Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” და ჟორჟე მენდეში ანსუ ფატის “ტოტენჰემში” განათხოვრებაზე მუშაობენ, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელს ტოპ კლუბში – “ატლეტიკოში” ან “ლივერპულში” გადასვლა ურჩევნია.
ახალგაზრდა შემტევის სურვილის ასრულება რთული იქნება. ამის შანსები მაშინ გაიზრდება, თუ “ლივერპულს” – მოჰამედ სალაჰი ან “ატლეტიკოს” იანიკ ფერეირა კარასკო დატოვებს.
Jijantes-ის ცნობით, ანსუმ ბოლო საათებში “ბარსელონას” წასვლა სთხოვა. ფატის მამას, ბორი ფატის თავისი შვილის იჯარით “სევილიაში” გადასვლა სურს, მაგრამ ფეხბურთელის პრიორიტეტი პრემიერ ლიგაა: “ტოტენჰემი”, “ჩელსი” ან “ლივერპული”.
ანსუსთვის ბრძოლაში “სპურსი” ლიდერობს. “ბლაუგრანას” ისეთი გუნდის პოვნა სურს, რომელიც ფეხბურთელს იჯარით აიყვანს და მის ხელფასს სრულად გადაიხდის.
როგორც COPE-ს ჟურნალისტი, ელენა კონდისი იტყობინება, დღეს ბორი ფატი და ჟორჟე მენდეში სევილიაში ერთმანეთს შეხვდნენ. ფატის “ბარსელონადან” წასვლა 75%-ით გადაწყვეტილია. მას შემოთავაზებები “ტოტენჰემიდან” და “ჩელსიდან” აქვს. “სპურსთან” მოლაპარაკებები გრძელდება.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, “ტოტენჰემი” “ბარსელონასთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს, “ჩელსის” კი “ბარსასთვის” ოფიციალურად ჯერ არ მიუმართავს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “სევილია” ანსუს დაუკავშირდა, მაგრამ ფეხბურთელმა ანდალუსიელებს შეატყობინა, რომ “ტოტენჰემში” მიდის. “ბარსელონა” და “სპურსი” შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 2 დღე რჩება, რის გამოც ჟორჟე მენდეში ჩქარობს.




მართლაც რა იცი იქნება გამოაცოცხლონ.
საინტერესოა დე ძერბიმ რა უთხრა ასეთი, რომ ტოტენჰემიდან მოაბრუნა ბრაიტონში.
რამდენი ვარსკლავი ჩააქრო ნაადრევად, უაზროდ მიღებულმა ტრამვამ. მაგარი მოვალის ანდა ფარის, მაგრამ რათგინდა, ამას უფრო ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება. წარმატებები, შეიძლება სიტუაციის შეცვლამ ყველაფერი გამოასწოროს
ჟოაუ ფელიში, ბარსას ახალი ათიანი?
ჩელსი ყველას ყიდულობს და ამასაც იყიდის
იჯარა კარგია, თან პრემიერლიგაში უფრო მიეჩვევა სწრაფ ტემპს და ფიზიკურ ორთაბრძოლებს. წელს ტოტენჰემი არაა სახუმარო გუნდი. ჟოაო ფელიქსიც მოვა წელს და 10 ნომერს მაგას მისცემენ ალბათ