workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ლიონელ მესი ოქროს ბურთის მოგების შემდეგ: მქონდა შესაძლებლობა, მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მეთამაშა

ლიონელ მესი ოქროს ბურთის მოგების შემდეგ: მქონდა შესაძლებლობა, მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მეთამაშა

ლიონელ მესიმ მე-8 ოქროს ბურთის მოგების შემდეგ, პარიზში შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით მიმართა:

დიეგო, სადაც არ უნდა იყო, ეს ჯილდო შენც გეკუთვნის. დაბადების დღეს გილოცავ – ამისთვის ამაზე უკეთესი ადგილი არ არსებობს.

ოჯახსა და მეგობრებს მადლობას ვუხდი, რომ წლების განმავლობაში მეხმარებოდნენ, ოცნებები ამეხდინა და მსოფლიო ჩემპიონი გავმხდარიყავი.

კოპა ამერიკისა და მუნდიალის მოგებაზე ყოველთვის ვოცნებობდი და არასდროს დავნებებულვარ, რითაც ვამაყობ. 

რვავე ოქროს ბურთი განსაკუთრებულია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდური ტიტულებია.
როგორც აიტანამ თქვა, მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაშის შესაძლებლობა მქონდა. 
ამ ჯილდოს მოგება არგენტინის ნაკრების დამსახურებაა. ეს პრიზი ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბსა და თითოეულ არგენტინელს ეკუთვნის. 
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამდენს მივაღწევდი. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ძალიან რთულია და დალოცვილი ვარ.

ოქროს ბურთს ერლინგიც იმსახურებდა. მან პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ასევე ყველა ტურნირის ბომბარდირი იყო. დარწმუნებული ვარ, მომავალ წლებში ამ ჯილდოს მოიგებ.

შემიძლია, იგივე ვთქვა კილიანზეც. მბაპე და ჰოლანდი უდიდესი ტალანტები არიან.

კარიერის დასრულებაზე არ ვფიქრობ. მინდა, სიამოვნება განვაგრძო. კონკრეტულ თარიღს ვერ დავთქვამ. ფეხბურთი მუდმივად იცვლება.

ლეო მესის ოქროს ბურთი ისტორიაში ისედაც ყველაზე მეტჯერ ჰქონდა მოგებული, ახლა კი თავისივე შედეგი გააუმჯობესა. უახლოეს მდევარ კრიშტიანუ რონალდუს 5 ოქროს ბურთი აქვს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (15)

  • gio-rakitich
    schedule 31 ოქტ 2023, 22:56

    ეჰ მესი მესი დახურე ფეხბურთი საერთოდ მუნდიალის მოგებით და მერვე ოქროს ბურთით, რა დასანანია რომ დასასრულს უახლოვდება ეს ყველაფერი❤️
    და რა გაგვიმართლა ყველას რომ თავიდან ბოლომდე თვალი ვადევნეთ
    ამდენი წლის განმავლობაში მესის ტალანტ შოუს, დაიბადება ვინმე ამის მსგავსი მაინც ოდესმე? არამგონია კარიერის დასრულების მომენტში ვისაც ფეხბურთი უყვარს ცრემლი არ მოადგეს თვალზე და ემოციებით არ აივსოს🙄

  • mari
    schedule 31 ოქტ 2023, 22:41

    ცნობილი გახდა, რომელმა ფეხბურთელებმა დაიკავეს 2023 წლის „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში 25-21-ე ადგილები.

    ქარიმ ბენზემა (ალ-იტიჰადი, საფრანგეთი)
    ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, საქართველო)
    ჯუდ ბელინგემი (რეალი, ინგლისი)
    ჰარი კეინი (ბაიერნი, ინგლისი)
    20. ლაუტარო მარტინესი (ინტერი, არგენტინა)
    ==========
    flushed wink კვარა ბელინგემზე წინ…

  • M10 S9 D11
    schedule 31 ოქტ 2023, 21:34

    ეეჰ შენ უნდა თამაშობდე ამერიკაში და რაფინია ბარსაში? სადაა სამართალი

  • Rolex
    schedule 31 ოქტ 2023, 16:35

    აუცილებლად იქნება განხილვა წლების შემდეგ ოქროს ბურთს მესის ბურთი დაერქვას😀ამერიკაში ხალხი ჩივის მესი ნუ თამაშობს ამერიკაში რადგან ჩვენი შვილები თავს უსუსურებათ გრძნობენ მის თამაშს რო უყურებენო😀😀ასეთი სიქაჯე დაბრეხვეს რამოდენიმე შტატში მართლა რანაირ ხალხს არ შეხვდები

  • nika 54
    schedule 31 ოქტ 2023, 15:54

    "ლიონელ მესი ოქროს ბურთის მოგების შემდეგ: მქონდა შესაძლებლობა, მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მეთამაშა"
    და რას ნიშნავს ეს სიტყვები? ჰქონდა შესაძლებლობა და არ ითამაშა? თუ ბარსაზე ლაპარაკობს მაშინ შესაძლებლობასთან ერთად ბედნიერებაც ჰქონდა მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ეთამაშა. ალბათ თარგმანშია პატარა გაუგებრობა თორემ დაიბნევა კაცი რომელ კლუბზე ლაპარაკობს რეალზე? თუ ალ ჰილალზე?
    ოქროს ბურთზე კი ეს ერთი და სხვა მრავალი მინდოდა მეთქვა, მაგრამ მაგაზე მრავალი რაღა უნდა იყოს, თუმცა როგორც ერთმა დიდმა ფეხბურთელმა ბექჰემმა თქვა და რუნი დაეთანხმა სიტყვა-სიტყვით: ფიფამ 2 ოქროს ბურთი უნდა გასცეს ყოველ წელს ერთი მესის მუდმივად და მეორე ვინც სხვებს აჯობებსო.

  • CHEPE
    schedule 31 ოქტ 2023, 12:13

    მე თუ მკითხავთ კამპნოუ უნდა გაიყიდოს სახელი და დაერქვას მესი სდადიონს როგოც ნაპოლისას მარადონა ჰქვია

    ციტატა: me da barca
    მესის ეს რეკორდი ათეული წლები დარჩება ხელშეუხებელი. ვერ წარმომიდგენია ვიღაცა გამოჩნდეს, რომელიც 9 ოქროს ბურთს მოიგებს. თანაც ეს ბურთები კრისტინასთან ჭიდილში მოიგო, რომ არა ის უფრო მეტსაც მოიგებდა დარწმუნებული ვარ.


    არ ძმა ერთი მეორეს ავსება კონკურენციაში და ზოგადად ერთმანეთს ეჭიდავებოდნენ ეს იმის საშვალებას აძლევდა რომ უფრო მყარი გამხდარიყო მოედანზე ყოველთვის ჯობია ძლიერ კონკურენტს აჯობო ვიდრე ესე იცი რომ ყოველ წელს შენია ბურთი

  • me da barca
    schedule 31 ოქტ 2023, 12:08

    მესის ეს რეკორდი ათეული წლები დარჩება ხელშეუხებელი. ვერ წარმომიდგენია ვიღაცა გამოჩნდეს, რომელიც 9 ოქროს ბურთს მოიგებს. თანაც ეს ბურთები კრისტინასთან ჭიდილში მოიგო, რომ არა ის უფრო მეტსაც მოიგებდა დარწმუნებული ვარ.

  • CHEPE
    schedule 31 ოქტ 2023, 12:07

    ციტატა: C.PC5
    რამდენი რამის თქმა შეუძლება ამ კაცზე და ბოლოს მაინც ყველა იტყვის რომ არაა საკმარისი დღესდღეობით არსებული ეპითეტები მის სრულყოფილად აღსაწერად. დიდი ალბათობით ბოლო ოქროს ბურთი იყო და კიდეც დაასახელა კონკრეტულად ვისაც გადაულოცა თავისი გზა, მერვე და უსასრულობა, პეპმა როგორც თქვა ერთი ოქროს ბურთი ცალკე უნდა იყოს და სულ მესის აძლევდნენ. რაც შეეხება დიეგოს, ალბათ თავისივე შთამომავლები ვერ გაახარებდნენ ვერასდროს ისე როგორც მესიმ გაახარა ბოლო წლების მანძილზე, სანაკრებო ტიტულებიც და აგერ უკვე ოქროს ბურთიც მიუძღვნა მისივე დაბადების დღეზე, აბა რა იქნებოდა ამაზე უკეთესი საჩუქარი ისეთი პატრიოტი კაცისთვის როგორიც მარადონა იყო?! აქამდე ვამბობდით წარმოუდგენელია მისი მსგავსი კარიერის აწყობა შეძლოს ვინმემ მომავალშიო, ახლა დარწმუნებული ვარ რო ვერავინ შეძლებს, ტალახაძესავით ისევ თვითონ თუარ მოინდომა საკუთარი რეკორდების დამხობა სხვაგვარად ყველა გორ მინასიანია ამ კაცთან😂😂😂😂 ვამოს ლეო❤️


    მარადონას ან პელეს რა ჰქონდა ისეთი კარიერა კაი რა თუ ძმა ხარ😀😀 ერთმა ბრაზილიაში სანტოში იფრინა მეორემ მოიარა ევროპა და მარტო ნაპოლში გაიდგა ფესვები ისიც რამდენიმე სეზონით ნაპოლის 2 ტიტული მოუტანა სკუდეტო… აი მესიზე როგორ უნდა თქვას კაცმა რომ ამათზე უკან დგას დღეს მაინც ისევ… როცა კაცმა ევროპა დაიპყრო უკვე ლალიგის 10 ტიტული, ლიგის 4 ტიტული, პატარ პატარა თასებზე არაფერს ვამბობ.. ნაკრებით კოპას ტიტული და მუნდიალი ამას სხვა მხრივ რეკორდების მეფე ყველა თითქმის 90% ასპექტში და 8 ოქროს ბურთი ოქროს ბუცები სხვადასხვა ინდივიდუალური ჯილდოები ამიხსნას ვინმემ პელე და მარადონაზე მაღლა როგორ ვერ დგას ეს კაცი ყველა შესაძლო ტიტული და მიღწევები აქ კარიერაში რაზეც ყველა ოცნებობს ამას საოცნებო ალბათ ბექემის გუნდის წინ წამოწევა და ემ ელ ეს ის ლიდერობა აქ გამიზნული მეტი რაღა დარჩენია საოცნებოც ამოწურა ტიპმა😉😀😀 თამაშის ხარისიცათ კი პელე მარადონაზე მაღლა დგას იმიტომ კიარ ვამბობ რომ მესის თამაშებზე ვართ გაზრდილი ამათ ყველას გაუჩო მირჩევნია მაგ მხრივ სტილით ანუ ის სულ სხვა ფენომენი იყო მისნაირი სტილის არც დაიბადება აწი ვინმე

  • B-L-A-U-G-R-A-N-A
    schedule 31 ოქტ 2023, 10:27

    Messi is infinity – ფეოლას სტატია დაამშვენებდა

  • C.PC5
    schedule 31 ოქტ 2023, 10:14

    რამდენი რამის თქმა შეუძლება ამ კაცზე და ბოლოს მაინც ყველა იტყვის რომ არაა საკმარისი დღესდღეობით არსებული ეპითეტები მის სრულყოფილად აღსაწერად. დიდი ალბათობით ბოლო ოქროს ბურთი იყო და კიდეც დაასახელა კონკრეტულად ვისაც გადაულოცა თავისი გზა, მერვე და უსასრულობა, პეპმა როგორც თქვა ერთი ოქროს ბურთი ცალკე უნდა იყოს და სულ მესის აძლევდნენ. რაც შეეხება დიეგოს, ალბათ თავისივე შთამომავლები ვერ გაახარებდნენ ვერასდროს ისე როგორც მესიმ გაახარა ბოლო წლების მანძილზე, სანაკრებო ტიტულებიც და აგერ უკვე ოქროს ბურთიც მიუძღვნა მისივე დაბადების დღეზე, აბა რა იქნებოდა ამაზე უკეთესი საჩუქარი ისეთი პატრიოტი კაცისთვის როგორიც მარადონა იყო?! აქამდე ვამბობდით წარმოუდგენელია მისი მსგავსი კარიერის აწყობა შეძლოს ვინმემ მომავალშიო, ახლა დარწმუნებული ვარ რო ვერავინ შეძლებს, ტალახაძესავით ისევ თვითონ თუარ მოინდომა საკუთარი რეკორდების დამხობა სხვაგვარად ყველა გორ მინასიანია ამ კაცთან😂😂😂😂 ვამოს ლეო❤️

  • Rolex
    schedule 31 ოქტ 2023, 05:13

    ციტატა: Bakero

    დიდი ხანია უკვე რაც გვჭირდება და გვინდა მაგრამ 85 ! მილიონი უწერია ტრანსფერზე ლევერკუზენი რამდენს დააფასებს ეგ კიდევ ცალკე თემაა ეგეთი მრავალფეროვანი და დიდი დიაპაზონის ნახევარმცველი რომ გვჭირდება და მაგაზე უკეთესს დღეს ვერავის ვიპოვით ეგეც ფაქტია


    მევასება ვირტცი.ტრავმის შემდეგ მეგონა გაუჭირდებოდა ფორმის დაბრუნება და ამან პირიქით განაგეძო განვითარება გიჟი ნახ მცველია ვირტცუნია თან ასაკიც მშვენიერი აქ ეგ და ალვარესი რო დაგვათრევინა 6-7 წელი კაციშვილი არავინ გვინდა მეკარის გარდა🙃

  • Bakero
    schedule 31 ოქტ 2023, 04:47

    ციტატა: Rolex
    ვირტცზე რას ფიქრობთ არ დაგვხატავს ეგ ბიჭი?
    პედრი ფრენკი გავი
    ვირტცი
    როკე ფელიში
    მგონი მშვენიერია მაგრამ 100 ცოტა ბევრი მეჩვენება


    დიდი ხანია უკვე რაც გვჭირდება და გვინდა მაგრამ 85 ! მილიონი უწერია ტრანსფერზე ლევერკუზენი რამდენს დააფასებს ეგ კიდევ ცალკე თემაა ეგეთი მრავალფეროვანი და დიდი დიაპაზონის ნახევარმცველი რომ გვჭირდება და მაგაზე უკეთესს დღეს ვერავის ვიპოვით ეგეც ფაქტია

  • Rolex
    schedule 31 ოქტ 2023, 03:42

    ვირტცზე რას ფიქრობთ არ დაგვხატავს ეგ ბიჭი?
    პედრი ფრენკი გავი
    ვირტცი
    როკე ფელიში
    მგონი მშვენიერია მაგრამ 100 ცოტა ბევრი მეჩვენება

  • BarcaFan❤💙
    schedule 31 ოქტ 2023, 02:46

    მოდით შენც და ინიესტაც ბიჭო არ გამაგიჟოთ სადაც 39 წლის მოდრიჩი ახერხებს ბარსელონასთვის თამაშის დატრიალებას დავიჯერო თქვენ ვერ შეძლებდით კიდე 1ტრებლის მოგებას?💔

  • cruyff9
    schedule 31 ოქტ 2023, 02:17

    🥹🥹❤️❤️❤️