“ბარსელონასა” და მსოფლიო ფეხბურთი ლეგენდა ანდრეს ინიესტა, შესაძლოა, კვლავ ლეო მესისთან ერთად მოთამაშე ვიხილოთ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ 39 წლის ფეხბურთელი “ინტერ მაიამის” შეთავაზებას დასთანხმდება.
RAC1-ის მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლიონელ მესისა და სერხიო ბუსკეტსის დამატების შემდეგ “ინტერ მაიამი” ანდრეს ინიესტათიც დაინტერესდა. ესპანელ ლეგენდას შეთავაზებები საუდის არაბეთიდანაც აქვს და ის გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.
მოსალოდნელია, რომ “ინტერ მაიამიში” ითამაშებს “ბლაუგრანას” კიდევ ერთი ლეგენდა ჟორდი ალბა.
ვინები შეიძინა კიდე, რამოსიც აქ ხო არ მოდის?
ეს ინტერ მაიამი კი არა ბარსა ლეგენდ გახდება.
იმიტომაც არის 23-27 დოლარიანი ბილეთები, მაიმთან შეხვედრებში 300-320 დოლარი რო გახდა.
ჩვენზე უკეთესი კამანდა იკვრება მგონი მაიამიში..
აუფ აუფ. ბექჰემს დამიხედეთ რა კამანდას კრავს?! სუა ალბათ დაამთავრებს კარიერას აწი, მაგრამ ალბა,ინიესტა და რამოსი თუ გადავიდნენ ინტერ მაიამიში ძაან მაგარი იქნება.
აუ ხო არ ღადაობთ, მესი, ბუსი, ალბა, რამოსი, ინი, იქნებ ჯეკაც…დიმკაც გამისწორდებოდა მაგრამ მომავალ წელს იყოს არაა პრობლემა.. თუ კიდევ დაამატეს ხალხი და რა ჯობია.. და ამ ბარსაზე გაცილებით სანახაობრივი სასტავი შეიკრიბება
ჯეკაც ღღუ მიიყვანეს ვაფშეე😁
Inter miami changed name to barca miami 🤣🤣
წადი დონ წადი ❤️❤️❤️❤️
მეც უეჭველი. დონის ტრანსფერს უკვე ვეღარ გავუძლებ
მემგონი ვიწყებ ღამის თევას ამ ზაფხულიდან და ეგაა🤙❤️