workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეო მესი ინტერ მაიამის უახლოვდება

ლეო მესი ინტერ მაიამის უახლოვდება

ლიონელ მესი “ინტერ მაიამიში” გადასვლასთან ახლოსაა.

უამრავი წყაროს ინფორმაციით, არგენტინელი ფეხბურთელი გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს და მას საჯაროდ დაადასტურებს.

Diario Ole-ს ჟურნალისტის, ერნან კლაუსის ცნობით, 35 წლის მოთამაშე “ინტერ მაიამის” შეუერთდება. წყაროს თანახმად, ყველაზე რეალური სწორედ ამერიკული კლუბის ვარიანტია.

მესის “ბარსელონაში” გადასვლა სურს, თუმცა კატალონიელებისგან დარეგისტრირების გარანტიას ვერ იღებს, რის გამოც “ბლაუგრანაში” დაბრუნების შანსები მიზერულია.

“ინტერ მაიამი” მესის ხელფასის სახით 50 მილიონ ევროზე მეტს სთავაზობს, თუმცა ფული ლეოს მოტივაცია არაა – არგენტინელი “ბარსელონაში” უფასოდაც ითამაშებდა, თუმცა ლა ლიგის წესები ამის საშუალებას არ იძლევა.

როგორც არაერთი წყარო იტყობინება, შანსების სიმცირის მიუხედავად, მესი “ბარსელონას” ელოდება. მოსალოდნელია რომ “ბარსა” ოფიციალურ შეთავაზებას დღეს ან ხვალ გააკეთებს, თუმცა კლუბს გარანტიების მიცემა არ შეუძლია..

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • nika 54
    schedule 07 ივნ 2023, 17:17
    #12

    ციტატა: Nika92
    ჯობია მესი წავიდეს ინტერ მაიამიში რადგან ეს ბარსა და ეს ხელმძღვანელობა თავისი ტრენერიანად არ იმსახურებენ იმას რო მესი გუნდში იყოს.მგონი მომავალ სეზონში ევროპალიგაც სანატრელი გაგვიხდება ამათ შემხედვარე


    წავიდეს მაიამში, სახლი უყვარს და იქ აქვს სახლი. ესენი მართლა არ არიან არაფრის ღირსები. ორი წელია ნანობს ლაპორტა თურმე ლეოს გაშვებას და ვერაფრით მოაბა თავი ერთი კაცის, თავისუფალი აგენტის, უფასოდ გაფორმებას.

  • Nika92
    schedule 07 ივნ 2023, 15:16
    #11

    ჯობია მესი წავიდეს ინტერ მაიამიში რადგან ეს ბარსა და ეს ხელმძღვანელობა თავისი ტრენერიანად არ იმსახურებენ იმას რო მესი გუნდში იყოს.მგონი მომავალ სეზონში ევროპალიგაც სანატრელი გაგვიხდება ამათ შემხედვარე

  • TaTo JR
    schedule 07 ივნ 2023, 10:20
    #10

    სისულელეა 😉

  • Genius8
    schedule 07 ივნ 2023, 09:35
    #9

    დაველოდოთ დღეს რამოხდება ეს აბდა უბდა ჟურნალისტების არ მჯერა ფაბრიციო რასიტყვის საინტერესოა ხო აბა მესი ინტერ მაიამიში 50 მილიონად ითამაშებს იქ და არაბეთში 1 მილიარდად არა ვაი ვითომ ჟურნალისტებს რავუთხარი მე

  • mudam cule
    schedule 07 ივნ 2023, 09:31
    #8

    ჟურნალისტებისთვის გუშინ დილით რომ გეკითხათ, ბარსელონაში იყო უკვე, შუადღეზე არაბეთის თვითმფრინავში იჯდა და ახლა თურმე ბექჰემთან ერთად მაიამიში დასვენებას გეგმას. ტიპები უბრალოდ ჩვენს ნერვებზე თამაშობენ და თან მაგით ფულს აკეთებენ, ამიტომ აზრი არ აქვს ნერვების მოშლას და რამის დაჯერებას სანამ თვითონ არ იტყვის რას აპირებს.

  • geobcn33
    schedule 07 ივნ 2023, 09:23
    #7

    ხო ცოტა ლოგიკას არი მოკლებული, ტიპს მილიარდს სთავაზობენ და არ მიდის და ამერიკაში წავა 50ლიმონად?😀

  • Golden Boy from Holland F.De Jong
    schedule 07 ივნ 2023, 09:13
    #6

    მაიამის არა ფლორიდას 😁 წავიდა რაღაც მიზეზების გამო ერთი წელი პსჟში მსოფლიოსთვის მოემზადა კარგად და უკან მოდის ზუსტად ეგ ვერ აიტანეს პსჟს ფანებმა რო რასაც ქვია გამოიყენა ფრანგები😁😁

  • Ertaoz Bregvadze
    schedule 07 ივნ 2023, 08:33
    #5

    მართლა თუ უნდა გადმოსვლა უნდა გვენდოს სხვა გზა არაა. ძალიან დიდი იმედი მაქვს ლეო დაგვიბრუნდება. თუ არადა ბერნარდუ სილვა აუცილებლად უნდა მოვიდეს. ტიპი პრაიმში შედის.

  • alwaysculerr
    schedule 07 ივნ 2023, 08:21
    #4

    რთულია ძმებო ბარსას ფანობა. იმენა არაფერში გვიმართლებს

  • M10 S9 D11
    schedule 07 ივნ 2023, 03:24
    #3

    ანუ რა გინდათ თქვათ რო მილიარდიან ხელფასზე უარს ამბობს მესი და არაბეთში არ მიდის და 50 მილიონს თანხმდება ამერიკაში სათამაშოდ? ანუ ბარსაში რო არ მოვიდეს გინდათ მითხრათ რო ამას იზავს? რა ალოგიკურ რაღაცას წერთ

  • azulgerana
    schedule 07 ივნ 2023, 03:15
    #2

    აბა რა წავიდეს ბექჰემი ყოველთვის მესის ფანი იყო და როგორც მახსოვს დიდი ხანია შეთანხმებული იყო ბექჰემთან მესი.

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 07 ივნ 2023, 03:09
    #1

    Amito ar mindoda imedebi gamchenida ro mere ar davgruzuliyavi. Amas geubnebidit dzmebo aq.