workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ჩავი ერნანდესი შახტართან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი შახტართან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესმა ჩემპიონთა ლიგაზე “შახტართან” ხვალ გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

გავაანალიზეთ, რომ “რეალ სოსიედადთან” მეორე ტაიმში ინტენსივობა გვაკლდა. მეტოქემ გვაჯობა.

მიუხედავად ამისა, “რეალ მადრიდთან” სხვაობა შევამცირეთ, რაც პოზიტიური სიახლეა.

პედრი, რაფინია, რობერტი და ჟიული ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. ისინი დაგვიბრუნდნენ და უკეთესად თამაში გვმართებს. თუმცა, მათ გარეშეც კარგად ვითამაშეთ. 
ხვალ ჩემპიონთა ლიგაზე კარგი სტარტი 3 ქულით უნდა გავაგრძელოთ. პირველ რიგში, ჯგუფიდან გასვლა უნდა გავინაღდოთ, პირველი ადგილის დაკავებაზე კი ამის შემდეგ ვიფიქრებთ. ხვალ დიდებული შესაძლებლობა გვექნება, რასაც ხელიდან ვერ გავუშვებთ.
კანსელუ თავის პოზიციას დაუბრუნდება. მატჩების 80%-ში ის მარჯვენა მცველი იქნება.

2 წელი მწვრთნელის რანგში? მიზნისკენ მიმავალი გზის შუაში ვიმყოფებით. “ბარსა” მწვერვალზე უნდა დავაბრუნოთ. ევროპაში უკეთესი შედეგები გვმართებს და საშინაო ჩემპიონატებში დომინაციის გაგრძელებაც, რასაც ვაკეთებთ.

ვიცით, რომ ჩვენი სტილით უნდა ვითამაშოთ. ეს მატჩების მოსაგებად აუცილებელია. 

“ბარსელონას” ევროპაში ბოლო წუთებზე ყველაზე მეტი გოლი გააქვს. ეს ორ რამეზე მიუთითებს: 1. კარგ ფიზიკურ ფორმაში ვიმყოფებით; 2. ამბიციური გუნდი ვართ.

“ბარსელონა” დონეცკის “შახტარს” ხვალ, 21:45 საათზე, ჰამბურგში დაუპირისპირდება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 07 ნოე 2023, 20:14

    გავაანალიზეთ, რომ "რეალ სოსიედადთან" მეორე ტაიმში ინტენსივობა გვაკლდა. მეტოქემ გვაჯობა.
    სოსიედადმა რო გვაჯობა მაგას ანალიზის გარეშეც მივხვდით სუყველა და თქვენ ამისთვის მატჩის ანალიზი დაგჭირდათ? ანალიზი რათ უნდა მეტოქე რო მუდმივად გიტევს და ისე გაპრესინგებს მის ნახევარზე ვერ გადადიხარ?
    ვნახოთ დღეს როგორ გამოიყენებ ინ ანალიზის შედეგებს, შეუუტევ და გოლებს შეყრი თუ ისევ დაცვაში ჩაჯდები 1 ბურთით რო დაწინაურდები. არადა ხო ეტყობა რო ტექნიკურად ძალიან უინტელექტოები არიან და მხოლოდ სისწრაფის და გამძლეობის ხარჯზე დაგვჩაგრეს თამაშის ბოლოს.

  • La Pulga10
    schedule 07 ნოე 2023, 13:32

    სად თქვა რომ კარგად ითამაშეს სოსიედადთან? უბრალოდ ყურადღება გაამახვილა,რომ მოგების წყურვილი აქვთ და ბოლო წუთებამდე სათამაშოდ ფიზიკური ფორმა ხელს უწყობთ. დასაწყისში რაც თქვა მე ესე გავიგე,რომ სოსიედადთან სლაბად ვითამაშეთ,თუმცა რეალმა რო ფრე გაგორა და სხვაობა შემცირდა ეგ კაი ამბავიაო. ვერსად მე ვერ ამოვიკითხე კარგად ვითამაშეთ სოსიედადთანო ან რამე მსგავსი.

  • me da barca
    schedule 07 ნოე 2023, 02:59

    ვკითხულობ და არ მჯერა, რომ ამას ჩავი ამბობს. მე მგონი გამოგვიცვალეს ჩავი, თუ ეს მისი ორეულია?!
    არ უტყდება ამას, რომ ამბობს?

  • akaki
    schedule 07 ნოე 2023, 02:46

    BarcaFan❤💙, ეს სოსიედათან თამაშს ეძახის კაი თამაში ვითამაშეთო?შენი თქმის არ იყოს პროსტა მეც მიტყდება.ამხელა ფეხბურთელი რომ ასეთ რაღაცა სირობას ამბობს…რიალთან ბიჭებმა ითამაშა.და წაგება ხავის ბრალი იყო.არასწორი ზამენა რომ გააკეთა.

  • nikusha
    schedule 07 ნოე 2023, 00:13

    ე.ი. ხვალ კანსელუ იქნება მარჯვენა მცველადდა 4 მცველით ვიყომარებთ

  • BarcaFan❤💙
    schedule 06 ნოე 2023, 22:27

    რა სამარცხვინო რამეებს იძახი არ გიტყდება ამხელა საფეხბურთო ლეგენდას?😀