“ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა ცოტა ხნის წინ El Larguero-ს ინტერვიუ მისცა, რომლის დროსაც “ბლაუგრანასთან” დაკავშირებულ რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.
მესი, სენტიმენტების გათვალისწინებით, ყოველთვის “ბარსელონელი” იქნება, მაშინაც კი, თუ ის “პარი სენ-ჟერმენში” ითამაშებს.
ჩავის “ბარსა” მომწონს. თუმცა დარწმუნებული ვარ, ის იტყვის, რომ ბევრი რამ გასაუმჯობესებელია. ლა ლიგის მოგება წინგადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება, მაგრამ მომდევნო სეზონში რაღაც უფრო მეტი იქნება საჭირო.
გავი და პედრი გაფიქრებინებენ, რომ ისინი მომდევნო ჩავი და ინიესტა იქნებიან. ისინი უკვე გამოცდილები არიან და მათზე ზეწოლა არ მოქმედებს.
ფაბრეგასი: სადაც არ უნდა თამაშობდეს, მესი ბარსელონელი იქნება
სწორია, სანამ ბინას არ გაყიდის და ესპანურ პასპორტს არ ჩააბარებს. ისე გუშინ მაგარი მოშხამული ეჯდა გვერდზე მბაპე, რომელსაც მამამისი ეჯდა მეორე მხარეს ალბათ დაცვის პონტში. იმიტომ რო როცა მარტინესს საუკეთესოს პრიზი გადასცეს და ის მაყურებელს დაანახა წინ გაშვერილი ხელებით არა მარტო მბაპე მთელი დარბაზი დაიძაბა, მაგრამ ემილიო დროზე მოეგო გონს და პრიზი პატარა ბავშვივით ჩაიხუტა. და დარბაზმაც ამოისუნთქა.