The Athletic-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” და “ლოს ანჯელესი” მამადუ ფალის ტრანსფერის დოკუმენტებს აფორმებენ.
კატალონიური კლუბი სენეგალელ მცველს იჯარით აიყვანს, სურვილის შემთხვევაში კი მისი გამოსყიდვა $7 მილიონად შეეძლება.
“ლურჯ-ბროწეულისფერები” ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და სჯერათ, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ყველაფრის მოგვარება მოესწრება.