workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჯერემი რენერი: “ბარსამანიაზე ყოფნა და სიახლეების წერა ჩემი ჰობია”

ჯერემი რენერი: “ბარსამანიაზე ყოფნა და სიახლეების წერა ჩემი ჰობია”

მოგესალმებით, ძვირაფსნო ბარსამანიელებო ! დღეს ჯერემი რენერის პროექტს სახეშეცვლილიფორმით შემოგთავაზებთ. მერაბის მიერ წამოწყებული პროექტი ,რომელიც მომხმარებლის უკეთ გაცნობას ემსახურებოდა დამეთანხმებით, რომ გაამართლა. წარმოგიდგენთ ინტერვიუების ბოლო ნაწილს ამჯერად ინტერვიუს ავტორი თავად პროექტის ორგანიზატორი არ იქნება და გთავაზობთ ნაწილს, სადაც მისგან ინტერვიუს მე საიტის ერთ-ერთი მომხმარებელი და წევრი ავიღებ და რა თქმა უნდა, შევეცდები მაქსიმალურად გაგაცნოთ შემდეგი რესპოდენტი, რომელიც ამჯერად თავად მწერალი და პროექტის ავტორი (ჯერემი რენერი) იქნება. 

1. მოგესალმები მერაბ. საიტზე შენი წარმატება მას შემდეგ მოვიდარაც შენმა სტატიებმა მომხმარებელში დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა საიტზე მყოფ ხალხს ამჯერად სხვა კუთხით მინდა გაეცნო. ორიოდე სიტყვით გვიამბე შენს ცხოვრებაზე, რამდენი წლის ხარ, რას საქმიანობ, საყვარელი ჰობი და ა.შ

– გამარჯობა, პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადო, რომ დამთანხმდი ჩემსგან ინტერვიუს აღებაზე და მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან საინტერესოა რესპოდენტის როლში ყოფნა თან საკუთარ პროექტშივე. ეს არ იყო ჩემი ინიციატივა და რა თქმა უნდა, არც უზარმაზარი რაოდენობის მომხმარებელს მოუთხოვია მაგრამ რადგან იყო საუბარი და რჩევა სხვებისგან გადავწყვიტე მეც მეცადა. რაც შემეხება მე, ვარ 17 წლის “ბარსელონას” საკმაოდ სტაჟიანი ფანი საკუთარი ასაკის გათვალისწინებით, რაც შეეხება ჩემს ჰობს და ინტერესებს, ძალიან მიყვარს სპორტი და რა თქმა უნდა, კინოინდუსტრია, რომლის უდიდესი მოყვარული ვარ თავისუფალ დროს კი ძირითადად მეგობრებთან ერთად ვატარებ ხოლმე ფილმოგრაფიას დიდ უპირატესობას ვანიჭებ… თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ბარსამანია და სტატიების წერა ჩემთვის უკვე არის, ჰობი..

2. საინტერესოა. გვიამბე რომელია შენი საყვარელი ფილმი, მსახიობი, მომღერალი, წიგნი, მწერალი, პოეტი და ნაწარმოები ?

– როგორც ავღნიშნე ფილმები და კინოინდუსტრია ძალიან მიყვარს, აქედან გამომდინარე საყვარელი კონკრეტული ფილმის გამორჩევა გამიჭირდება მაგრამ მაინც ჩემი ფავორიტია: “ქარიშხლის მბრძანებელი”, “ქალაქი”, “შურისმაძიებელნი”, “ერთხელ ამერიკაში”, “ბრონქსის ისტორია” და ა.შ. ჩემი საყვარელი მსახიობი: ჯერემი რენერია და მისი უდიდესი ფანიც ვარ, საიტზეც სწორედ ამიტომ მაქვს ამ უკანასკნელის ნიკი. ასევე შემიძლია გამოვყო კოლინ ფარელი, ლეონარდო დი კაპრიო, დაქს შეფარდი და სხვებიც.. საყვარელი მომღერალი: რიანა, ქეითი პერი და ადამ ლევინია, ფავორიტი ჯგუფი კი (ColdPlay), მწერალი: ერნსტ ჰემინგუეი. ნაწარმოები: მოხუცი და ზღვა, პოეტი: გალაქტიონი.. 

3. რომელიმე სპორტული სახეობით თუ ხარ დაკავებული ?

– თავის დროზე ნამდვილად მიტაცებდა და დაკავებულიც ვყოფილვარ მაგრამ ამჟამად აღარ.

4. საუკუნის კითხვა: მესი თუ რონალდო? პელე თუ მარადონა ?

– რა თქმა უნდა, მესი და პელე

5. რომელია შენი საყვარელი ნაკრები და ვის თვლი მთავარ ფავორიტად მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ?

– საკმაოდ დიდი ხანია ესპანეთის ეროვნული ნაკრების გულშემატკივარი და მუდამ ამ ნაკრების ფანი ვიქნები, ჯერ კიდევ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან, ვფიქრობ მომავალ წელს ესპანეთი კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი იქნება და ტიტულის დაცვასაც შეეცდება მაგრამ, სხვა დანარჩენი ნაკრებების სიძლიერეც აღსანიშნავია ასე, რომ მგონია რომ საკმაოდ საინტერესო და დრამატული ჩემპიონატი გველის..

6. შენი საყვარელი კლუბის ბედი, რომ შენზე იყოს დამოკიდებული რას შეცვლიდი? ვის მოიყვანდი ან გაუშვებდი გუნდიდან ?

– ამჟამად “ბარსელონაში” ყველაზე აუცილებელი და პრიორიტეტული ცენტრალური მცველია, რომელსაც გუნდი საჭიროებს. რადიკალური ცვლილებები და რევოლუცია კი საჭირო ნამდვილად არ არის.. მე კი დღეს კლუბიდან ჯონათან დოს სანტოსისა და იბრაჰიმ აფელაის გაშვებით შემოვიფარგლებოდი..

7. რომელია შენი ფავორიტი ფეხბურთელი და სპორტსმენი სხვადასხვა სახეობებში ?

– ფეხბურთში ჩემი კუმირი დავიდ ვილიაა, რომელსაც ჯერ კიდევ “ვალენსიაში” ვგულშემატკივროდი.. იქიდან გამომდინარე, რომ კალათბურთი მიყვარს კობი ბრაიანტზე წინ არავის დავაყენებ.. და რა თქმა უნდა, ჩემთვის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი..

8. გარდა ”ბარსელონასა” რომელი კლუბების მიმართ გაქვს სიმპათიები ?

– გამოვყოფდი მადრიდის “ატლეტიკოს”, ესპანურ “ვალენსიას”, იტალიურ “მილანს”, გერმანულ “დორტმუნდს”.. 

9. რომელი გუნდი და ფეხბურთელი არ მოგწონს ყველაზე მეტად და რატომ?

– ყველაზე არასასურველი კლუბი რა თქმა უნდა, როგორც “ბარსელონას” გულშემატკივრისათვის, მადრიდის “რეალია”.. მოსისხლე მტერი ფეხბურთში, როგორც მოიხსენებენ ხოლმე.. ყველაზე საძულველი და არასასურველი ფეხბურთელი ჩემთვის პეპე, ჯოუი ბარტონი და ძმები ფერდინანდებია.. ასევე ანტიპათიით ვარ განწყობილი ლუის სუარესის მიმართ, მიზეზი რა თქმა უნდა არასპორტული საქციელებია, რომლებიც მათი მხრიდან იყო..

10. შენი აზრით, დღევანელი კლუბის შემადგენლობიდან რომელი ფეხბურთელი არ იმსახურებს ”ბარსელონაში” თამაშს ?

– როგორც უკვე ავღნიშნე გუნდში ჯონათან დოს სანტოსის და იბრაჰიმ აფელაის ადგილი ნამდვილად არ არის.. 

11. დიდ დროს უთმობ ბარსმანიას ?

– როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნე, ბარსამანიაზე ყოველდღიურად შემოსვლა, საყვარელ გუნდზე სიახლეების წაკითხვა და სტატიების წერა ჩემთვის მართლაც ჰობია..

12. როგორი წარმოგიდგენია საიტი გარკვეული დროის შემდეგ ?

– რთული წარმოსადგენია მაგრამ რა თქმა უნდა, ახალი მწერლები, ახალი მომხმარებლები და ახალი გარემო ..

 

14. არ შემიძლია არ დაგისვა კითხვა ქართულ ფეხბურთზე. მაინტერესებს შენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობ, ეშველებათუ არა ქართულ ფეხბურთს რამე ?

– რთული შეკითხვააა ნამდვილად ძალიან ბევრი რამეა შესაცვლელი მაგრამ თუ გასულ სეზონს გადავხედავთ არის გარკვეული პროგრესიც მაგალითად ამჟამინდელ საკვალიფიკაციო ეტაპებზე საკმაოდ კარგად ასპარეზობს დილა და დინამოც.. დედაქალაქელები ძალიან ახლოს იყვნენ ჩემპიონთა ლიგის საგზურთან თუმცა ევროპის ლიგისთვის იბრძოლებენ დილა კი უკანასკნელ წლებში ძალიან პროგრესირებს.. ჩემი აზრით რეგრესი ამჟამად ზესტაფონს აქვს..

15. რას ეტყოდი საიტის მომხმარებლებს ?

პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო იმ მომხმარებლებს ვინც ივლისის საუკეთესო მწერლის გამოვლენაში ხმა მომცა და მხარი დამიჭირა არ მომეცა საშუალება მადლობა კონკურსის შემდეგ გადამეხადა საიტის წევრებისათვის.. ბარსამანიაზე წერა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალშიც მექნება შესაძლებლობა ის სტატიები გამოვაქვეყნო, რომელიც მომხმარებლებს ყველაზე მეტად მოსწონთ და მიფასებენ.. და რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა საიტის ადმინისტრაციას, რომ ასეთ კარგ გარემოს უქმნის საიტის თითოეულ მომხმარებელს..

16. რა აზრის ხარ საიტის ადმინისტრაციაზე და რა ურთერთობები გაქვს მათთან ?

რასაკვირველია, დიდ პატივს ვცემ.. ძალიან ბევრჯერ იყო სიტუაციები, როდესაც ადმინისტრაცია დამეხმარა საიტზე გარკვეული პრობლემების მოგვარებაში.. იყო უსიამოვნებებიც მაგრამ ბარსამანიის ადმინისტრაცია მუდამ ობიექტურობით გამოირჩევა დახმარებისათვის ხშირად მივმართავ ხოლმე (Barcaman)-ს ასევე გამოვყოფდი (tengobarca)-ს, რომელიც ასევე შესანიშნავი პიროვნებაა და მასთან ინტერვიუს აღების შესაძლებლობაც მქონდა.. ადმინისტრაციას ხშირად აკრიტიკებენ მაგრამ საბოლოოდ ერთ დასკვნამდე მივდივართ, რომ არა ისინი ბარსამანია ამდენი წელი ვერ იარსებებდა და ბარსელონას გულშემატკივარს არ ექნებოდა შესაძლებლობა მის საყვარელ გუნდზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია სწორედ აქ გაეგო..

17. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. ვფიქრობ, მომხმარებელმა დაიკმაყოფილა ინტერესები მორიგი საიტის მწერლისადმი..

– დიდი მადლობა შენ..

(ჯ.რ) – “მინდა კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც პროექტში მონაწილეობის მიღებაზე დამთანხმდით. დიდი მადლობა ასევე საიტის იმ მომხმარებლებს, რომლებსაც ჩემი პროექტი მოსწონდათ და თვალს ადევნებდნენ ხოლმე..”   

 

 

სპეციალურად Barcamania.Ge-ისთვის ©
ავტორი: ჯერემი რენერი
გმადლობთ ყურადღებისათვის !

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward