“ბარსელონა” სეზონის პირველ ოფიციალურ “ელ კლასიკოში”, რომელიც 26 ოქტომბერსაა ჩანიშნული, განსხვავებული ფორმით ითამაშებს.
“რეალ მადრიდთან” დაპირისპირებაში “ბარსას” მაისურზე Spotify-ს ნაცვლად ლეგენდარული ბრიტანული მუსიკალური ჯგუფის, Coldplay-ს ლოგო იქნება გამოსახული.
“ბარსელონასა” და Spotify-ს შორის მოქმედი კონტრაქტის მიხედვით, მუსიკალური სტრიმინგის კომპანიას უფლება აქვს, კატალონიური გუნდის მაისურზე საკუთარის ნაცვლად რომელიმე მუსიკოსის ან მუსიკალური ჯგუფის რეკლამა განათავსოს. ამჯერად ლეგენდარული ბენდის, Coldplay-ს ჯერი დადგა.
წინა შემთხვევებში “ბლაუგრანას” მაისურზე Rolling Stones-ისა და Drake-ის ლოგო იყო გამოსახული.
მორიგი “ელ კლასიკოს” განსხვავებული ფორმის სურათები შეგიძლიათ, ამ გვერდზე ნახოთ.
ცუდად გვაქვს დაცდილი ეს წარწერები ასეთი თამაშის მაისურებზე და რა ვერ ისწავლეს ჭკუა
შესნი
კუნდე-კუბარსი-ინიგო-ბალდე
დე იონგი/კასადო-პედრი
იამალი-ოლმო-რაფინია
ლევანდოვსკი
ამ სასტავით უნდა ვიყომაროთ რეალთან
რეალი ამ სასტავით გამოვა:
კურტუა
ვასკესი-მილიტაო-რუდიგერი-მენდი
ვალვერდე-კამავინგა-ჩუამენი-ბელინგემი
მბაპე-ვინიციუსი
მთავარია რეალი გაიძუკნოს და გველი პერესის ჩამოვარდნილი ყბა უნდა დავინახო. ნერვიულობის ფონზე კარლიტოს კევის ღეჭვისგან პირი უნდა გაუშეშდეს.
ლოლ
Coldplay-ს ლეგენდარულობაში ვერ დაგეთანხმებით.
26-ში უნდა ვათრიოთ რეალი და ყველა ავტორიტარი მოძალადე ახვ*არი, პერესიან-ტებასიან-იმიან-ამიანად
ამ კლასიკოსთვის მაისურების კი არა ფეხბურთელების ფორმა უფრო გვაინტერესებს. იმედია არ მოგვიწევს შავი ფორმის ჩაცმა.