workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
დანი ალვესის სასამართლო პროცესი დაიწყო | ბრაზილიელი 2023 წლის შემდეგ პირველად გამოჩნდა

დანი ალვესის სასამართლო პროცესი დაიწყო | ბრაზილიელი 2023 წლის შემდეგ პირველად გამოჩნდა

ბარსელონაში დანი ალვესის სასამართლო პროცესი დაიწყო. ბრაზილიელს ბრალად 23 წლის გოგოს გაუპატიურება ედება.

ალვესი 2022 წლის დეკემბერში დააკავეს და მას შემდეგ პატიმრობაში იმყოფება. ლეგენდარული ფეხბურთელი 2023 წლის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა.

დანი ალვესი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ახალგაზრდა გოგო სექსუალურ კავშირზე დათანხმდა. ბრაზილიელმა ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა, მაგრამ გოგონას პოზიცია მყარია და ამტკიცებს, რომ ალვესმა ბარსელონას ერთ-ერთი ღამის კლუბის საპირფარეშოში მასზე სექსუალურად იძალადა.

გავრცელებული ცნობებით, დანის წინააღმდეგ მტკიცებულებები შეგროვებულია, მათ შორის, ვიდეოჩანაწერები და მოწმეთა ჩვენებები.

თუ ალვესს დამნაშავედ ცნობენ, შესაძლოა, მას €15 000 ევრომდე კომპენსაციის გადახდა დაეკისროს და 10-წლიანი (ან მეტი) პატიმრობით დაისაჯოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • Rick Sanchez
    schedule 06 თებ 2024, 08:10

    ვიდეო ჩანაწერები როგორ არსებობს, პორნოს იღებდა?

  • levanoza
    schedule 05 თებ 2024, 22:55

    ციტატა: cruyff9
    რა სასამართლოა ასეთი აგათი დედა ვატირე მილიონები ვერ ჭრის?))))აქ მეორე დღესვე გარეთ იქნებოდა


    სასამართლო მაგისია, მეგობარო, რომ მილიონებმა და მილიარდებმა ვერ შეაცვლევინონ ობიექტურობა. მაგარი ფეხბურთელი იყო დანიელა, მაგრამ თუ დაუმტკიცდა, რასაც აბრალებენ გახვრეტილი პესეტაც არ ღირს როგორც მისი ფეხბურთელობა, ასევე კაცობა და ადამიანობაც!

  • cruyff9
    schedule 05 თებ 2024, 21:03

    რა სასამართლოა ასეთი აგათი დედა ვატირე მილიონები ვერ ჭრის?))))აქ მეორე დღესვე გარეთ იქნებოდა

  • nika 54
    schedule 05 თებ 2024, 20:45

    ამას თუ პირველივე ქალთან ძალადობაზე 10 წელს მიუსჯიან, მაშინ რონალდუ დასახვრეტი ყოფილა, სამჯერ უჩივლეს ქალებმა და ყოველთვის ფულით აჩუმებდა მომჩივანს, ერთი მგონი ეხლაც ჩივის.

  • alwaysculerr
    schedule 05 თებ 2024, 20:40

    ეს ბრაზილიელები ყველა არაპროფესიონალები იყვნენ და ფეხბურთს სულ მეორე პლანზე აყენებდნენ, დანის რისფექთ რაც აქამდე ბარსასთვის(ფეხბურთისთვის) გაუკეთებია, მაგრამ ადამიანობა პირველ რიგში.