“ბარსელონას” კაპიტანი სერხიო ბუსკეტსი კარიერას ყოფილ თანაგუნდელთან, ლიონელ მესისთან ერთად გააგრძელებს. Mundo Deportivo-ს ცნობით ესპანელი ნახევარმცველი “ინტერ მაიამის” უკვე ყველაფერზე შეუთანხმდა.
ბუსკეტსი “ბარსელონას” სეზონის ბოლოს დატოვებს. მას კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი ჰქონდა – ამერიკა და საუდის არაბეთი. ერთ მხარეს იყო მეტი ფული, მეორე მხარეს კი ლიონელ მესი. კატალონიური მედიის ცნობით სერხიომ მესი და აირჩია და ის “ინტერ მაიამისთან” 2.5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
გავრცელებული ცნობებით დიდი შანსია, მესისა და ბუსკეტსს “ინტერ მაიამიში” ჟორდი ალბაც შეუერთდეს.
ბარსა რომ გამაბრაზებს მესი-ბუსკეზე გადავალ ხოლმე.. ::DDD
ალბათ ამათი გადასვლის მერე აუცილებლად აჩვენებენ, ეხლა ხშირად აჩვენებენ სილკის სპორტულ და სეტანტაზეც ბრაზილიის და კიდევ უამრავ ჩემპიონატებს, და ამას როგორ გამოტოვებენ თუ კლიენტები უნდა ტელევიზიას.
ბარსა რომ გამაბრაზებს მესი-ბუსკეზე გადავალ ხოლმე.. ::DDD
სუარესი და ალბაც გადავიდნენ და კანფეტ
რაღაც პონტში ამის წასვლა გამიხარდა თითქიოს ვეღარ თამაშობდა ძალა არყოფნიდა