workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ხორხე მესიმ ლა ლიგას დაურეკა – ხვალ მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩაინიშნა

ხორხე მესიმ ლა ლიგას დაურეკა – ხვალ მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩაინიშნა

ჟერარ რომერომ ცოტა ხნის წინ ლიონელ მესიზე ახალი ცნობები გაავრცელა.

მისი ინფორმაციით, დღეს ხორხე მესიმ ლა ლიგას დაურეკა, რათა გაერკვია, “ბარსელონას” გეგმასთან დაკავშირებით რა ხდება – ლეოს მამა ნერვიულობს, რადგან “ბარსასა” და ლა ლიგას შორის შეთანხმების დეტალები არ იცის.

ხორხეს სურს, ყველაფერი სწრაფად მოგვარდეს და თავისი შვილის მომავალი მალე გადაწყდეს.

წყაროს ცნობით, ლა ლიგამ “ბარსას” გეგმას კიდევ ერთხელ გადახედა და ეჭვი მასში ნახსენებ €40 მილიონში ეპარება – ხავიერ ტებასი ვერ ხვდება, ეს თანხა საიდან მოდის და კლუბისგან მეტი განმარტება სჭირდება. სწორედ ამიტომ კატალონიურ კლუბსა და ლა ლიგას შორის ხვალ დილით ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩაინიშნა.

“ბარსელონამ” მესის კიდევ ერთი არაოფიციალური შეთავაზება გაუკეთა. ჩავი ერნანდესი არგენტინელის დაბრუნების მიმართ ოპტიმისტურადაა განწყობილი, რასაც კლუბის ზოგიერთ წევრზე ვერ ვიტყვით.

ლეოს დაბრუნების შანსი 70%-მდე გაიზარდა. შესაძლოა, 10 ივნისამდე ყველაფერი გადაწყვეტილი იყოს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • Rick Sanchez
    schedule 01 ივნ 2023, 17:26

    იჩქარეეთ, თორემ არ დაელოდება მესი ამდენ ხანს ლაპორტას

  • Dani alves
    schedule 31 მაი 2023, 20:56

    საინტერესო სავარაუდო ფაქტები გამოიკვეთა ეს თუ მართალია
    1) ბარსელონადან მესის არავინ დაკავიშრებია
    2) მესი ლაპორტას არ ენდობა

  • El pistolero 9
    schedule 31 მაი 2023, 18:03

    იმედია საგა არ იქნება და მალე მოაგვარებენ. ლა ლიგა რაღატო ახურებს ვერ გამიგია. მესის აქ გადმოსვლით მარტო სარგებელს ნახავენ.

  • nika 54
    schedule 31 მაი 2023, 15:34

    მოკლედ მაგარი სერიალი გამოვიდოდა ვინმემ რო ფილმის გადაღება მოინდომოს. მითუმეტეს ფინალი არავისთვის არ იქნება ცნობილი, ხალხი მაგრა დაიშოკება ბოლო სიტყვით ტებასი რო გამოვა და კილერი სიტყვის დამთავრებისთანავე რო გააგორებს.

  • LM10RG10
    schedule 31 მაი 2023, 09:12

    ♠️Spookyfy♠️,
    როგორც წინაზე ალოდინეს ხოო კი გიფორმებთ კონტრატქსო და ბოლოს <<ცენზურის დარღვევა>> ზე რო გაუშვეს?!😀

  • tornike27
    schedule 31 მაი 2023, 05:59

    საუდის არაბეთიდან მილიარდს სთავაზობენ ხელფასს და ბარსას 40 მილიონში ეპარებათ ეჭვი? თუ საიდან მოდის ეს თანხა? სად არის ამ დროს ფიფა როდესაც მილიარდიან კონტრაქტზე არაფერს ამბობს ბარსას კი 25 მილიონიან წინადადებაზე დასტურს არ აძლევენ.

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 31 მაი 2023, 02:02

    Ager dauweriat rac zeda postshi vtqvi. Jer kide ari shansebi,mamamisi kide didi nabo**aria da ama cota kacivit moiqces bli*d,an daicados cota xans an tqvas ro is sarfiani shetavazeba moswons.

  • cruyff9
    schedule 31 მაი 2023, 01:29

    ტებასი მესის არ დააბრუნებინებს გამორიცხულია

  • M10 S9 D11
    schedule 31 მაი 2023, 01:19

    როგორ მინდა მივახრჩო ტებასი

  • Frenkie de Jong_
    schedule 31 მაი 2023, 01:07

    მილიარდი შეთავაზა საუდის გუნდმა,

    ამ ბარსელონაში ამ მამებმა ხო გაღუნეს ტვინი,საქართველოში რო დედები არიან ჩართული ისეა ესპანეთში მამიკოები

  • C.PC5
    schedule 31 მაი 2023, 00:57

    ეჭვი მაქვს კიდევ ახალ მიზეზს მოიგონეს ტებასი მაგ შეხვედრის შემდეგ🙂