგი ვერ მიიღო.

– წერს ესპანური გამოცემა.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ოქმის სახით წარდგენილი დოკუმენტაცია საბოლოო სახეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლის, თუ მსაჯის მხრიდან თამაშის მსვლელობისას აშკარა შეცდომაა დაშვებული, თუმცა როგორც დისციპლინარული ორგანოს მსჯელობიდან ვარკვევთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ როკეს წითელი ბარათი გაუქმდეს და ბრაზილიელმა “გრანადასთან” თამაში შეძლოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • Rick Sanchez
    schedule 08 თებ 2024, 21:18
    #8

    მე მაგათი შუბა დავხიე

  • La Pulga10
    schedule 07 თებ 2024, 21:16
    #7

    ვნახოთ აბა რომერო რა აუდიო ჩანაწერს გაავრცელებს

  • nika 54
    schedule 07 თებ 2024, 19:09
    #6

    მერე სადაა ჟერარ რომეროს შეპირებული ვიდეო? დიდ გულზე რო იყო ასე და ისე ვიზავო. დაიმალა?

  • suxaaa
    schedule 07 თებ 2024, 17:06
    #5

    ვაა დაჟე გაუსაჩივრებიათ არც მეგონა იმიტომ რომ ზუსტად ვხვდებოდი მაინც უარი იქნებოდა და რა აზრი ქონდა გასაჩივრებას ბარსელონას ფეხბურთელზეა საუბარი თორე რეალის ფეხბურთელი რო მაგ სათამაშო ეპიზოდის მონაწილე ყოფილიყო აქეთ გააგდებდნენ ალავესის ფეხბურთელს იტყოდნენ გაშლილი ფეხით წავიდა და ამანაც ვეღარ აიცილაო და ვინუჟდენად ჩაარტყაო, ეჭვიც არ შეგეპაროთ

    ციტატა: C.PC5
    არც შეხებია მგონი და რანაირად ჩაარტყა, თან თვითონ ამბობენ გაუაზრებლადო😃 აბა ძალით რომ ექნა რაღატოვგაასაჩივრებდნენ🙂


    რა მნიშვნელობა აქვს მეგობარო შეხებია თუ არა დავალებული ქონდა მსაჯს სამეფო ყვერისგან და შეასრულა

  • C.PC5
    schedule 07 თებ 2024, 16:54
    #4

    არც შეხებია მგონი და რანაირად ჩაარტყა, თან თვითონ ამბობენ გაუაზრებლადო😃 აბა ძალით რომ ექნა რაღატოვგაასაჩივრებდნენ🙂

  • Jorkaeff
    schedule 07 თებ 2024, 16:21
    #3

    აბა მოემზადეთ. რომერო – შენი გამოსვლის ჯერია! 😉 დადე რასაც დებ და დამანახე ამ მსაჯრიდის პირდაღებული სახეები კიდე.

  • Barca1980
    schedule 07 თებ 2024, 15:59
    #2

    მადრიდის რეალისა და პაპა პერესის ჯიბის ჩემპიონატი !!! არ ყოფნის რაცა აქვს და ეხლა სუპერ ლიგას აწვება , ლა ლიგაში რა მსაჯობაა და იქ წარმომიდგენია რა იქნება !!

  • FrankieVanJong
    schedule 07 თებ 2024, 15:41
    #1

    დაგვცინიან ამათ დედას დაეცა უმტიტი