ლა ლიგამ “ბარსელონას” დირექტორთა საბჭოს მიერ წარდგენილი 20.2 მილიონი ევროს ფინანსური გარანტია დაამტკიცა. ამ ინფორმაციას ჟერარ რომეროს Twitch-ის არხი Jijantes ავრცელებს.
წყაროს თანახმად, ეს თანხა ფეხბურთელების დასარეგისტრირებლად საკმარისია. “ბარსას” პრიორიტეტი ინიაკი პენიას დარეგისტრირებაა. მოსალოდნელია, რომ კლუბი ჟოაუ კანსელუს ტრანსფერსაც დახურავს.
ესპანეთში სატრანსფერო ფანჯარა ხვალ იხურება. “ბარსამ” ჟოაუ კანსელუსთან ერთად, შესაძლოა, ჟოაუ ფელიშიც დაიმატოს.



მთავარია პენია იყოს განაცხადში კაცო.
მაინც ბოლომდე ვერ ვიქნები დარწმუნებული, წამებში დაგვიკარგია ფეხბურთელებთან თითქმის დახურული ტრანსფერები.
აბა მარტინესის საქმე როგორ იქნება? რაღაც სულ ბოლო ადგილზე გადაიყვანეს და არ მესმის რატომ?
მიყვარს გუნდი რომელსაც პრიორიტეტები სწორად აქვს შერჩეული.. რაა პენია ხოარ ჩამოკარით ბიჭო ათასი საქმეა მოსაგვავრებელი
რა პენია პრიორიტეტი ხოარ ჩამოკარით 😀 შტეგენის შემცვლელს პენიაზე უკეთესს დაგენიძლავებით ახლავე ვნახავთ ბარსას ბ გუნდში, ახლა მთავარია კანსელუ ინიგო და ფელიში