workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
10 საინტერესო ფაქტი ამერიკული ტურნეს შესახებ

10 საინტერესო ფაქტი ამერიკული ტურნეს შესახებ

2023/24 წლების სეზონისთვის მზადების ნაწილს “ბარსელონა” ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარებს, სადაც “იუვენტუსს”, “არსენალს”, “რეალ მადრიდსა” და “მილანს” ამხანაგურად დაუპირისპირდება.

კატალონიური კლუბი ამერიკული ტურნეების ისტორიიდან 10 საინტერესო ფაქტს გვთავაზობს.

  1. “ბარსელონა” ამერიკაში პირველად 1937 წელს გაემგზავრა და ნიუ იორკში 4 ამხანაგური თამაში ჩაატარა. კატალონიელებმა “ბრუკლინ ისპანია” 4-2, “ნიუ იორკი” 4-3, ამერიკის ნაკრები 2-0 და Hebrew XI 3-0 დაამარცხეს.
  2. “ბლაუგრანას” ამერიკაში დასაბრუნებლად 32 წელი დასჭირდა, მაგრამ მას შემდეგ ოკეანის გაღმა 13-ჯერ იმოგზაურა და 38 თამაში ჩაატარა, საიდანაც 25 მოიგო.
  3. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა უმასპინძლებს. იმ 4 სტადიონიდან, რომლებზეც “ბარსა” წლევანდელი ტურნეს დროს ითამაშებს, სამზე მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები გაიმართება – Levi’s Stadium (სან ფრანცისკო), SoFi Stadium (ლოს ანჯელესი), AT&T Stadium (დალასი).
  4. ამერიკაში “ბარსელონას” ყველაზე მეტჯერ “იუვენტუსთან” უთამაშია. სწორედ ტურინული გუნდი იქნება ახალ სეზონში “ბარსას” პირველი მეტოქე. აქამდე გამართული 5 დაპირისპირებიდან პირველი 1969 წელს ჩატარდა, როდესაც “ბლაუგრანამ” “ბებერი ქალბატონი” ორჯერ, 3-2 და 1-0 დაამარცხა. 2003 წელს გუნდებმა 2-2 ითამაშეს, 2017 წელს კვლავ “ბარსამ” მოიგო (2-1), ხოლო წინა ზაფხულში გამართული შეხვედრა ისევ 2-2 დასრულდა.
  5. უსმან დემბელემ “ბარსელონას” მიერ ამერიკაში გამართული ბოლო 5 დაპირისპირებიდან ოთხში გაიტანა. ფრანგმა შემტევმა თავი წინა ზაფხულში “ინტერ მაიამისთან”, “იუვენტუსთან” და “ნიუ იორკ რედ ბულზთან”, ხოლო 2019 წელს “ნაპოლისთან” გამოიჩინა.
  6. “ბარსელონასა” და “არსენალის” დაპირისპირება ლოს ანჯელესში გაიმართება, ქალაქში, რომელსაც დასწრების მხრივ MLS-ის რეკორდი ეკუთვნის. 6 დღის წინ, 4 ივლისს “ლოს ანჯელეს გელექსისა” და “ლოს ანჯელესის” დაპირისპირებას 82 110 ადამიანი ესწრებოდა.
  7. წლევანდელი 4 სტადიონიდან ერთადერთი, რომელზეც “ბარსას” აქამდე არასდროს უთამაშია, ლოს ანჯელესის SoFi Stadium არის. ეს არის NFL-ის გუნდ “ლოს ანჯელეს რემსის” საშინაო არენა, თუმცა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშების მატჩებს უმასპინძლებს.
  8. “ბარსელონას” “არსენალთან” 5 ამხანაგური თამაში აქვს ჩატარებული, მაგრამ არცერთი ამერიკაში. წინა 5 დაპირისპირებიდან ყველა კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა.
  9. ზედიზედ მეორე ზაფხულში ამერიკა ამხანაგურ “ელ კლასიკოს” უმასპინძლებს. ოკეანის გაღმა ამ გუნდების პირველი დაპირისპირება 2017 წელს გაიმართა, როდესაც “ბარსამ” მესის, რაკიტიჩისა და პიკეს გოლებით 3-2 მოიგო. გასულ ზაფხულში “ბლაუგრანამ” რაფინიას გოლით 1-0 იმარჯვა.
  10. ტურნეს ბოლო დაპირისპირება “მილანთან” გვექნება. თამაში ლას ვეგასში გაიმართება, იმავე სტადიონზე, რომელზეც წინა წელს “რეალ მადრიდს” ვეთამაშეთ. ამერიკაში “მილანთან” გამართული წინა ორი შეხვედრიდან კატალონიელებმა ერთი მოიგეს (2003 წელს, 2-1) და ერთი წააგეს (2018 წელს, 0-1).
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 10 ივლ 2023, 15:42
    #3

    "ბარსელონასა" და "არსენალის" დაპირისპირება ლოს ანჯელესში გაიმართება, ქალაქში, რომელსაც დასწრების მხრივ MLS-ის რეკორდი ეკუთვნის. 6 დღის წინ, 4 ივლისს "ლოს ანჯელეს გელექსისა" და "ლოს ანჯელესის" დაპირისპირებას 82 110 ადამიანი ესწრებოდა.[u]
    ეს თამაში ამერიკული კლასიკო ყოფილა თანაც ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს და ამაზე კარგ ადგილას სად წავიდოდნენ ნამდვილი ფეხბურთის ფანები, მითუმეტეს შუა კვირაში რო უქმე გაქვს.

  • cruyff9
    schedule 10 ივლ 2023, 14:29
    #2

    პრესეზონზე გიჟები ვართ😅❤️

  • Rick Sanchez
    schedule 10 ივლ 2023, 14:12
    #1

    პრესეზონზე დაგვანახებენ ვითომ მაგრები არიან და მერე მთელი სეზონი სვარკას გვაყურებინებენ