ანდრეას კრისტენსენი დანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

ანდრეას კრისტენსენი დანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

“ბარსელონას” ცენტრალური მცველი, ანდრეას კრისტენსენი დანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

აღნიშნული ჯილდო კრისტენსენს დანიის ფეხბურთის ფედერაციამ გადასცა, თავად ანდრეასმა კი თქვა, რომ ასეთი პრიზის მიღება მისთვის განსაკუთრებული მოვლენაა.

“ბარსელონას” სკანდინავიელმა მცველმა საუკეთესოთა დუელში პიერ-ემილ ჰოიბერგს აჯობა.

ანდრეას კრისტენსენს “ბარსელონაში” შესანიშნავი 12 თვე ჰქონდა, რა დროშიც მან როგორც ლა ლიგა, ისე ესპანეთის სუპერთასი მოიგო. 2023 წელს კრისტენსენმა კლუბში 41 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და ჩავი ერნანდესისთვის ერთ-ერთი მთავარი არჩევანი გახდა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • nika 54
    09 იან 2024, 20:12

    ეკუთვნოდა ნამდვილად.

  • Rick Sanchez
    09 იან 2024, 13:31

    ლა ლიგაშიც ერთ-ერთი საუკეთესო და დაუფასებელი მცველი იყო 2023 წელს.

  • C.PC5
    08 იან 2024, 21:29

    დამსახურებულად ნამდვილად❤️🙌