“ბარსელონას” ლეგენდა და ზაფხულის მთავარი სატრანსფერო სამიზნე ლეო მესი ბარსელონაშია.
ტონი ჟუანმარტის ინფორმაციით, 35 წლის ფეხბურთელი სესკ ფაბრეგასთან ერთად სტადიონ “მონჟუიკზე” როკ-ჯგუფ Coldplay-ს კონცერტს ესწრება.
გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონამ” მესი ჟორდი ალბასა და სერხიო ბუსკეტსის გამოსამშვიდობებელ ცერემონიებზე მიიწვია. შესაძლოა, არგენტინელი ბარსელონაში სწორედ ამ მიზნით ჩავიდა.
[quote=nika 54]ხალიფა თუ გააფრთხილა ამ საცოდავმა, კიდევ არ მოუგონონ რაღაცა და არ დააჯარიმონ. მით უმეტეს 43 ტიტული გაინაღდა და ალვესს გაუთანაბრდა, რომელიც ალბათ ვეღარ გააუმჯობესებს თავის შედეგს. გარდა ამისა ლეოს 496 გოლი დაუგროვდა ევროპის ტოპ-5 ლიგების ჩემპიონატებში და რაც ყველაზე სასიამოვნოა იმ კლოუნის რეკორდი მოხსნა რომელსაც 495 გოლი ქონდა. არც ის მგონია რონალდუ ევროპაში დაბრუნდეს და ვინმემ მასში ფული გადაიხადოს. ისე რომ ერთ ტიტულს იმედია ბარსელონაში თავისუფლად მოიგებს და რეკორდი აღარ დარჩება დასამყარებელი. თუ ნაკრებში მატჩების ჩატარების რაოდენობას არ ჩავთვლით.
სანაკრებო მიღწევები და რეკორდები
==========
== ყველაზე მეტი მატჩი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში: 174
== ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: 102 გოლი
== ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ასისტენტი: 55 საგოლე გადაცემა
== ნაკრების ყველა დროის რეკორდსმენი კოპა ამერიკაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით: 34 მატჩი
== ნაკრებისა და მსოფლიოს ყველა დროის რეკორდსმენი მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით: 26 მატჩი
== ნაკრების ყველა დროის რეკორდსმენი მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი ბურთების რაოდენობით: 13 გოლი
== ნაკრების ყველა დროის რეკორდსმენი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშებში გატანილი ბურთების რაოდენობით: 28 გოლი
== ნაკრების ყველა დროის რეკორდსმენი საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებში გატანილი ბურთების რაოდენობით: 39 გოლი
== ერთადერთი არგენტინელი, რომელსაც კონმებოლში შემავალი ყველა ეროვნული ნაკრების კარში აქვს გოლი გატანილი
== ერთადერთი არგენტინელი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის ხუთ ფინალურ ეტაპზე აქვს მონაწილეობა მიღებული
== ერთადერთი არგენტინელი, რომელმაც ექვს კოპა ამერიკაზე ითამაშა
== ერთადერთი არგენტინელი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის ოთხ ფინალურ ეტაპზე აქვს გოლი გატანილი
== ყველაზე ახალგაზრდა არგენტინელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა: 18 წლის და 357 დღის ასაკში
== ყველაზე ახალგაზრდა არგენტინელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანა შეძლო: 18 წლის და 357 დღის ასაკში
== ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ხუთ მსოფლიო ჩემპიონატზე საგოლე გადაცემა გააკეთა
== ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ორჯერ დასახელდა: 2014, 2022
== ყველაზე ახალგაზრდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრების კაპიტნის სამკლაურით ისაპარეზა: 22 წლის და 363 დღის ასაკში
== ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ნაკრებში 100 მატჩი ითამაშა: 27 წლის და 361 დღის ასაკში
== ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე 7 გოლი გაიტანა
ლეოს ბარსას გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენელია!
მომდევნო სეზონიდან ასე რომ ის ჩვენია!
რამდენი მატჩით ჩამორჩება და ვის?
როგორ მინდოდა გუშინ მოედანზე შემოსულიყო
ხოდა აღარ გაუშვათ
ხალიფა თუ გააფრთხილა ამ საცოდავმა, კიდევ არ მოუგონონ რაღაცა და არ დააჯარიმონ. მით უმეტეს 43 ტიტული გაინაღდა და ალვესს გაუთანაბრდა, რომელიც ალბათ ვეღარ გააუმჯობესებს თავის შედეგს. გარდა ამისა ლეოს 496 გოლი დაუგროვდა ევროპის ტოპ-5 ლიგების ჩემპიონატებში და რაც ყველაზე სასიამოვნოა იმ კლოუნის რეკორდი მოხსნა რომელსაც 495 გოლი ქონდა. არც ის მგონია რონალდუ ევროპაში დაბრუნდეს და ვინმემ მასში ფული გადაიხადოს. ისე რომ ერთ ტიტულს იმედია ბარსელონაში თავისუფლად მოიგებს და რეკორდი აღარ დარჩება დასამყარებელი. თუ ნაკრებში მატჩების ჩატარების რაოდენობას არ ჩავთვლით.
დააბით არ გაუშვათ
ბარსაში მისული უკან წასვლა აღარ მოუნდება 🤩🤩