Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ანსუ ფატისთვის ბრძოლაში “ბრაიტონიც” ჩაერთო.
ინგლისური კლუბი მზადაა, 20 წლის შემტევის გადასაბირებლად დიდი ძალისხმევა გაიღოს და იგი გუნდის პროექტის ლიდერად აქციოს. “ბრაიტონი” ფეხბურთელის დარწმუნებას ცდილობს და მის გარემოცვას უკვე დაუკავშირდა.
“ფალმერის” ბინადართა მთავარ მწვრთნელს, რობერტო დე ძერბის ანსუ ძალიან მოსწონს. ინგლისელები მისთვის დიდ შეთავაზება ამზადებენ. კატალონიური პრესის თანახმად, ახალგაზრდა მოთამაშე მზადაა, “ბრაიტონის” წინადადება განიხილოს.
მანამდე გავრცელებული ცნობებით, ფატი “ტოტენჰემში” იჯარით გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.


კი ბრაიტონში წავა.
ბრაიტონში იჯარით და დე ძერბი მოხოდავს
იდეაში ჩვენთვის ტოტენჰემში იჯარა უფრო კაია, თუ ათამაშდება კაკრაზ მომავალ ზაფხულს შეიძლება იყოს საჭირო დაბრუნება, მარა თუ ვერ გაამართლა მაშინ ისევ ახლა მოშორება ჯობს და ფასს აღარ დაკარგავენ. მე მაინც მირჩევნია იჯარით გაუშვან