“ბარსელონა” 27 ოქტომბერს “სანტიაგო ბერნაბეუზე” გასამართ “ელ კლასიკოში” განსხვავებული ფორმით ითამაშებს.
Sport-ის ჟურნალისტის ტონი ხუანმარტის ინფორმაციით, “ბარსას” მაისურზე ბრიტანული მუსიკალური ჯგუფის Coldplay-ს ლოგო იქნება გამოსახული.
“ბარსელონასა” და Spotify-ს შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, შვედურ სტრიმინგის კომპანიას უფლება აქვს, ზოგიერთ შეხვედრაში გუნდის მაისურზე საკუთარი ლოგოს ნაცვლად რომელიმე მუსიკოსის ან ბენდის ლოგო გამოსახოს.
წინა ორ შემთხვევაში “ბარსას” მაისურზე Rolling Stones-ისა და Drake-ის ბრენდის ლოგო იყო გამოსახული.
როლინგ სტონზე უკეთესი ბითლზები არ იყო ვითომ? თუ იუბილე არა დამთხვევია თამაშს.
ქოლფლეის კაი ჯგუფია
მე რომელიც ველოდები ქუინის ან მიუზის ლოგოებს ბარსას მაისურზე😊
ალტერნატიულ როკში გადის ალბათ.
Coldplay როკ ჯგუფია?! დდდდდ
ერთი ქოლდფლეია როკ ბენდი და მეორე ენდრიკია იამალზე უკეთესი
მეკარეზე ისმის რამე?