workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხავიერ ტებასი: ბარსას ფინანსების კიდევ უფრო გაუმჯობესების რესურსი აქვს

ხავიერ ტებასი: ბარსას ფინანსების კიდევ უფრო გაუმჯობესების რესურსი აქვს

bolt მოკლედ
ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა და კორპორაციულმა დირექტორმა ხავიერ გომესმა "ბარსელონას" სახელფასო ლიმიტის 582.7 მილიონ ევრომდე გაზრდა შეაფასეს. ხელმძღვანელების განცხადებით, კლუბი საშინაო დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს, შემოსავლები მილიარდ ევრომდე გაზარდა და 1:1 წესს ოფიციალურად დაუბრუნდა.

ლა ლიგამ ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის განახლებული სახელფასო ლიმიტები წარადგინა. “ბარსელონას” ხარჯვის ჭერი გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის 432 მილიონიდან მიმდინარე 582.769 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა და ორგანიზაციის გენერალურმა კორპორაციულმა დირექტორმა ხავიერ გომესმა დეტალურად განმარტეს, თუ როგორ შეძლო კატალონიურმა კლუბმა ამ შედეგის მიღწევა.

ტებასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ ვალზე საუბარი არასწორია და მთავარი შემოსავლების გენერირების უნარია:

“ხშირად ვკითხულობ ხოლმე, რომ ‘ბარსელონას’ ამდენი და ამდენი მილიონის ვალი აქვს. მთავარი მაინც შემოსავლები და ვალის დაფარვის რეალური უნარია. ამ სიტუაციას სწორად უნდა შევხედოთ.

‘ბარსელონას’ შემოსავალი უკვე მილიარდ ევროს შეადგენს. კლუბს აქვს გადახდისუნარიანობა და პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესების რესურსი.”

რატომ გაიზარდა სახელფასო ლიმიტი

ხავიერ გომესმა დაწვრილებით ახსნა ფინანსური მექანიზმები, რომლებმაც ლიმიტის მკვეთრი ზრდა განაპირობა:

“ბარსელონა” რთული მდგომარეობიდან მოდიოდა. ლიმიტი გაიზარდა, რადგან მათ აქვთ მეტი შემოსავალი, სტრუქტურული ხარჯები კი ოპტიმიზებულია. კლუბმა წინა წლების ზარალის ნაწილი აანაზღაურა, რამაც ჭერის აწევა გამოიწვია.

წლების განმავლობაში მათ შეზღუდვები ჰქონდათ დაწესებული, ახლა კი ზარალი ამოიღეს, გაზარდეს კომერციული შემოსავლები და ფეხბურთელების ტრანსფერებიდან მიღებული თანხები. სწორედ ამან გაზარდა მათი ზღვარი.”

1:1 წესი და მონჟუიკის ეფექტი

გომესმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სატრანსფერო ბაზარზე “ბარსელონა” 1:1 წესით ოპერირებს და გამორიცხა საფრთხე, რომ სარემონტო სამუშაოების გამო “მონჟუიკზე” დროებით თამაში კლუბის ეკონომიკას დააზარალებს:

“მონჟუიკზე” ბილეთების გაყიდვების მაჩვენებლები ძალიან მაღალია. გარდა ამისა, არის სხვა შემოსავლებიც და გარკვეული ხარჯების აქტივაცია, რაც ჯერ არ ამოქმედებულა. ცხადია, განახლებულ სტადიონზე ვითარება გაცილებით უკეთესი იქნება და ისინი ამ ვითარებას გეგმაზომიერად უმკლავდებიან.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 11 სექ 2026, 12:08
    #1

    ტებასმა და პერესმა ბევრი უნდა იჩხუბონ და ბარსას ფინანსური მდგომარეობაც კიდევ უფრო გამოსწორდება. პერესმა იმდენჯერ დააბრალა ტებასს თავისი მარცხი, რომ ყელში ამოუვიდა ამას პერესის ბრალდებები.ეს ყველაფერი სიბერის ბრალია მოტყდა ნელ-ნელა დიქტატორ ფრანკოს შვილის ძმაკაცი. სანამ ცოცხალი იყო კი ახერხებდა პერესი თავისი იმპერიის შენებას(მას ათეულობით სამშენებლო ფირმა აქვს მსოფლიოს ყველა კუთხეში, სუეციის არხის გაფართოებაც მაგის კომპანიას აქვს მიღებული.) ის მილიარდელია ოფიციალურად 4 მილიარდამდე პირადი ქონება აქვს. მერე როცა მშენებლობა მობეზრდა და შვილს გადააბარა აღმოაჩინა რომ ფეხბურთითაც შიძლება გართობა, და უფრო ცნობილი სახე გახდება. მაგრამ ყველაფერს ტვინი უნდა ამას ვერ გააგებინეს, რომ მსოფლიოს ყველა ვარსკვლავი რო ერთად შეყარო არ ნიშნავს იმას, რომ საუკეთესო გუნდი გამოვა ამ მსოფლიო ნაკრებიდან. კარგია რო ჯერ არ მიდის, სანამ ეგ იქნება ჩვენც კომფორტულად ვიქნებით.